გნოლის სადედე გუნდისა და მოზარდის კომბინირებული კვება

416 Views Comment Off

გნოლის სადედე გუნდის კვება  

გნოლის შენახვა ძირითადად არაპროდუქტიულ პერიოდში ხდება გალია- ვოლიერებში ან ვოლიერებში. გალია-ვოლიერებში გნოლის შენახვის დროს გალია მიწიდან აწეული უნდა იყოს 60 სმ-ით. ხოლო გვერდებს აკეთებენ მავთულბადით.

გალია-ვოილერის სასურველი ზომებია 0,8X3,0 მ, სიმაღლე 0,5 მ. ასეთ გალია-ვოილერებში შეიძლება ჩაისვას 15-18 ფრთა.

არაპროდუქტიულ პერიოდში უმჯობესია ფრინველი შევინახოთ სქესზე გარჩეული ე.ი. დედლები და მამლები ცალ-ცალკე. გალიის შიგნით იდგმება საკვებურები და საწყურვებლები. კვების ფრონტი 1 ფრთაზე 5-7 სმ-ია, ხოლო დაწყურვების ფრონტი 1,0-1,5 სმ.

ვოლიერის შიგნით დგამენ პატარა ქვიშიან ყუთს, რათა ფრინველმა მიიღოს ქვიშის აბაზანები.

ვოლიერული შენახვის დროს მავთულბადით შემოღობავენ გარკვეულ ფართობს (მაგ. 20X10 მ), რომელთაც თავზე გადაჭიმული აქვთ მავთულბადე. ვოლიერული შენახვის დროს 1 მ2 ფართობზე სვამენ 3-4 ფრთას. ვოლიერებში სასურველია დარგული იქნეს პატარა ბუჩქები.

კვერცხდების პერიოდში ფრინველი შეიძლება მოთავსებული იყოს როგორც გალიებში, ასევე ღრმა საფენზე. გალია პატარა ზომისაა (1,0X0,5X0,5 მ). მასში თავსდება ფრინველი შეფარდებით 1 მამალზე 2 დედალი. გალიები შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამ იარუსიანი.

ღრმა საფენზე შენახვის დროს შენობას ყოფენ პატარა სექციებად (1,0X1,0 მ). თითოეულ სექციაში თავსდება ფრინველი იგივე შეფარდებით, როგორიცაა გალიური შენახვის დროს.

საშუალოდ ერთი ფრთისაგან იღებენ 20-30 ცალ კვერცხს. უნგრეთის სატყეო მეურნეობის ცალკეულ ფერმებში მიღებული იქნა 40 ცალი კვერცხი, ხოლო საფრანგეთის გარეულ ფრინველთა მოშენების ცენტრში 60 ცალი კვერცხი.

გნოლის კვერცხის მასა 12-15 გრამია. კვერცხი მოყვითალო, მონაცისფრო შეფერილობისაა. აქვს პრიალა ზედაპირი.

კვერცხს საინკუბაციოდ ინახავენ 5-7 დღეს. ინკუბაციის რეჟიმი ისეთივეა რაც ხოხბისათვის. ინკუბაციის შედეგები დიდადაა დამოკიდებული ფრინველის კვებაზე.

გნოლის საკვებად გამოიყენება იგივე საკვები საშუალებები, როგორიცაა ხოხბის იხილეთ ცხრილი

Kombinirebuli_Sakvebis_gnoli_111297

როგორც პროდუქტიულ ისე არაპროდუქტიულ პერიოდში უმჯობესია გამოვიყენოთ დაღერღილი სიმინდი და ხორბალი. წვნიანი საკვებიდან: სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო,მწვანე მასა.

ზრდასრულ გნოლს კვერცხდების პერიოდში ესაჭიროება დღეში 50-55 გრამი საკვები, ხოლო არაპროდუქტიულ პერიოდში 40-45 გრამი. საკვებს აძლევენ დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს.

გნოლის მოზარდის გამოზრდა და კვება

გნოლის მოზარდს ლაპი ჰქვია. გნოლის ლაპების გამოზრდის ორი მეთოდია კრუხთან და ხელოვნური გამოზრდა.

ლაპებს სახორცედ ზრდიან 120 დღემდე. დედლის წონა ამ ასაკში აღწევს 350-380 გრამს, ხოლო მამალის 400-500 გრამს. მოზარდის გამოზრდა ხდება გალიებში, ვოლიერებში და ღრმა საფენზე. გნოლის ლაპები ხასიათდებიან ზრდის მაღალი ტემპით. ერთდღიანი ლაპის წონა 8-9 გრამია. 10 დღის ასაკში მისი წონა შეადგენს 34 გრამს, 40 დღის ასაკში 160 გრამს, ხოლო 120 დღის ასაკში 350-400 გრამს.

მოზარდის კვება ხდება ორი თვის ასაკამდე დღეში 4-5-ჯერ.

2 თვის ასაკიდან გადადის დღეში 2 ჯერად კვებაზე. გნოლის მოზარდის კვების დღიური ნორმა მოცემულია ცხრილში.

Kombinirebuli_Sakvebis_gnoli_111298

მოზარდს ძირითადად ეძლევა მშრალი კომბინირებული საკვები. წვნიანი საკვები უმჯობესია მიეცეს ცალკე შუადღისით. კვირაში ერთხელ საკვებურები უნდა გასუფთავდეს საკვები ნარჩენებისაგან, ხოლო საწყურვებლები ყოველდღე.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი,
ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

იხილეთ აგრეთვე: ხოხბის კვება-სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები
ციცარი-კვება-სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები
წიწილა-ბროილერის კვება-სრულფასოვანი კომბინირებული საკვები რეცეპტი

 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB