ფრინველის ჭირი-მწვავედ მიმდინარე ვირუსული დაავადება

410 Views

ფრინველის ჭირი შინაური და გარეული ფრინველის მწვავედ მიმდინარე ვირუსული დაავადებაა

დაავადების აღმძვრელი ფრინველში შეიძლება მოხვდეს საკვებით, წყლით, ჰაერით, დაავადების დროს ფრინველს აღენიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, მოძრაობის ორიენტაციის დარღვევა.

დაავადებული ფრინველის უმეტესობას გაფართოებული აქვს ჩიჩახვი, პირის ღრუდან აღენიშნებათ მყრალი სუნის სითხის დენა, ფრინველი სუნთქავს ღია ნისკარტით, აცემინებს, ცდილობს გათავისუფლდეს სასუნთქ გზებში დაგროვილი ექსუდატებისგან.
ნერვიული მოვლენები ვლინდება პარეზებით და დამბლის ნიშნებით-კისერი გამრუდებული აქვს, ფრთები დაშვებული, ვითარდება უძრაობა.
ფრინველი წონაში ჩამორჩება, წყდება კვერცხმდებლობა, ბუმბული აბურძგლული აქვს, ეტანება სიმყუდროვეს, სიბნელეს და განცალკევებას, ბიბილო თანდათან ლურჯდება და ბოლოს შავდება.
ფეკალიები თხიერი, მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.ვირუსი გამძლეა დაბალი ტემპერატურის მიმართ, ოც გრადუს სითბოში ვირუსი ორი წელი ძლებს. 65-70 გრადუს ცელსიუსზე ვირუსი 30 წუთში ნადგურდება. მზის პირდაპირი სხივები 40 საათში აუვნებლებს.

დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფრინველის დროული ვაქცინაცია.
მოსახლეობა ფრინველის ასაცრელად მშრალ ვირუს ჰაშ ვაქცინას იყენებს, რომლითაც იცრება მოზარდი ფრინველი, ვაქცინა 48 საათში აქტიურდება და ერთი წელი ძლებს. ასევე ვირუსის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საქათმის დეზინფექცია.ფრინველის ჭირით დავადებული ფრინველი მკურნალობას არ ექვემდებარება და აუცილებლად უნდა იქნეს ლიკვიდირებული.

[ოთარ აწყურელი]
მეურნე

2Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB