ქათმის ფერმის კრიტერიუმები იაფი აგროსესხისთვის

1053 Views Comment Off

„შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტი ითვალისწინებს, საფინანსო ინსტიტუტების, მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე, დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას სააგენტოს მიერ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს, სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, ბენეფიციართან თანადაფინანსების შეთანხმების საფუძველზე.

მეფრინველეობის ფერმის (ქათმის ფერმის) შემთხვევაში სესხის გაცემა უნდა მოხდეს „ფერმის კრიტერიუმების“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც შეიმუშავა სააგენტომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად.

მეფრინველეობის ფერმის* მშენებლობის შემთხვევაში ფერმა უნდა აკმაყოფილებდეს არანაკლებ შემდეგ კრიტერიუმებს

  • მეხორცული მიმართულების — ფრინველის გამოზრდის შემთხვევაში ერთი დღის ასაკიდან ექსპლოატაციის ბოლომდე (34-37 დღე) 1 მ2 იატაკის ფართობზე უნდა დაისვას 17-18 ფრთა ფრინველი;
  • ფერმის შენობის ფართობი 10 000 ფრთა ფრინველის გამოსაზრდელად საჭიროა 600 მ ამ შენობაში განთავსდება მომვლელების ოთახი — 15 მ2, საკვების შესანახი ოთახი — 15 მ2 და სანიტარული კვანძი — 15 მ2;
  • მეკვერცხული მიმართულების ფრინველის შენახვა სასურსათო კვერცხის წარმოებისათვის უნდა მოხდეს გალიური წესით. 1 მ2 იატაკის ფართობზე უნდა განთავსდეს 18 ფრთა კვერცხმდებელი (სამ იარუსიანი გალიური დანადგარის შემთხვევაში);
  • 5000 ფრთა კვერცხმდებელის შენახვა შესაძლებელია 340 მ2 ფართობის მქონე საფრინველეში. ამ შენობაში განთავსდება მომვლელის და კვერცხის შესანახი ოთახი — 15 მ2, საკვების შესანახი ოთახი — 15 მ2 და სანიტარული კვანძი — 15 მ2;
  • ფრინველი გამოზრდისათვის ფერმა უნდა იყოს უზრუნველყოფილი განათების რეჟიმით;
  • საფრინველის შენობები ერთმანეთისგან დაშორებულ უნდა იყოს მინიმუმ 30 მეტრით;
  • როგორც მეხორცული, ასევე მეკვერცხული ფრინველების საფრინველეებში დამონტაჟებული უნდა იყოს საკვების დამრიგებელი და დაწყურვების ავტომატური ხაზები;
  • დანადგარების საწყობი და სარემონტო შენობა შესაძლებელია იყოს 50 მ2 ფართობის. აუცილებელია დაშორებული იყოს საფრინველის შენობებიდან არანაკლები 50 მ-ისა;
  • ფერმის შენობა მთლიანად უნდა იყოს შემოღობილი. გზიდან დაშორებული უნდა იყოს 150-200 მ-ით;
  • ფერმის შესასვლელში აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს სადეზინფექციო ბარიერი, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ასევე ავტომანქანებისთვის;
  • ფერმის შენობის ფართი უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ამონაწერში;
  • ფერმა უნდა იყოს მსესხებლის საკუთრება ან უნდა ჰქონდეს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის დასრულების ვადა უნდა აღემატებოდეს სესხის გრაფიკით განსაზღვრულ ვადას.

*მეფრინველეობის ფერმაში იგულისხმება ქათმის ფერმა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო /საიტი apma.ge/.

იხილეთ აგრეთვე: ჯიშების ჩამონათვალი და ფერმის კრიტერიუმები იაფი აგროსესხისთვის

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB