მწყერი-მწყერის მოშენების პრაქტიკული ცნობარი ფერმერებისთვის

4387 Views Comment Off

მიწის მწყერი და მისი დანიშნულება

ცხრა საუკუნეზე მეტი დასჭირდა მსოფლიოს, რომ გაეცნო ისეთი ყოველმხრივ საინტერესო ფრინველი, როგორიც მწყერია. დეკორატიული მიზნებისთვის მოშინაურებულმა მწყერმა მოგვიანებით მრავალმხრივი გამოყენება ჰპოვა.

დღეს ის ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა მემწყერეობამ ინტენსიური განვითარება მაინც თავის სამშობლოში – იაპონიაში ჰპოვა. სამრეწველო მემწყერეობა განვითარებულია ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, ინგლისში, აშშ–ში, პოლონეთში, ბულგარეთში, რუსეთში და სხვა.

მისი ნაირსახეობიდან აღსანიშნავია იაპონური, ჩინური, კალიფორნიული, ვირჯინიული, მანჯურიული ოქროსფერა, სმოკინგიანი.

მწყერი ქათმისებრი ყველაზემცირე ზომის ფრინველია, რომელიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო წარმოებაში. მისი ცოცხალი წონასულ რაღაც 100–130 გრამია, ხოლო კვერცხის მასა 12–18 გრამი. ჩვეულებრივ (გარეული) მწყერს გარედან მოყვითალო–წაბლისფერი ბუმბული ფარავს მუქი და ბაცი სიჭრელით, მუცელი კი მოყვითალო–თეთრი ფერისაა.

მწყერი თვის განმავლობაში საშუალოდ 20-25 მოყავისფრო, შავ–ყავისფერკოპპლებიან კვერცხს დებს. ბუდობას გაზაფხულზე, აპრილ–მაისის თვეში იწყებს. კვერცხზე მხოლოდ დედალი ზის და ჩეკას ბოლო კვერცხის დადებიდან 16–17 დღის შემდეგ იწყებს.

მამალი არავითარ მონაწილეობას არ იღებს არც გამოჩეკვაში და არც მოზარდის გამოზრდაში. კვერცხებიდან ლაპი ხშირ ღინღლიანი საფარველით იჩეკება დაროგორც კი მოშრებიან, უმალ ტოვებენ ბუდეს.

ლაპის მასა საშუალოდ 5.5 გრამს შეადგენს. იგი ძალიან სწრაფად იზრდება და 35–40 დღის ასაკში ზრდასრული ფრინველის მასას აღწევს. მწყერზე მოთხოვნა დღითი–დღე იზრდება.

ეს განპირობებულია მისგან მიღებული პროდუქციის უნიკალურობით. დიეტური თვისებებით გამორჩეული მწყერის ხორცი ცვრიანი, არომატული და ნაზია.

ხასიათდება მაღალი საგემოვნო თვისებებით და იგი გარეული ფრინველის ხორცს უახლოვდება.
საყუათო ნივთიერებები მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ქათამში.

1გრ მწყერის კვერცხში 2.3–ჯერ მეტია: ვიტამინი A, 2.8– ჯერ ვიტამინ B1 და 2.2 B2 –ის შემცველობა.

ხუთი მწყერის კვერცხი, რომელიც მასით ერთ ქათმისას უტოლდება – ფოსფორისა და კალციუმის დონით 5–ჯერ, ხოლო რკინისათი კი 4.5–ჯერ აღემატება ამ უკანასკნელს.

ჩეკვისა და ზრდის პერიოდი

მწყერი კვერცხდებას ძალიან ადრეულ ასაკში (35–40 დღიანი) იწყებს, როცა მისი ცოცხალი მასა 100 გრამამდე აღწევს. კვერცხის დადების შემდეგ ფრინველი 1–2 დღით ისვენებს. წელიწადში მწყერი 250–300 მდე კვერცხს დებს. კვერცხის დებას იწყებს შუადღის შემდეგ ან გვიან საღამოს. კვერცხების დების შორის შუალედი 30 საათია.

კვერცხის განაყოფიერება შეადგენს 70–85%–ს, გამოჩეკვის პროცენტული მაჩვენებელი ინკუბატორში საკმაოდ მაღალია – 80–90%. მწყერის ჩოჩორი მე–17–18 დღეში იჩეკება და ჩეკვის პროცესი 4–5 საათში მთავრდება.

მოზარდის შენარჩუნების პროცენტული მაჩვენებელი გამოზრდისას პირველ თვეს 90–95%–ია, მეორე თვეს კი98%. მწყერს გალიაში 10 წლამდე შეუძლია იცოცხლოს.

ამ ფრინველს ჩვეულებრივ ოჯახებად ინახავენ – მამალს და რამოდენიმე დედალს. შემოდგომით მწყერი ძალიან სუქდება. გარეული მწყერისაგან განსხვავებით მუქი მწყერი თავს არიდებს რა მაღალ ბალახს, უპირატესობას ტენიან მდელოებს ანიჭებს.

გაზაფხულობით ის გვხვდება ძალიან ნესტიან და დაჭაობებულ მდელოებზე. სიცოცხლის პირველ დღეებში მწყერი იკვებება წვრილი მწერებით, მატლებით და უხერხემლოებით, მცენარეების ფოთლებითა და ყლორტებით, ასევე მარცვლოვნებით.

როგორ დავიწყოთ საქმიანობა?

მწყერის მოშენება არ მოითხოვს შრომატევად სამუშაოებისა და ფულადი სახსრების ჩადების აუცილებლობას. თავიდანვე მიზანშეწონილია დავიწყოთ ეს ბიზნეს საქმიანობა 300–მდე მოზრდილი მწყერის შეძენით (250 მდედრი და 50 მამალი).

სახლის პირობებში შესაძლებელია დამზადდეს რამდენიმე იარუსიანი გალია, რომელიც დაიდგმება მისთვის გამოყოფილ ადგილას, რომელიც დაცული უნდა იყოს სიცივისაგან.

მწყერის მოშენება ბიზნესის თვალსაზრისით იმითაა საინტერესო, რომ გამოზრდის საწარმოო ციკლი განისაზღვრება მოკლე პერიოდით, რის შედეგადაც საქმიანობაში ჩადებული ძირი თანხის დაბრუნება მოგებით შესაძლებელია ნახევარ წელიწადში.

ეს იმითაა განპირობებული, რომ მწყერი გამოჩეკვიდან 2–3 თვეში აღწევს ზრდასრულ ასაკს, ხოლო კვერცხდებას იწყებს 2 თვის ასაკიდან, ამიტომ ნახევარ წელიწადში შესაძლებელია ფერმერმა გაიაროს ხორცის მიღების სამი საწარმოო ციკლი და მიაღწიოს კვერცხის წარმოების უმაღლეს პიკს.

10–12 კვადრატულ მეტრში შესაძლებელია განთავსდეს 1000–მდე მწყერი. გალიაში უნდა გვქონდეს 18–22 გრადუსი სითბო, რომელიც არ უნდა იცვლებოდეს; აუცილებელია შესაბამისი ტენიანობა; ოთახი, სადაც იქნება მოთავსებული გალიები – ხშირად უნდა ნიავდებოდეს. არ უნდა დავუშვათ ხმაური, ვინაიდან სტრესულმა მდგომარეობამ შესაძლებელია მიატოვებინოს მწყერს კვერცხდება.

გალიები უნდა გვქონდეს ცალკე ახალ გამოჩეკილებისთვის, მოზრდილებისთვის და ცალკე ადგილი საინკუბაციოდ. ერთ–ერთ მთავარ საკითხს მწყერის მოშენებისას წარმოადგენს მისი კვება.

მოზრდილი მწყერი დღეში იკვებება 30–35 გრამით. მაგალითისთვის, რაციონი შეიძლება ასე შევადგინოთ: დაფქვილი სიმინდი 30% დახორბალი 35%, იქვე შეიძლება დავამატოთ თევზის ფქვილი, ცარცი და პრემიქსი.

უკეთესია შეძენილ იქნეს სპეცკომბინირებული საკვები, რომელსაც გამოჩეკის დღიდან ვაძლევთ 25–28 დღის პერიოდით. ასეთი საკვები შეიცავს პროტეინებს, ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. გამოჩეკვიდან ორი კვირის შემდეგ მწყერი აღწევს დასაკლავ მასას (300გრ). ამ პერიოდში მეურნე თითოეულ ფრთაზე მიაწვდის 320–გრ–მდე საკვებს, ანუდღეში 22გრამი, რაც საშუალოდ 0,33 ლარია (1კგ–1,1ლარი).

გარდა საკვებისა, მათ გამოზრდაზე დანახარჯია გათბობის, განათების, მუშა ხელი და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი.

მთლიანობაში ფერმერს ერთი ფრთის გამოზრდა დაუჯდება 1,80ლარი, სადაც თითოეული ფრთიდან მოგება შეადგენს 0,70 ლარი (დაკლულის სარეალიზაციო ფასი2,50ლ.).

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი

 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB