მწყერის შენახვა, მოვლა და კვება

მწყერი, მოვლა, საკვები

მწყერი (ლათ. Coturnix coturnix) ქათმისებრთა რიგის ფრინველი. გარეული მწყერის სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი.

გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე.

ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად – მწერებით. (გამოყენებული წყარო: ვიკიპედია )

მემწყერეობის დარგის ინტენსიური განვითარება იწყება იაპონიაში მე-19 საუკუნიდან, თუმცა ისტორიული წყაროების მიხედვით იაპონიაში მე-12 საუკუნეშიც კი არსებობდა მწყერის ფერმები და მისგან წარმოებულ პროდუქტებს  მნიშვნელოვანი როლი ეკავა მოსახლეობის საკვებ რაციონში.

მემწყერეობა ხასიათდება მალმწიფად და სწრაფად ანაზღაურებად დარგად, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საკარმიდამო და ფერმერული მეურნეობების დიდ ინტერესად იქცა.

თუ უფრო ღრმად გავიაზრებთ თანამედროვე მწყერის კულტურული ჯიშები რა შესაძლებლობებს გვაძლევს, თუ როგორი მაღალი ხარისხის პროდუქტი შეიძლება მივიღოთ მისგან – ხორცისა და კვერცხის სახით აუცილებლად მეტი და მეტი ადამიანის ინტერესს დაიმსახურებს.

მსოფლიოში ცნობილი და აღიარებულია მწყერის კვერცხის დადებითი თვისებები, მისი ქიმიური შემადგენლობა მას უნიკალურ პროდუქტად აქცევს რომელსაც  ხშირად თერაპიული მიზნებისთვისაც იყენებენ. ცნობილია რომ მწყერის კვერცხის მოხმარება დადებით ზეგავლენას ახდენს: ადამიანის  ზრდისა და მეტაბოლურ სტიმულაციაზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არის სამკურნალო საშუალება კუჭნალავის ტრაქტის, ღვიძლის, გულის და  შარდ-სასქესო სისტემის, ალერგიული პროცესების როგორიც არის – ასთმა, ალერგიული რინიტი, დიათეზი და სხვა.

ხოლო რაც შეეხება მწყერის ხორცს იგი თავისი ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტს და შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და იმ შეუცვლელ ამინომჟავებს რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ფაქტია მწყერი და მისგან მიღებული ნედლეული ძვირფასი ბუნების საჩუქარია კაცობრიობისთვის რომლის წარმოება ადამიანს მარტივად შეუძლია როგორც ფერმერულ ასევე საკარმიდამო მეურნეობებში.

მემწყერეობის როგორც დარგის უპირატესობები:

• სწრაფი გამრავლება – მწყერის კვერცხის ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღეს, გამოჩეკვა სრულდება 4-5 საათში;

• მალმწიფადობა- მწყერი 40-42 დღის ასაკში იწყებს კვერცხდებას, წლიურად მწყერის მეკვერცხული მიმართულების ჯიშები დებენ 300 ცალამდე სასურსათო კვერცხს. მწყერის სიცოცხლის 55-60 დღიდან შესაძლებელია ამავე რაოდენობის საინკუბაციო კვერცხის წარმოება;

• 1 კგ მწყერის ხორცის მისაღებად საჭიროა 2-2.5 კგ კომბინირებული საკვები;

• კომპაქტურობა – ჩასმის სიმჭიდროვე 1 კვ/მ შეადგენს 80-120 ფრთას;

• დროის მოკლე პერიოდში სასურსათო ხორცის მიღება – მეხორცული მიმართულების ჯიშები 5 კვირის ასაკში აღწევენ 250-300 გრამ ცოცხალ წონას;

• მაღალრეზისტენტული ორგანიზმი – ნაკლებ ავადდება სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებით;

• მცირე საკვებმოხმარება – ზრდასრული მწყერი დღიურად მოიხმარს 30-35 გრ კომბინირებულ საკვებს. ერთი მწყერის დასაკლავ კონდიციამდე მისაყვანად საჭიროა 550-650 გრ კომბინირებული საკვები;

• მაღალი ხარისხის საინკუბაციო კვერცხი – მწყერის საინკუბაციო კვერცხის განაყოფიერების მაჩვენებელი 90%-ია.

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა აქტიურმა სელექციურმა სამუშაოებმა დღესდღეისობით მოგვცა მაღალ პროდუქტიული მწყერის კულტურული ჯიშები მეხორცული,მეკვერცხული თუ კომბინირებული მიმართულებით.

მსოფლიოში გავრცელებულია მწყერის ისეთი ჯიშები როგორიცაა: ტეხასური, იაპონური, მანჯურიული, ფარაონი, ესტონური და სხვა. მათი მიმართულებისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცხრილი 1.

ცხრილი 1.

მწყერი, კვება, საკვები

მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღებად, აუცილებელია იმ ზოოტექნიკური ნორმების დაცვა რომელიც განსაზღვრული აქვს მწყერს პროდუქტიულობისა და ასაკის მიხედვით.

გასათვალისწინებელია: ჩასმის სიმჭიდროვე, დაწყურების ფრონტი, კვების ფრონტი, ტემპერატურა,შეფარდებითი ტენიანობა,განათების დრო და ინტენსიობა, ჰაერის ხარისხი, წყლისა და საკვების ხარისხი, სქესთან შეფარდება და ა.შ. იხილეთ აღნიშნული ზოოტექნიკური პარამეტრები მეორე და მესამე ცხრილებში.

ცხრილი 2.
მწყერის ზოოტექნიკური ნორმები

მწყერი, მოვ;ა, საკვები

ცხრილი 3.
მწყერის ტემპერატურული რეჟიმები ფერმაში

მწყერი, კვება, საკვები

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ გთავაზობთ მეხორცული და მეკვერცხული მწყერის მზა კომბინირებულ საკვებს, რომელიც შემუშავებულია მწყერის გამოსაკვებად გამოზრდისა და პროდუქტიულობის ყველა ეტაპზე.

მწყერის საკვები მწყერისთვის წარმოდგენილია სამი ფაზით :

• მწყერის მზა საკვები სტარტი – 0-4 კვირა;

• მწყერის მზა საკვები გროუერ-ფინიში – მე-5 კვირიდან;

• მეკვერცხული მწყერის საკვები – კვერცხდების პერიოდში.

რატომ უნდა ვკვებოთ მწყერი ნუტრიმაქსის კომბინირებული საკვებით ?

მწყერის საკვების მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი უნიკალური შემადგენლობით უზრუნველყოფს ფრინველის მაქსიმალურ წონამატს, გამოზრდის სრულ ეტაპზე.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ ,,ნუტრიმაქსი“.

დამატებითი კითხვებისთვის ან კომბინირებული საკვების შესაძენად გადადით ბმულზე (დაკლიკეთ):  https://nutrimax.ge/

თქვენი რეკლამა