ქათმის კვება — რეკომენდაციები და საკვების რეცეპტები

9076 Views

კვერცხმდებელი ქათმის კვების რეკომენდაციები ითვალისწინებს ასაკისა და პროდუქტიულობის მიხედვით ფრინველის მოთხოვნილებას საზრდო ნივთიერებებზე სამ პერიოდში (ფაზაში).

ვარია ნორმალურ კვერცხდებას იწყებს 150-170 დღის ასაკში მაშინ როცა მისი ზრდა 300-360 დღემდე გრძელდება. ამიტომ 150-დან 300 დღემდე პერიოდი პირველ ფაზად ითვლება.

ამ პერიოდში იზრდება კვერცხდების ინტენსივობა 80-85%-ია, გრძელდება ფრინველის ცოცხალი მასის მატება. ამიტომ ქათმის კვებამ უნდა უზრუნველყოს როგორც კვერცხის წარმოქმნა, ისე ცოცხალი მასის გადიდება და ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალური მსვლელობა.

პირველი ფაზის 100 გრამი საკვები უნდა შეიცავდეს საზრდო ნივთიერებათა მაღალ დონეს, კერძოდ 17-17,5% ნედლ პროტეინს, 1,13-1,15 მჯ (270-275 კკალ) მიმოცვლის ენერგიას, 3,1-3,3% კალციუმს და 0,8% ფოსფორს.

300 დღის ასაკიდან 420 დღემდე იწყება მეორე ფაზა. ამ პერიოდის ულუფა პირველისაგან განსხვავდება საზრდო ნივთიერებასთან შედარებით დაბალი შემცველობით 16-15% ნედლი პროტეინი, 1,11-1,13 მჯ (265-270 კკალ) მიმოცვლის ენერგია, 3,0-3,3% კალციუმი და 0,8% ფოსფორი.

სიცოცხლის 420-430 დღეზე ქათამში ხდება მიმოცვლის პროცესების ცვლილება. ამ ფაზაში მცირდება კვების დონე (მესამე ფაზა), 14-15% ნედლი პროტეინი.

მეხორცული მიმართულების ქათამი მეკვერცხული მიმართულებისაგან განსხვავებით გამოირჩევა ნივთიერებათა მიმოცვლის და მასთან დაკავშირებული ფერმენტული სისტემის შედარებით დაბალი აქტიურობით და კვერცხდების სიმცირით, სამაგიეროდ დამახასიათებელია ცილისა და ცხიმის ინტენსიური დაგროვების უნარი.

თეორიული ანგარიშით ქათამი 60 გ მასის მქონე კვერცხში გამოყოფს 7,2 გ ცილას. გარდა ამისა ყოველ 1 კგ ცოცხალ მასაზე იგი საჭიროებს 1 გ ათვისებულ ცილას. მაშასადამე ერთი კვერცხის წარმოსაქმნელად და ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესებისათვის 3 კგ წონის ქათამს დაჭირდება 10,2 გ ათვისებული ცილა (7,2+3).

თუ გავითვალისწინებთ, რომ მეხორცული ქათამი საკვები ცილის 40%-ს ითვისებს ერთი კვერცხის დადებისათვის საჭირო იქნება მის ულუფაში 25,5 გ ნედლი პროტეინის შემცველობა გარკვეული ამინომჟავური შედგენილობით.

kveba_Damzadeba_Da_varia_14

როგორც ცხრილიდან ჩანს, საშუალოდ კვერცხდებისას (50-60%) ქათმის დღიურ ულუფაში 16-18 გ ნედლი პროტეინი უნდა შედიოდეს ანუ 100 გ კომბინირებულ საკვებში 11-12%. ფრინველის კვების პრაქტიკაში პროტეინის აღნიშნულ რაოდენობას ადიდებენ 20-30%-ით.

რაც იმით აიხსნება, რომ ჯერ ერთი აზოტის გამოყენება მეხორცული მიმართულების ქათმის მიერ 24-25%-ის ფარგლებში ცვალებადობს, მეორეც ულუფა თითქმის არასოდეს არაა დაბალანსებული ამინომჟავებით.

მეცნიერულად დადგენილია, რომ სახორცე ქათმის ულუფა უნდა შეიცავდეს 15-17% ნედლ პროტეინს და 1,1-1,24 მჯ მიმოცვლის ენერგიას. მაშასადამე ულუფაში პროტეინის 19%-მდე გაზრდა პროდუქტიულობას არ ადიდებს პირიქით იწვევს კვერცხის გაძვირებას და გამოჩეკის უნარის შემცირებას.

კომბინირებული საკვების კალორიულობის 1,1 მჯ-მდე შემცირება, 1,24 მჯ-ზე ზევით გადიდება არასაურველია, რადგან მცირდება საკვების გამოყენების ეფექტიანობა. მეხორცული ქათმისათვის საჭიროა ორ ფაზად კვება. I (1-დან 4 თვემდე), II (5-8 თვე) კვერცხის დაწყებიდან.

მეხორცული ქათმის სრულფასოვან კომბინირებულ საკვებში რეკომენდებულია მთელი პროტეინის 18-20% ცხოველური წარმოშობის უნდა იყოს. საკვების მოხმარება დამოკიდებულია ქათმის პროდუქტიულობაზე: 40% კვერცხდებისას — 145გ, 50%-150 გ, 60%-155 გ, 70% და მეტი — 160 გ  ფრთაზე დღეში.

კვებავენ დღეში ორჯერ — დილით და შუადღის შემდეგ. სრულფასოვანი კომბინირებული საკვების რეცეპტები, როგორც მეკვერცხული ისე მეხორცული მიმართულების ქათმისათვის მოცემული ცხრილში.

kveba_Damzadeba_Da_varia_17

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1279 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3576 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB