ქათმის რამდენიმე კომბინირებული ჯიში

ქათამი, ჯიშები, კომბინირებული

გთავაზობთ ქათმის რამდენიმე კომბინირებული ჯიშის მოკლე აღწერას.

როდ-აილენდი

როდ-აილენდი გამოყვანილია XIX ს-ის შუა წლებში, აშშ-ის როდაილენდის შტატში, ადგილობრივი ქათმების შანხაის ჩალისფერი, მალაის მუქი წითელი ფერის და ნაცრისფერ ლეგორნის ჯიშთან შეჯვარებით.

ფერად წითელია. კუდის, ფრთისა და ფაფრის ბოლო შავი ბუმბულით არის დაფარული. ზრდასრული დედლის მასა 2,7-3,0 კგ-ა, მამლის- 3,5-4,8 კგ.

კვერცხის დებას იწყებს 170-180 დღიდან, წელიწადში გვაძლევს 160 ცალ კვერცხს, რომლის საშუალო მასა 60 გ-ა.

როდაილენდი, ქათამი

ნიუ-ჰემპშირი

ნიუ-ჰემპშირი გამოყვანილია აშშ-ის ნიუ-ჰემპშირის შტატში როდ-აილენდის ჯიშის ბაზაზე.

დედლების მასა 2,3 კგ, მამლების კი 3,2 კგ-ს შეადგენს.

კვერცხმდებლობა 180-200 ცალია, კვერცხის მასა კი 58-60 გ.

ნიუჰემპშირი, ქათამი

ავსტრალორპი

ავსტრალორპი გამოყვანილია ავსტრალიაში. ფერად შავია, დედლების მასა 2,5-2,7 კგ-ს, მამლების კი 3,0 კგ-ს შეადგენს.

წელიწადში დებს 170-180 კვერცხს, რომლის საშუალო მასა 58-62 გ-ა.

თავის სამშობლოში ეს ჯიში, ძირითადად, გამოიყენება საკვერცხე მიმართულების ჰიბრიდების მისაღებად.

ავსტრალორპი, ქათამი

სუსექსი

სუსექსი გამოყვანილია ინგლისში, სუსეკსის საგრაფოში ადგილობრივი ქათმებთან დორკინგის, კორნიშის, თეთრი კოხინხინის, ორპინგტონის და ღია ფერის ბრამას ჯიშების მონაწილეობით.

ბუმბული მოთეთრო-მოვერცხლისფროა, ფაფარზე აქვს თეთრი და შავი ზოლები, კუდის ბუმბული, აგრეთვე საფრენი ბუმბულის შიგნითა მხარე შავი ფერისაა.

დედლების ცოცხალი მასა 2,5-2,7 კგ-ა, მამლების კი- 3,3-3,6 კგ.

კვერცხმდებლობა 160-170 ცალი, კვერცხის მასა კი 56-58 გ-ს შეადგენს.

ძირითადად გამოიყენება სახორცე მიმართულების ჰიბრიდების მისაღებად.

სუსექსი, ჯიში

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: ქართული ყელტიტველა ქათამი

თქვენი რეკლამა