ციცარი — სადედე გუნდის დაკომპლექტება

656 Views Comment Off

ციცრის მოშენების დაწყება ფრინველთა პატარა ჯგუფით არ არის რეკომენდებული. რაც უფრო მრავალრიცხოვანია გუნდი, მით მაღალია ფრინველის შენარჩუნება. ამასთანავე ის გაცილებით სწრაფად იზრდება და ვითარდება. როგორც წესი, დასაწყისისთვის საჭიროა ციცრის ერთდღიანი წიწილის სულ მცირე 20 ფრთა.

სადედე გუნდის დასაკომპლექტებლად, აღწარმოებისათვის, აუცილებელია გამოზრდილი ფრინველისგან შეირჩეს საუკეთესო, რომელიც იქნება კარგ კონდიციაში, აღნაგობაში დეფექტების გარეშე, ტიპიური შეფერილობის (დამახასიათებელი მასი ჯიშური ჯგუფისა და პოპულაციისათვის).

გამოწუნებას ექვემდებარება ფრინველი, რომელმაც გადაიტანა რაქიტი (გამრუდებული მკერდის ძვლები და ფრთები), ცალთვალაა, აქვს გადაჯვარედინებული ნისკარტი, გაბერილი მუცელი, დაუძლურებულია, აღენიშნება მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები და ა.შ.

ხუთი თვის ასაკში ხდება ფრინველის დახარისხება და შერჩევა. ამ პერიოდისათვის დედლის მასა უნდა იყოს არანაკლებ 1,3 კგ, ხოლო მამლის_ 1,4 კგ. აღსანიშნავია, რომ შემდგომში დედალი 7-8 თვის ასაკამდე აგრძელებს ზრდას და ამ დროისათვის მისი მასა 1,7-1,8 კგ-ს უტოლდება, მაშინ როდესაც მამლის მასა პრაქტიკულად იგივე რჩება.

ჯანმრთელ ფრინველს აქვს გადმოკარკლული, პრიალა და მეტად მოძრავი თვალები. მართალია, ციცრის ორივე სქესის ფრინველი ერთნაირადაა შეფერილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისთვის დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმის ნიშნები, რომლის მიხედვით შესაძლებელი ხდება მისი სქესზე გარჩევა. ხუთი თვის ასაკის ნორმალურად განვითარებულ მოზარდს, თავის დანამატების მიხედვით, მკვეთრი განსხვავებები აღენიშნება.

კერძოდ, მდედრს აქვს პატარა და ბრტყელი მეჭეჭი, რომელიც ზედ ნისკარტზეა მიკრული, მამრს პირიქით, გაცილებით დიდი, ნისკარტს ზემოთ ამობურცული და მკვეთრად შეფერილი. დედლის ბიბილო მცირე ზომისაა და უკან გადაწეული, მაშინ როდესაც მამალს, შედარებით მასიურ თავზე, საგრძნობლად დიდი ბიბილო თავზე ვერტიკალურად აზის. გარდა ამისა, მამლის თავზე ჩამოკიდებული საყურეები უფრო დიდია და ხშირად ჩაბრუნებულიც.

ციცრის დედალს, ხუთი თვის ასაკში ბოქვენის ძვლები ერთმანეთისაგან ცოტათი დაცილებული აქვს (მათ შორის თავისუფლად თავსდება ერთი ან ორი თითი), მამალს _ არა. ასაკის მატებასთან ერთად დედლის ბოქვენის ძვლები აგრძელებენ დაცილებას და კვერცხდების დაწყებისას მათ შორის შეიძლება თავისუფლად მოთავსდეს უკვე 2-4 თითი.

არსებობს სქესის განსაზღვრის სარწმუნო, ე.წ. კლოაკის მეთოდი. თუმცა იგი ნაკლებად გამოიყენება, ზედმეტი შრომისა და ფრინველისათვის სტრესის მიყენების თავიდან აცილების გამო. ციცრის სქესის განსაზღვრა ზუსტად და სწრაფად ძირითადად მისი თავის პროფილის, ბოქვენის ძვლების, მასისა და ნასუქობის მიხედვით ხდება.

ერთ მამალზე რეკომენდებულია ოთხი-ხუთი დედალი, გუნდში სასურველია იყოს 2-3 მამალი. სანაშენედ ტოვებენ სრულიად ჯანმრთელ, დიდი ზომის აგრესიულ და ძლიერ მამალს მკვეთრად გამოხატული მეორადი სქესობრივი ნიშნებით, როგორიცაა: მსხვილი თავი ამობურცული მეჭეჭით, დიდი ბიბილოთი და საყურეებით, კარგად განვითარებული ხმის ტომსიკით, მოძრავი, აქტიური, გადმოკარკლული თვალებით. ასეთი მამალი საუკეთესო მწარმოებელია და კარგად გადასცემს თავის ნიშან-თვისებებს შთამომავლობას.

დედალს უნდა ჰქონდეს: არც ისე დიდი თავი, პატარა მეჭეჭითა და ბიბილოთი, მცირე ზომის ბრტყელი ფორმის საყურეებით; დაცილებული ბოქვენის ძვლები და რბილი გამობერილი მუცელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლისუნარიანობით დედალი ჩამორჩება მამალს.

კვერცხდების პირველ პერიოდში ციცრის კვერცხი შედარებით პატარა ზომისაა, ხშირად არასტანდარტული ფორმის და საინკუბაციოდ გამოუსადეგარი.

ამას თან ერთვის ისიც, რომ მამალი სქესობრივ სიმწიფეს დედალთან შედარებით უფრო გვიან აღწევს, რის გამოც კვერცხის უმეტესობა პირველი 4-6 კვირის განმავლობაში გაუნაყოფიერებელია. ამ არასასურველი ფაქტის თავიდან აცილების მიზნით, სადედე გუნდის დაკომპლექტების დროს, მამალი დედალზე 1-2 თვით მეტი ასაკის უნდა შეირჩეს.

ავტორი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი.

იხილეთ აგრეთვე: ციცარი — სადედე გუნდის და ბროილერის კომბინირებული კვება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5332 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB