მეგრულა ქათამი — გამძლე პოპულაცია სამეგრელოდან

390 Views Comment Off

ლათინური დასახელება: Gallus domesticus

პოპულაცია: მეგრულა ქათამი

წარმოშობა: უძველესი დროიდან აშენებენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში – სამეგრელოში; გვხვდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ქათმის კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალპროდუქტიულია, მაგრამ გამძლეა და ადვილად ეგუება ცვალებად კლიმატს.

მოკლე აღწერა: ექსტერიერის ნიშნებიდან დამახასიათებელია: საშუალო ზომის თავი, გრძელი კისერი, განიერი გულმკერდი და შდარებით მოკლე ზურგი.

ორივე სქესის ფრინველის ფერი ზრდასრულ ასაკში ერთგვაროვანია: ბუმბული მთელ სხეულზე მოშავო-ნაცრისფერია, თეთრი წინწკლებით ან ფხაჭებით (მოკლე ზოლე­ბით). ცალკეულ ეგზემპლარებში ფრთის ბუმბულს ოდნავ ოქროსფერი დაჰკრავს. კუდის ბოლოების სადა შავი შეფერილობა ამ პოპულაციისთვის არ არის დამახასიათებელი.

მამ­ლებში ბიბილო დიდი ზომის, ფოთლის­მაგვარი, წითელი ფერისა და ხშირად გადა­კე­ცი­ლია. ყურსუკანა ბიბილო დასაშვებია იყოს თეთრი ფერის. დედლებში სასურველია, ზედა ბიბილო იყოს ფოთლი­სებრი და გადაკე­ცილი. ნისკარტი და ფეხები ღია ყვითელი ფერისაა, მაგრამ დასაშვებია მუქი შეფერილო­ბაც. ფეხები შებუმბლულია ტერფის სახსრამ­დე.

სხვადასხვა სქესის ახლად გამოჩეკილ წიწილის ბუმბული სხვადასხვაგვარი ფერი­საა: სამამლეს თავ­ზე აქვს თეთრი ბუმბული, სადედლეებში  ასეთი ბუმბული თითქმის არ გვხვდება, სხეულის დანარჩენ ნაწილზე კი ორივე სქესის მოზარდში პიგმენტი­რებულია შავად.

ასეთი დიფერენცირებული შეფერილობა ერთდღიანი წიწილის სქესზე გადარ­ჩევის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის ასაკიდან მოზარდი იღებს ზოლიან შეფერილობას.

მამლების საშუალო ცოცხალი მასა- 2,8-3,2 კგ, დედლებისა- 2,4-2,7 კგ.

ქართუ­ლი პოპულაციის ქათმებს შორის ყველაზე მალმწიფადი და პროდუქ­ტი­ულია: კვერცხის დებას იწყებს რამდენადმე უფრო ადრე -160-170 დღის ასაკიდან.

კვერცხდების პიკს აღწევს 265 დღის ასაკში და გამოირჩევა შედარებით უფრო მაღალი კვერცხმდებლობით; საშუ­ალოდ წელიწადში გვაძ­ლევს 55,3 გ მასის 160-165 ცალ კვერცხს.

კრუხობის ინსტინქტი ძლიერად აქვთ განვითარებული. ყოველი 100 ჩაწყობილი კვერცხიდან გამოჩეკილის ხვედრითი წილი კვერცხდე­ბის საწყის პერიოდში დადებული კვერცხიდან  80-82%-ს, ხოლო შუა პერიოდში მიღებულიდან 88-90%-ს შეადგენს. წიწილები  იზრდებიან სწრაფად, მაგრამ ნელა იბუმბლებიან.

დღევანდელი მდგომარეობა: რაოდენობა მეტად შემცირებულია. ხალასი სახით პრაქტიკულად არ გვხვდება. აშენებენ საოჯახო მეურნეობებში, სხვა ქართული პოპულაციის ქათმებთან ერთად.

წყარო: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2010; რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარ­მო­ებისა და გადამუშავების ტექნოლოგია. თბილისი, 2007; Р.Нозадзе, В.Заврашвили, Усоверщенствование методов и приемы сохранения и использования местных кур Грузии. «Межгосударственный сборник научных тру­дов», ГрузЗВУНИ, Тбилиси, 1997; საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება.

სტატიას აქვს საინფორმაციო ხასიათი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3290 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB