ნიკოტინმჟავას (PP ვიტამინის) უკმარისობა ფრინველებში, სიმპტომები და მკურნალობა

330 Views Comment Off

ნიკოტინმჟავას უკამრისობით ავადდებიან ძირითადად წიწილები და ჭუკები.დაავადების შემთხვევაში ფრინველებს აღინიშნება ზრდის შენელება, ბუმბულის აბურძგვნა

საკვებ ულუფაში ნიკოტინმჟავას (PP ვიტამინის) უკმარისობის დროს ფრინველში ირღვევა ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაცია, იშლება სისხლის წარმოშობა და კანის ნორმალური ტროფიკა.

სიმპტომები
აღინიშნება ზრდის შენელება, კუჭ-ნაწლავების ტრაქტის ანთება, ბუმბულის აბურძგვნა, ქერცლოვანი დერმატიტი, სპედიფიკურ სიმპტომად ითლვება ენის, პირის ღრუსა და საყლაპავი მილის დასაწყისი ნაწილის ანთებითი ხასიათის დაზიანება, რომელიც ღებულობს მუქ წითელ ფერს (შავი ენა). ბევრ წიწილასა და ჭუკში გვხვდება პეროზისის მსგავსი იოგოვანი აპარატისა და საჭენებელი სახსრის მყესების მოდუნება.

მკურნალობისათვის ულუფაში შეაქვთ ნიკოტინმჟავათი მდიდარი საკვები: საფუარი, ქატო, სტაფილო, კომბოსტოს ფოთოლი, კარტოფილი, ბალახი და სხვა. სადღეღამისო მოთხოვნილება ნიკოტინმჟავაზე საშუალოდ შეადგენს 1კგ საკვებზე: მოზარდეულისთვის _20-40 მგ, მოზრდილი ქათმისა და იხვისათვის_20-25- მგ, ინდაურისათვის_30-50 მგ, ბატისთვის_100 მგ.სამკურნალო მიზნით შეიძლება შიგნით მიეცეს, ერთ ფრთა ფრინველზე 6-12 მგ ნიკოტინმჟავას პრეპარატი, დღე-ღამეში, 7-10 დღის განმავლობაში.

აპტერიოზი

აპტერიოზი ხასიათდება ცუდი შებუმბვლით ან ბუმბულის სრული უქონლობით. დაავადება გვხვდება წყლის ფრინველის მოზარდეულში, ხშირად იხვის ჭუჭულებში.

ეტიოლოგია და პათოგენეზი. ბუმბულის ზრდის პათოლოგიის მიზეზად ითვლება მოვლისა და კვების პირობების დარღვევა: ნოტიო, ვიწრო შენობაში შენახვა, არასაკმარისი განათება. სამ კვირაზე მეტ ხანს ბატარეებიან გალიებში გამოზრდა, საკვებ ულუფაში ამინომჟავების, გოგირდშემცველი ცისტინის, A, D, B, ვიტამინების უკმარობა და სხვა.

აღნიშნული მიზეზების შედეგად ფერხდება ბუმბულის ზრდა და კუდუსუნის ჯირკვლის განვითარება.

სიმპტომები. 40-60- დღის ასაკისა და მეტი ხნის იხვის ჭუჭულები ნაწილობრივ ან მთლიანად მოკლებულია ბუმბულს. ემბრიონალური ბუმბული ტყდაბა, ხოლო საფარი არ იზრდება. ჭუჭულების უმრავლესობა ტიტველია, ზოგიერთში მოჩანს ბუმბულის ჩანასახები (ბუმბულის ძირები) კანი ჰიპერემიულია, სიხლჩაქცევებით. შებუმბვლის უქონლობა ხელს უწყობს გაციებისმიერი დაავადებების განვითარებას გაციების ნიადაგზე.

ზოგიერთ ჭუჭულსა და მოზრდილ იხვში შებუმბვლა ხდება ნორმალურად, მაგრამ არ მოქმედებს კუდუსუნის ჯირკვალი. ამის შედეგად ბუმბული რჩება ცხიმწაუსმელი, ფრინვალი სველდება და იძირება (ნორმალურ პირობებში კუდუსუნის ჯირკვალი ჩვეულებრივად ვითარდება და ფუნქციონირებას იწყებს ერთი თვის ასაკში).

მკურნალობა
მკურნალობა მდგომარეობს შენახვისა და სრულფასოვანი კვების ნორმალური პირობების შექმნაში. ჭუჭულებს, საჭიროა დაენიშნოს გასეირნება წყალსაცავებში, არა უგვიანეს 25 დღის ასაკისა. წყალთან შეხება ააქტივებს ბუმბულის ზრდასა და კუდუსუნის ჯირკვლის განვითარებას. ტიტველი შეუბუმბლავი ჭუჭულები წყწლსაცავებში გაშვების დროს მე_2-3 კვირაში იფარებიან ბუმბულით.
ბუმბულის ზრდის სტიმულირებისათვის ულუფაში შეაქვთ გოგირდისა და ცისტინის შემცველი საკვები (ბუმბულისა და ჩლიქების გადამუშავების პროდუქტები, კოპტონი, შვრიის ფქვილი); კარგ პროფილაქტიკურ მოქმედებას იჩენს საკვებთან გოგირდის (0,5-1 გ, 1 კგ საკვებზე) და სასმელ წყალთან კალიუმის იოდატის მიცემა (50-80 მგ ერთ ვედრო წყალზე).

ამირან კოჩალიძე
მეურნე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB