პეკინური იხვის სრულფასოვანი კომბინირებული საკვების რეცეპტები

2993 Views

საზრდო ნივთიერებების კონცენტრაციის ნორმებს იხვისათვის ადგენენ ასაკის მიხედვით. 1-8 კვირის ასაკის ჭუჭულის ულუფაში ნედლმა უჯრედანამ უნდა შეადგინოს არა უმეტეს 6%-ისა, ხოლო სარემონტო მოზარდის და მოზრდილი იხვისათვის – 7-10%.

ჭუჭულს კვებავენ გრანულირებული კომბინირებული საკვებით. 1-დან 30 კვირის ასაკში გრანულის დიამეტრი უნდა იყოს 2-3 მმ (4 მმ სიგრძის). 21-დღიდან გამოზრდის შემდგომი მთლიანი პერიოდისათვის, გრანულის ზომა დიამეტრის მიხედვით უნდა გადიდდეს 5-6 მმ-მდე და სიგრძით – 8-10 მმ-მდე.

aspace_ge-bitstream-1234-6553-1

aspace_ge-bitstream-1234-6553-2

გრანულირებული საკვებით ფრინველის კვების შემთხვევაში, იხვი აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხრეშით. ხრეშის კუნთოვან კუჭში ყოფნის ხანგრძლივობა დაახლოებით 7-10 დღეა.

100 ფრთისათვის ერთი კვირით საკმარისია 1 კგ გრანიტის ფხვნილი ან კვარციტი. პირველი ასაკის ჭუჭულისათვის ხრეშის ნაწილაკების ზომა უნდა იყოს 1-3 მმ, მეორე ასაკის – 4-5 მმ, მოზრდილი ჭუჭულისათვის – 10 მმ-მდე.

ხრეში მუდმივად უნდა იმყოფებოდეს სპეციალურ საკვებურში. მისი უქონლობის შემთხვევაში,  იხვის ულუფის საზრდო ნივთიერებების მონელების კოეფიციენტი ეცემა 5-8%-ით.

სამრეწველო მეიხვეობის მეურნეობის პირობებში, როგორც მოზრდილ იხვებს ისე მოზარდს კვებავენ ავტომატური საკვებურიდან სრულფასოვანი საკვებით, რომლებიც იმავდროულად უზრუნველყოფილნი არიან ახალი წყლით და ხრეშით.

ავტორთა ჯგუფი: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე /კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.

იხილეთ აგრეთვე: ინდაურის და მისი ჭუკის სრულფასოვანი კვება

78Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB