მეკვერცხული ფრინველის კვება

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნილება სასურსათო პროდუქტებზე და მათ შორის კვერცხზე.

სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ მაღალპროდუქტიული მეკვერცხული ფრინველების გამოყვანაზე, რომლებიც დადებენ მაღალი ხარისხის მეტ კვერცხს და ამასთან გამძლე იქნებიან სხვადასხვა გარემო პირობების მიმართ.

მაღალპროდუქტიულ მეკვერცხულ ფრინველს საქართველოშიც აქტიურად ზრდიან, ამ დროს მნიშვნელოვანია რომ სწორედ მოხდეს ფრინველის საზრდო ნივთიერებებით დაკმაყოფილება, რომელიც მას ესაჭიროება ჯანსაღი კვერცხის ფორმირებისთვის.

კვერცხმდებელი ფრინველის რაციონის ფორმულირებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ფრინველის ჯიში, ასაკი და მოთხოვნები საზრდო ნივთიერებებზე. მაღალპროდუქტიული ფრინველის საკვებში დაცული უნდა იყოს პროტეინის ენერგიის, შეუცვლელი ამინომჟავების, ვიტამინების მინერალების, მიკრო და მაკრო ელემენტების ბალანსი.

მაღალპროდუქტიული კვერცხმდებელი ქათმის საკვები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ფაზად, კერძოდ სიცოცხლის პირველი დღიდან კვერცხდების დაწყებამდე ფრინველს ეძლევა მაღალ პროტეინოვანი (22-20%) მაღალ ენერგეტიკული, (2700-2800 კკალ)  ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები, რომელიც უზრუნველყოფს მის ფიზიოლოგიურ და ანატომიურ ჩამოყალიბებას. კვერცხდების დაწყების შემდგომ ფრინველის ზრდასთან ერთად საზრდო ნივთიერებების დონე თანდათან იკლებს.

ფრინველის საკვერცხეების ჩამოყალიბების შემდეგ კვერცხდების დაწყებისას რაციონში (დაახლოებით 17 კვირის ასაკში)  აუცილებელია გაიზარდოს კალციუმის შემცველობა, რომ ფრინველმა დაიწყოს კვერცხის ფორმირება  (50 გრამიანი კვერცხის ფორმირებისთვის საჭიროა დაახლოებით 2 გრამი კალციუმი ანუ 5,5 გრ კირქვა) ფრინველის ზრდასთან ერთად საკვებმა უნდა უზრუნველყოს როგორც კვერცხის წარმოქმნა, ისე ცოცხალი მასის გადიდება და ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალური.

შესაბამისად მაღალპროდუქტიული ქათმის კვერცხდების ციკლს ყოფენ რამდენიმე ფაზად მაგალითად 19 დან 45 კვირამდე პირველი ფაზა, 46 დან 64 კვირამდე მეორე ფაზა და 65 კვირის შემდგომ მესამე ფაზა. სამივე ფაზის საკვები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ცილის, ცხიმების ნახშირწყლების  შემცველობით ასევე მინერალების ბალანსით კერძოდ (იხ. ცხრილი №1)

ფრინველი, კვება

მეკვერცხული ქათმის კვებისას უნდა გავითვალისწინოთ საკვების დღიური რაოდენობა, რადგან მაღალპროდუქტიული ფრინველისთვის რეკომენდირებულია შეზღუდული საკვების მიწოდება. ფრინველს დღიურად საკვები ეძლევა 100 დან 125 გრამამდე. ფრინველისთვის მისაწოდებელი დღიური საკვების რაოდენობა განისაზღვრება მისი მდგომარეობის და საკვების ათვისების შესაბამისად.

საკვები აუცილებელია იყოს დამზადებული მაღალი ხარისხის უვნებელი ნედლეულისგან. კონკრეტულად ნედლეულის ხარისხის დადგენის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს რა რაოდენობით შეიძლება მისი ჩართულობა რაციონში, რადგან გასათვალისწინებელია მისი მონელებადობის ხარსხი.

მეკვერცხული ქათის კვებისას საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ არა მარტო საკვებში გამოყენებულ ნედლეულზე არამედ საკვების ფრაქციაზეც. ფრინველის გამოზრდის პირველ ეტაპზე (კვერცხდების დაწყებამდე)  უნდა მოხდეს ნედლეულის წვრილად დაფქვა რათა წიწილამ ფიზიკურად ადვილად აითვისოს საკვების ნაწილაკები. ფრინველის ზრდასთან ერთად იზრდებანედლეულის ფრაქციის ზომაც.

განსაკუთრებით ყურადღება ექცევა მეკვერცხულის საკვებში არსებული კალციუმის  შემცველი ნედლეულის (კირქვა, ნიჟარა, ცარცი ..) ზომას, რადგან კვერცხის ნაჭუჭის ფორმირება ხდება დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში როცა ფრინველს ძინავს, ამიტომ საკვებიდან ათვისებული კალციუმის უნდა დაყოვნდეს ჩიჩახვში და დროთა განმავლობაში მოხდეს მისი შეთვისება, მაგალითად რაციონში კირქვის არსებობისას მისი ზომა უნდა იყოს 3-4მმ, რომ არ მოხდეს მისი ტრანზიტად გასვლა ორგანიზმიდან.

მაღალპროდუქტიული ფრინველი კვერცხის ინტენსიურად დებისას იფიტება და საჭიროებს ისეთი დამატების მიცემას, რომელიც დაეხმარება ფრინველმა აღიდგინოს ორგანიზმში არსებული, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი  ნივთიერებების ბალანსი. განსაკუთრებით წლის ცხელ პერიოდში, ძნელია ფრინველს შევუქმნათ ოპტიმალური გარემო პირობები. ამიტომ ფერმერები ცდილობენ დაეხმარონ კვერცხმდებელ ქათამს როგორც სიცხის სტრესის დაძლევაში, ასევე გააუმჯობესონ კვერცხის ნაჭუჭის ხარისხი.

სიცხისას ფრინველი არ იღებს შესაბამისი რაოდენობის საკვებს, განიცდის უმადობას და დროთა განმავლობაში ორგანიზმში დამარაგებულ ნივთიერებებს ხარჯავს, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება კვერცხის ხარისხზეც.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია „ნუტრიმაქსი“ გთავაზობთ დანამატებს NutriCool  – სიცხის სტრესის საწინააღმდეგოდდაFarm-O-San Shellboost –კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებელ საშუალებას.

NutriCool  –  შედგება პოლიფენოლებისგან, რომელიც აღწევს ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში და მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ჩვეულებრივი ანიოქსიდანტებისგან განსხვავებით როგორიც არის მაგალითად ვიტამინი E,NutriCool-ის მოქმედების არეალი უჯრედია და არა უჯრედის მემბრანა ან უჯრედშორისი სივრცე.

NutriCool – ს განსაკუთრებული შემადგენლობის გამო შეუძლია შეაღწიოს უჯრედში არსებულ როგორც წყალში ასევე ცხიმში ხსნად  სუბსტრატებში ამიტომ დანამატის გამოყენებისას უჯრედი მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი არ კარგადვ ნორმალური ფუნქციონირების უნარს.

NutriCool  გამოყენება ფრინველის საკვებში შერევით, დოზირება განისაზღვრება საფრინველეში არსებული ტემპერატურის მიხედვით.

Farm-O-San Shellboost – შეიცავს ჰიდროქსი ვიტამინ D კომპლექსს, კალციუმის კარბონატს/ბუტირატს და სხვა ორგანულ მინერალებს. სწორედ ჰიდროქსი ვიტამინი D –ს კომპლექსი აადვილებს კალციუმის აბსორბციას უნარს ფრინველის ორგანიზმში, რაც შემდგომში უზრუნველყოფს მყარი ნაჭუჭის ფორმირებას. Farm-O-San Shellboost –  გამოიყენება ფრინველების საკვებში დამატებით,  დოზირება –  2,5კგ/ტონა.

სტატია მოგვაწოდა კომპანია ნუტიმაქსმა.

„ნუტრიმაქსის“ ტექნიკურ ჯგუფთან დაკავშირების შემთხვევაში დამატებით შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია NutriCool- ის და Farm-O-San Shellboost – ის შესახებ.

ცხელი ხაზის ნომერი 2 30 53 35
საიტი: http://nutrimax.ge/

თქვენი რეკლამა