ბროილერის ქათმის გამოზრდის პრაქტიკული სახელმძღვანელო

ბროილერი, ქათამი

ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი პირობებია: ინკუბაცია, ვეტერინარული სამუშაოები, კვება, შენობის მომზადება და სხვა.

სიტყვა ბროილერი ინგლიური წარმოშობისაა და ნიშნავს ცეცხლზე შეწვას, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბროილერების წარმოება დაიწყეს 1954-56 წლებში. აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, იაპონიაში საბროილერე მრეწველობამ ისეთი განვითარება ჰპოვა, რომ ქათმის ხორცი დელიკატესიდან გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე იაფ პროდუქტად.

თანამედროვე ბროილერი წარმოადგენს სახორცე ჯიშის წიწილების ჰიბრიდს, რომელთაც სპეციალურად ზრდიან 7-10 კვირამდე. უმეტეს შემთხვევაში ჰიბრიდისთვის სამამლე ფორმად იღებენ კორნიშის ჯიშის მამალს, ხოლო სადედედ – თეთრ პლიმუტროკს.

არსებობს ბროილერების მრავალი კროსი (გარკვეული სქემებით შეჯვარებით მიღებული ხაზები/აგროკავკასია). ფართოდ გავრცელებული იმპორტული კროსებია: ევრიბიდი, კობბ-500, არბორ-აიკრეს, რომელთაც ახასიათებთ ზრდისა და განვითარების მაღალი მაჩვენებლები.

გახსოვდეთ ბროილერი არის ფინალური ჰიბრიდი, რომელთაც კვებავენ 42-56 დღეს. ამ დროისთვის წიწილების ხორცი არის ნაზი, მსუყე, მათში გროვდება ყველაზე მეტი ცილა. მეტხანს კვება არაეფექტურია, ხორცი უხეშდება, წონამატი კლებულობს, იხარჯება ზედმეტი საკვები.

აღსანიშნავია ისიც, რომ არ შეიძლება ბროილერის შენახვა მისგან კვერცხის და შემდეგ წიწილის მიღების მიზნით. ბროილერის კვერცხიდან მიღებულ წიწილებს, არ გადაეცემათ მშობლების ნიშან თვისეებები.

ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი პირობები:

  • ინკუბაცია (კვერცხის ზომა, გამოჩეკვის %, ტექნოლოგიური პარამეტრები.);
  • წიწილების ადილამდე მიყვანის სისწრაფე;
  • შენობის მომზადება;
  • შენახვის პირობები (გალიის, იატაკის, ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე);
  • შენობაში საჭირო მიკროკლიმატის უზრუნველყოფა;
  • კვება;
  • ვეტერინალური სამუშაოები;

ბროილერი წიწილების სასტარტო პერიოდში გამოზრდის თავისებურებანი (0-14 დღე) წიწილების მიღებისთანავე გულდასმით დაათვალიერეთ. მათ უნდა ჰქონდეთ მუქი თვალები, ბუმბული ფუნფულა, არ უნდა გააჩნდეთ გენეტიკური დეფექტები.

წიწილების მიღებამდე შენობას უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია და გათბეს 340C -მდე. შენობა წიწილებისათვის უნდა მოეფინოს მუყაოთი, თუ მუყაო არ არის შეიძლება გამოიყენოთ რამდენიმე ფენა გაზეთი, უკეთესია გოფრირებული ქაღალდი მასზე უკეთ ჩერდება საკვები და წიწილებიც უკეთ მოძრაობენ.

საფენი ქაღალდი უნდა შეიცვალოს 7-10 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძლიერ დაბინძურდება ნაკელით. დაბინძურებულ ქაღალდზე წიწილებს უჭირთ მოძრაობა, ასევე შეიძლება მათ დაიზიანონ თითები საიდანაც შეახწევს ბაქტერიები, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს წონამატის კლება.

კიდევ ერთი თავისებურება. სანამ წიწილებს მიეცემათ საჭმელი, მათ უნდა დალიონ წყალი. წიწილებ ჩასმის შემდეგ საჭმელი უნდა მიეცეს ორი საათის შემდეგ, რათა წიწილებმა მოასწრონ წყლის დალევა.

წიწილების მიღების შემდეგ ისინი უნდა უზრუნველყოთ წყლით. საკვები უნდა მიეცეს ორი საათის გასვლის შემდეგ არა მარტო ლანგრზე, არამედ ქაღალდზეც (საფენზე) მობნევით რათა სუსტმა წიწილებმაც დაიწყონ კენკვა, კენკვის რეფლექსი მათში გენეტიკურია.

წყლის პირველი ულუფა უნდა იყოს დატკბილული შაქრით ან გლუკოზით. (1 სუფრის კოვზი ლიტრ წყალზე). მეორე ულუფა უნდა იყოს ასკორბინის მჟავით ან ვიტამინ ც- თი (ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა, ოდნავ მომჟაო გემოს ხსნარი), ეს ყოველივე გამოიწვეს წიწილებში შიმშილს. ანუ, სანამ წიწილები სვავენ წყლის პირველ ულუფას, გადის ორი საათი, საჭმლის მიცემის მომენტში ეძლევათ წყალი ასკორბინის მჟავით. ეს დადებითად მოქმედებს ცხოველებზე.

თუ წიწილებმა გადაიტანეს ხანგრძლივი მგზავრობა, ისინი იჭყუმპალავებენ წყალში და დასველდებიან, ამის თავიდან ასაცილებლად წიწილები უნდა მივწი-მოვწიოთ ხელით. თუ მაინც დასველდენ ნუ დასვავთ ნათურის ქვეშ და ნუ შეფუთავთ, უმჯობესია გულმოდგინედ გაამშრალოთ საფენით და გაუშვათ დანარჩენებთან. ისინი ერთმანეთს გაათბობენ და გააშრობენ.

ნიპელის ან ჯამისებრი სარწყულებლის გამოყენებისას აუცილებელია წყლის მიწოდების დარეგულირება. ჯამები ყენდება წიწილის თვალის დონეზე, ხოლო ნიპელის სარწყულებელი — ზურგის დონეზე.

წიწილების ზრდასთან ერთად სარწყულებლის სიმაღლე უნდა არეგულიროთ. გახსოვდეთ, შენობა უნდა იყოს ნათელი, რათა ჩანდეს წყლის ანარეკლი. ყოველ ნიპეზე უნდა მოდიოდეს 20-22 წიწილი. უმჯობესია ყველა ფრინველის მიღება მოხდეს ერთ დღეს, თუმცა ერთი-ორი დღეც არაა პრობლემა.

რაციონში ვიტამინების დისბალანსის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს რაქიტი, პროფილაქტიკისათვის თვალყური უნდა ედევნოს მკერდის ძვლის ან კილის მდგომარეობას, მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი, საჭიროა რაციონში ვიტამინების დაბალანსირება. გალიაში შენახვისას შეიძლება ფრინველი დაეცეს ფეხებიდან, ეს არ ნიშნავს რაქიტს, შეიძლება იყოს ელემენტარული ”გალიის დაღლილობა”.

ეს განკურნებადია თუ წიწილს გაუშვებთ ცოტა ხნით მყარ საგებზე და საკვებში აურევთ ანტისტრესულ პრემიქს. (ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები). სიცოცხლის პირველ დღეებში ყურადღება უნდა მიექცე ბუმბულის საფარს.

თუ ბუმბული ვითარდება არათანაბრად (დიდი ფრთები ჩამოკიდებულია იატაკამდე) და ბუმბულიც არაა ტანზე თანაბრად მიმჯდარი, ზღარბივითაა აბურძგნული ყველა მიმართულებით, მაშინ ყურადღება უნდა მიექცეს გოგირდ-შემცველი ამინომჟავების ბალანს (მეთიონინი, ცისთინი).

თუ შეიმჩნევა ფრინველის მიერ ერთმანეთის კორტვნა, უნდა მიექცეს ყურადღება ტანის რა ნაწილს კორტნიან, რადგან შარდმჟავა დიათეზის დროსაც აღინიშნება კორტვნა. ამის მიზეზია კლოაკიდან თეთრი ბუშტოვანი სითხის გა-მოყოფა რომალსაც წიწილები აღიქვამენ როგორც საკვებს. აგრეთვე კორტნიან ნებისმიერ გაწითლებულ უბანს კანზე.

თუ ფრინველი აძრობს და ჭამს ბუმბულს, ხოლო შემდეგ კორტნის მაგ ადგილს, მაშინ რაციონი განიცდის ცილების ნაკლე-ბობას. კორტნა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა სინათლემ ან მინერალური ნივ-თიერებების ნაკლებობამ ორგანიზმში. ასეთ შემთხვევაში ამცირებენ სინათლეს ან აძლევენ წყალში ერთჯერადად მარილს.

ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებულ ფრინველს უნდა გაუკეთდეს იზოლირება, დაზიანებული ადგილები დამუშავდე კუპრით. კუპრი აბრთხობს აგრესიულ ეგზემპლარებს.

წიწილების გამოზრდიას ყურადღება უნდა მიექცეს ოსციტის (მუცლის წყალ-მანკის) პროფილაქტიკას. ოსციტი ჩნდება ენერგო — პროტეინული შეფარდების დარღვევისას. პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ სრულად ბალანსირებული რაციონები.

ზოგადი მოთხოვნები შენობისათვის

შენობები მოზარდისთვის შეიძლება იყოს მრავალნაირი დაწყებული — ძველი რეკონსტრუირებულიდან დამთავრებული ახლებით, მთავარია ისინი აკმაყოფი-ლებდენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საკმარისი ადგილი ფრინველის საკვებად და სარწყულებლად;
  • მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ტენი, საჰაერო გარემო, თერმოიზოლაცია და ა.შ.) შენობაში უნდა აკმაყოფილებდეს ფრინველის შენახვის მოთხოვნებს;
  • განათების მოწყობილება უნდა უზრუნველყოფდეს შენობის თანაბარ განათებას;
  • წიწილების მიღებამდე მიმდებარე ტერიტორიას და ინვენტარს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია

ეკონომიკურად უფრო მომგებიანია ფრინველის გალიაში შენახვა, მაგრამ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფრინველის იატაკზე, საფენზე შენახვა და შემდეგი პირობების დაცვა:

  • საფენი მასალა უნდა დაეფინოს საფრინველის სრულად გაშრობის შემდეგ, იგი უნდა იყოს სუფთა და ობის გარეშე;
  • საფენი უნდა დაეფინოს თანაბრად 5 სმ სისქეზე;
  • საფენის არათანაბრდ გაშლა ხელს უშლის ფრინველებს საკვებთან და წყალთან მისვლაში.

საფენად ვარგისი მასალები:

  • ბურბუშელა;
  • ნამჯა;
  • ნახერხი;
  • მზესუმზირის ჩენჩო;
  • დაქუცმაცებული სიმინდი ტარო;

მიკროკლიმატი შენობაში

გათბობა აუცილებელია ჩაირთოს წიწილების მიღებამდე 24 საათით ადრე, რათა შენობამ მოასწროს გათბობა. ერთდღიანი წიწილებისათვის განსაკუთრებით აუცილებელია ჰაერის ტემპერატურის უზრუნველყოფა 32-34 გრადუსის ფარგლებში და მისი სტაბილურად შენარჩუნება, რყევების მინიმუმამდე დაყვანით.

ასევე აუცილებელია ტემპერატურის თანდთანობითი შემცირება, რადგან ეს ხელს უწყობს წიწილებში თერმორეგულირების სისტემის სწრაფ ჩამოყალიბებას. ძლიერ მაღალი თემპერატურა მავნებელია, რადგან ეს იწვევს ფრინველის გადაშრობას. დაბალი კი ასუსტებ წიწილებს. თუ წიწილებს მცირე ხნით მაინც შესცივდათ, დაიკლებ ზრდის ტემპი.

ჩასმის სიმჭიდროვე

ჩასმის სიმჭიდროვე არის ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფრინველის გამოზრდის რენტაბელურობისა. ფრინველის გადაჭარბებულად მჭიდროდ ჩასმისას მცირდება ზრდის ინტენსივობა, უარესდება საკვების ათვისება, იზრდება დაავადებათა რისკი, უარესდება საფენის მდგომარეობა და რთულდება ფრინველის მოვლა.

ყოველივე ეს გამოიწვევს გეგმიური წონამატის შემცირებას, დაცემის გაზრდას, საკვების გადახარჯვას ერთეულ წონამატზე და საბოლოოდ მოგების შემცირებას.

რეკომენდირებული-ჩასმის სიმჭიდროვე ერთ მეტრ კვადრატზე

wiwilwebis_casmIsimwidr_026277

ტემპერატურული რეჟიმი

მთელ შენობაში ტემპერატურა უნდა იყოს თანაბარი, დასაშვებია განსხვავება 3-4 გრადუსი. წიწილებზე დაკვირვებით შესაძლებელია განისაზღვროს მათი მოთხოვნილება ტემპერატურაზე. დაბალ ტემპერატურაზე წიწილები გროვდებიან და ცდილობენ ერთმანეთზე ასვლას. მაღალზე კი — მძიმედ სუნთქავენ, აღებენ პირს, ცდილობენ მოშორდენ გათბობის წყაროს.

რეკომენდირებულია ყოველ კვირას ტემპერატურის 20-ით შემცირება რეკომენდირებულთან შედარებით. თეთრი და ყავისფერი წიწილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ტემპერატურაზე მოთხოვნილებ. ყავისფერებს მეტი სითბო ესაჭიროებათ.

გათბობაზე ეკონომიისას შესაძლებელია საფრინველის დროებით შუაზე გადატიხვრა, სანამ წიწილები პატარები არიან. ამ დროს გასათვალისწინებელია სიხშირე, კვების და დარწყულების ფრონტი, ვენტილირების წარმადობა.

ტენიანობა

პატარა წიწილები ძალიან მომთხოვნი არიან ტენის მიმართ. გამომშრალი ჰაერი აშრობს ლორწოვან გარსს, რაც იწვევს ფრინველის დაავადებას.

წიწილის მიღების მომენტში ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს:

  • პირველი 10 დღის განმავლობაში — 70-75%;
  • შემდგომში — 50-60%.

პრაქტიკაში ტენიანობის სარეგულირებლად შემდეგ ხერხებს იყენებენ:

  • აყენებენ წყლის საფრქვევს;
  • პერიოდულად ასველებენ კედლებს ფუნჯით;
  • ვენტილირება და ნაკელის დროული გატანა;

დარწყულება

ბროილერებს ესაჭიროებათ საკმაო რაოდენობით ხარისხიანი წყალი. წყალი ფრინველს უნდა მიეწოდებოდეს შეუზღუდავათ, წყლის მიწოდების შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის ინტესივობის შეფერხება. წყლის ხარჯი იზრდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად -21 გრადუსის ზევით 6-7%-ით ყოველ ერთ გრადუსზე.

ერთდღიანი წიწილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე აუცილებელია სარწყულებლების შევსება რათა წყალმა მიიღოს შენობის ტემპერატურა, მაგრამ არა ნაკლებ 25 გრადუსისა.

განათება

როგორც წესი განათების რეჟიმი შედგება ხანგრძლივი და მოკლე (0.5-1.0 საათი) პერიოდისაგან, რომელიც აძლევს საშუალებას ფრინველს მიეჩვიოს სიბნელეს სინათლის გამორთვის შემთხვევაში. გამოზრდის პირველ პერიოდში სინათლის ინტენსივობა უნდა იყოს მაღალი, რათა წიწილებმა ადვილად მიაგნონ საკვებურები და სარწყულებლები.

პირველი 24 საათი სინათლე უნდა ენთოს მუდმივად. თეთრი წიწილებისთვის განათების ნორმაა 10 ლუქსი, ყავისფერებისთვის 40 ლუქი. იდეალურია ყავისფერებისთვის 40-50 ლუქსი. (თვალის სიმაღლეზე)

ვენტილაცია

ჰაერი საფრინველეში ითვლება ნორმალურად ტემპერატურის, მტვერის კონცენტრაციის და გაზების შესაბამისობისას ტექნოლოგიურ პირობებთან.

ვენტილაცია — ერთერთი კრიტიკული ფაქტორია ბროილერების შენახვისას და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უზრუნველყოფდეს ცხოველებს სუნთქვისათვის საჭირო რაოდენობით ჟანგბადით;
  • აშორებდეს ჭარბ სითბოს;
  • აშორებდეს ჭარბ ტენს ჰაერიდან;
  • შეამციროს მინიმუმამდე ჰაერის დაბინძურება მტვერით;
  • შეამციროს მავნე აირების კონცეტრაცია დასაშვებ ზღვრამდე;
  • გაახანგრძლივოს მოწყობილობის ეკსპლუატაციის ხანგრძლივობა;

ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაცვისას იზრდება ფრინველის ზრდის ტემპი, სიცოცხლის უნარიანობა, საკვების ათვისება.

ვენტილაცია თბილ ამინდში

დანინულებაა დაიცვას შენობა გადახურებისაგან და უზრუნველყოს კონფორ-ტული პირობები ფრინველთათვის არსებული საშუალებებით:

  • ჩასმის სიხშირის შემცირებით;
  • დაიჩრდილოს კედლები მზის სითბური დასხივების შესამცირებლად;
  • გაიზარდოს სავენტილაციო სისტემების წარმადობა;

ვენტილაცია ცივ ამინდში

დაბალი სიჩქარით მიძრაობისას ჰაერი ხვდება საფენზე, აცივებს და ანესტიანებს მას. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას წარმოიქმნება ორპირები,რომელიც უარყოფითად მოქმედებენ წიწილებზე. სითბური დანაკარგების შესამცირებლად საჭიროა შევამციროთ შენობიდან ჰაერის გაპარვა (ნახვრეტები და ნაპრალები შენობაში)

მავნე აირების კონცეტრაია შესამჩნევად აისახება ფრინველის ჯანმრთელობაზე:

  • ნახშირორჟანგი ამცირებს მადას, იწვევს ძილს, 4.5% ზევით კონცეტრაციისას იწვევს სიკვდილს, მოგუდვას;
  • ამონიუმი — ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და დაზიანებას, ადიდებს მგრძნობიარობას ბაქტერიულ დაავადებებისადმი;
  • მტვერი — აზიანებს ფილტვებს და ართულებს სუნთქვას.

კვება

საკვებურები და სარწყულებლები საჭიროა განაწილდეს თანაბრად მთელ ტერიტორიაზე რათა ყველა წიწილას ჰქონდეს მათთან მისვლის საშუალება. უშუალოდ მიღებისთანავე საჭმლის მიცემა არ შეიძლება, უნდა დავიცადოთ 2-3 საათი სანამ წიწილები არ იპოვიან სარწყულებლებს და არ დალევენ წყალს. პირველი 14 დღის განმავლობაში საკვები ეძლევათ მუყაოს ან პლასტმასის ლანგრებით, საკვების ფენა უნდა შედგენდეს 5-6 სმ-ს.

კომბინირებული საკვები უნდა იყოს კარგი ხარისხის, ღერღილი ან მსხვილად დაფქული ფქვილი. ბროილერის ასაკისდა მიხედვით იყენებენ სამი ტიპის კომბსაკვებს შემდეგი თანამიმდევრობით: წინა სასტარტეს (1-4 დღე), სასტარტეს (5-28 დღე), და საფინიშო (29-56 დღე). წინა სასტარტე კომბსაკვები არ უნდა შეიცავდენ მინერალურ დანამატებს — ცარცს, ნიჟარებს, ძვლის ფქვილს.

გრანულირებული საკვებით კვებისას ბროილერების პროდუქტიულობა მაღალია შემდეგი მიზეზებით:

  • ფრინველი მოიხმარს მეტ საკვებს და იოლად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს;
  • მცირდება საკვების დანახარჯი;
  • ფრინველებს არ აქვთ საშუალება საკვების გადარჩევისა გემოს მიხედვით და ითვისებენ სრულყოფილ საკვებს;
  • ნაკლებად ქექავენ საკვებს.

ბროილერების გამოზრდისას დანახარჯების 70% მოდის საკვებზე და დამოკიდებულია შემდეგზე:

  • კომბსაკვების ხარისხზე, ფასზე და ხელმისაწვდომობაზე;
  • საარსებო გარემოს ტემპერატურაზე;
  • სასურველ დასაკლავ წონაზე;
  • გამოზრდის ხანგრძლივობაზე.

ზოგიერთი მოთხოვნა საკვებისადმი ფრინველის კვებისას

წიწილების მოთხოვნილება პროტეინზე შეადგენს 18%. ლიზინის სარეკომენ-დაციო დოზის შემცირება არ გამოიწვევს ფრინველის სიკვდილს, მაგრამ შეამცირებს ზრდის ტემპებს.

ნებისმიერი პერიოდის რაციონის შედგენისას აუცილებლად უნდა მოხდეს ენერგიისა და ამინომჟავების ბალანსირება. თუ გამოვიყენებთ მეტიონინს და ლიზინს, მაშინ შესაძლებელია რამდენადმე შევამციროთ პროტეინის შემცველობა რაციონში.

აუცილებელია რაციონში მინერალური ნივთიერებების ჩართვა. კალციუმის სარეკომენდაციო ნორმაა 1%, ფოსფორის 0.4%, 0.35 და 0.3%. ნებისმიერ საკვებში აუცილებელია მარილი, მისი შეყვანის ნორმაა 0.2%-დან 0.3%-მდე. მა-რილი უნდა იყოს ძალიან წმინდად დაფქვული და დიდი სიზუსტით შეყვანილი რაციონში.

სიმინდი ითვლება ფრინველისათვის ყველაზე კარგ საკვებად, მას ვერ შეედრება ვერცერთი სხვა მარცვლეული. მარცვალი ძირითადად არის ენერგიის წყარო, რადგან სიმინდი შეიცავს მცირე რაოდენობის უჯრედანას ამდენად ის არის დიდი ენერგიის მომცემი.

ყვითელი სიმინდის პიგმენტი სასიამოვნო გარეგნობას აძლევს ნაკლავს და მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.

შესაძლებელია რაციონების სხვა მარცვლეულზე აგება, მაგრამ მაშინ გაიზრდება საკვების ხარჯი, რადგან არცერთი სხვა მარცვალი არ შეიცავს ამდენ ენერგიას.

იმისათვის, რომ შევადგინოთ სიმინდისგან შემდგარი რაციონების მსგავსი რაციონები , საჭიროა როგორმე ენერგიის გაზრდა. ამის მიღწევა შეიძლება ცხიმების დამატებით.

საუკეთესო ვარიანტია სიმინდის და სოიოს შროტის ნარევი, ეს საუკეთესო ინგრედიენტებია. რა თქმა უნდა მეურნეს რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით საკუთარი, იაფი რომელიმე მარცვალი დანახარჯების შემცირების მიზნით შეუძლია მათი გამოყენება. მართალია ფრინველი იზრდება რამდენადმე ნელა, მაგრამ საკვების სიააფით ხდება ამის კომპენსირება.

წყარო: meurne.sknews.ge

იხილეთ აგრეთვე: პრაქტიკული რჩევები ფრინველის საკარმიდამო პირობებში გაზრდისთვის

თქვენი რეკლამა