მწყერი — ჯიშები, პოპულაციები და სხვადასხვა ხაზები

1063 Views

ზრდის მაღალი სისწრაფე, მალმწიფადობა და მოკლე საინკუბაციო პერიოდი საშუალებას იძლევა მწყერის გამოყენებისა სასელექციო მუშაობაში. ამით აიხსნება მწყერის სხვადასხვა ხაზების, პოპულაციების და ჯიშების მრავალფეროვნება.

იაპონური მწყერის ყველა არსებული ჯიშები და ხაზები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პროდუქტიული თვისებებით, ბუმბულის ფერით, ნაჭუჭის შეფერილობით და, აგრეთვე, ქცევით.

არსებობს მწყერის ხაზები, რომელთა სელექცია ჩატარდა ცოცხალი მასის, განსაზღვრული დაავადებებისადმი მდგრადობის, ადრემწიფადობის, ქცევითი რეაქციების და ფიზიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით.

მსოფლიოში ითვლიან დაახლოებით 34 ხაზს სხვადასხვა მუტაციებით. ასეთ მუტაციებს მიეკუთვნება: კვერცხის ნაჭუჭის თეთრი შეფერილობა; ბუმბულის სხვადასხვა შეფერილობა _ თეთრი, ყავისფერი, ყვითელი, არასრული ალბინიზმი; წითელთავიანი; მარმარილოსებური და ჩონჩხის მუტაცია (დაგრძელებული ნისკარტი) და სხვა.

მწყერი, ჯიშები

არსებობს მწყერის ისეთი ჯიშები, როგორიცაა: ინგლისური თეთრი, ინგლისური შავი, ავსტრალიური ყვითელ-ყავისფერები, მანჯურიული ოქროსფერები, სმოკინგიანები, იაპონური, ფარაონი, ჩინური, ვირგინიული, კალიფორნიული, ამერიკული ალბინოსი, ინდური, შავმკერდიანი, ესტონური და სხვა.

ინგლისურ თეთრ მწყერს გააჩნია თეთრი შებუმბვლა, მუქი თვალები. დედლების ცოცხალი მასაა დაახლოებით 142 გ, კვერცხმდებლობა _ 280 ცალი წელიწადში. ინგლისური შავი მწყერი მიღებულია იაპონური მწყერისაგან მუტაციით. ისინი მასით აღემატებიან იაპონურ მწყერს (5-7%), მაგრამ ჩამორჩებიან მას ზრდის სისწრაფით და კვერცხმდებლობით.

მწყერი, ჯიშები

მანჯურიულ ოქროსფერებს გააჩნიათ ბუმბულის შერეული შეფერილობა. ბუმბულის შეფერილობა იცვლება ყვითლიდან ყავისფერამდე. ამ ფერთა შეხამება ქმნის ოქროსფერის შთაბეჭდილებას. დედლების ცოცხალი მასაა 136 გ, კვერცხმდებლობა _ 290 ცალი.

მწყერი, ჯიშები

სმოკინგიან მწყერს გააჩნია ყავისფერი ზურგი და ფრთები, მკერდი თეთრი. ასეთი სახის მწყერი მიიღება ინგლისური თეთრის და შავის შეჯვარებით. დედლების ცოცხალი მასა _ 142 გ, კვერცხმდებლობა _ 280 ცალი.

მწყერი, ჯიშები

იაპონური მწყერის შეფერილობა ისეთივეა, როგორიც გარეულის. მამლების ცოცხალი მასაა 115-120 გ, ზოგჯერ _ 130 გ. დედლები საშუალოდ იწონიან 138 გ. ცალკეულ შემთხვევაში _ 150 გ, კვერცხმდებლობა _ 300 ცალი წელიწადში. იაპონური შინაური მწყერის მასა 30%-ით აღემატება გარეული მწყერისას, ხოლო კვერცხის მასა 46%-ით.

მწყერი, ჯიშები

ფარაონის ჯიშის მწყერის შეფერილობა ისეთივეა, როგორიც იაპონურის. ცოცხალი მასა დედლებისა შეადგენს 235 გ-ს და მერყეობს 160-დან 310 გ-მდე. მამლების _ 160-დან 265 გ-მდე, კვერცხმდებლობა _ 220 ცალი წელიწადში.

მწყერი, ჯიშები

ესტონური ჯიშის მწყერის დედლების ცოცხალი მასაა 190-200 გ, მამლების _ 160-170 გ, კვერცხმდებლობა წელიწადში _ 315 ცალი, კვერცხმდებლობის ინტენსივობა _ 86%, ხოლო კვერცხის მასის გამოსავლიანობა ერთ კვერცხმდებელზე შეადგენს 3,8 კგ-ს. პირველი კვერცხისდების ასაკი 47 დღეა.

ჩინური მწყერი ძალიან ლამაზი შფერილობისაა, მას აშენებენ როგორც დეკორატიულ ფრინველს. ვირგინიული მწყერიც არაჩვეულებრივად ლამაზი შეფერილობისაა და მასაც ჩინური მწყერის მსგავსად დეკორატიული მიზნებისათვის აშენებენ.

მწყერი, ჯიშები

კალიფორნიული მწყერი ქოჩრიანი მწყერების ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, იგი გამოირჩევა თავისი ლამაზი შეფერილობით.

მწყერი, ჯიშები

იაპონური, მანჯურიული, მარმარილოსებური, ინგლისური თეთრი, ინგლისური შავი, სმოკინგიანი, ავსტრალიური ყვითელ-ყავისფერი მეკვერცხული მიმართულებისაა. ესტონური მწყერი კომბინირებული მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულებისაა. ფარაონი, ამერიკული ალბინოსი და ვირჯინიულის ერთ-ერთი სახეობა მეხორცული მიმართულებისაა.

შემდგენელი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის მოადგილე.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ბაღების თანადაფინანსება — კულტურები, რეგიონები, პირობები
1207 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების დამოუკიდებელი კომპონენტია: ბაღების კომპონენტი. ბაღების კომპონენტი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1482 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB