მეკვერცხული ჯიშის ფრინველის მოსაშენებლად საჭიროა საკვების დაბალანსება

1312 Views

მეკვერცხული ჯიში ფრინველის მოსაშენებლად საჭიროა საკვების დაბალანსება-მინერალურ და ვიტამინიზირებულ საკვებით. გამოჩეკვიდან 3 – 5 დღე უნდა ვკვებოთ მოხარშული კვერცით ან ახალი უცხიმო ხაჭოთი, რომელსაც უნდა შევურიოთ სიმინდის ან ხორბლის წვრილად დაფქვილი ღერღილი 1 – 3 ან 1 – 5 შეფარდებით. 5 დღის შემდეგ შეიძლება მივცეთ სიმინდის, ხორბლის და ქერის ღერღილის ნარევი.

აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცესვიტამინებით და ცილებით დაბალანსებას. აუცილებელია ადრეულ ასაკში მივაჩვიოთ მწვანე მასას 30 – 40 %-მდე, წყალი ეძლევათ ნებაზე.

ქათმის კვების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კალციუმით დაბალანსებას, რადგან ერთი ცალი კვერცხის ნაჭუჭის შესაქმნელად ქათამი ხარჯავს 2 გრამ კალციუმს და 0,1 გრამ ფოსფორს. ყოველ 100 გრამ საკვების მიღების დროს ქათამი იყენებს 200-300 გრ. წყალს.

გთავაზობთ-კვერცხმდებელი ჯიშის ქათმისა და წიწილის სადღეღამისო საორიენტაციო ულუფის-ცხრილს.

agrosc_kvercmd_samag_uluf_29998730

აუცილებელია ყურადღების მიქცევა ვეტერინალურ, პროფილაქტიკურ და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას ვეტერინარის მიერ შემუშავებული გრაფიკით.

ა(ა) იპ ,,აგროსერვისცენტრი“

12Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB