ექსპერტთა აზრი ქართული ბროილერის წარმოების განვითარების შესახებ

607 Views Comment Off

ადგილობრივ ფრინველთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება იმ საერთო პრობლემის ნაწილია, რომელსაც ადამიანი და გარემო ჰქვია. მსოფლიოში თანამედროვე მეფრინველეობა ეყრდნობა ფრინველთა მცირე გენეტიკურ ბაზას, რის გამოც არსებული ჯიშები თავიანთი წარმოშობით თითქმის ერთგვაროვანია, გენეტიკური მრავალფეროვნების გარეშე კი,  სელექციის შემდგომი პროგრესი შეუძლებელია.

ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფრინველთა ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებას. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ფრინველის სელექციაში ჩართვა საშუალებას მოგვცემს გამოვიყვანოთ ჩვენი კლიმატური პირობებისადმი გამძლე ფრინველები, რომლებიც ადვილად შეეგუებიან სიცხეს და დახასიათდებიან მაღალი პროდუქტიულობით.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეტაპზე, რადგან მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში დედამიწაზე ტემპერატურა 0,6-2,5 გრადუსით მოიმატებს. ეს სიტუაცია მოითხოვს სითბო გამძლე ფრინველის  მოძიებას. სწორედ ასეთ ფრინველს მიეკუთვნება ადგილობრივი ქათმის პოპულაციები,რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტემპერატურისადმი შემგუებლობით, გემრიელი და წვნიანი ხორცით.

ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეტაპზე,როცა მეფრინველეობის პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით განიცდის დიდ კონკურენციას. იმისათვის,რომ ბაზარზე შენარჩუნდეს კონკრენტუნარიანობა, საჭირო ხდება, უშუალოდ მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინება.

მომხმარებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ პირობებში გამოზრდილ  ფრინველისაგან მიღებულ პროდუქციას, ამიტომაც მათი საბაზრო ფასი უფრო მეტია. კონკურენტუნარიანობა განპირობებულია იმით, რომ  ბუნებრივ პირობებში ფრინველისათვის იქმნება ხელსაყრელი გარემო, რაც დადებით გავლენას ახდენს კვერცხისა და ხორცის ხარისხზე.

ძირითადად ასეთი გარემოს შექმნა შესაძლებელია საკარმიდამო  პირობებში, სადაც ფრინველი მთელი დღე იმყოფება სუფთა ჰაერზე, სარგებლობს მზის სხივებით, ნიადაგში კენკვის გზით დამატებით მოიპოვებს საკვებს. ამჟამად როცა   საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმი მიიჩნევა, აუცილებელი ხდება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი პროდუქციის წარმოება,რაც ტურისტთა დაინტერესების ერთ-ერთი პირობაა.

თუმცა ასეთი პროდუქციის წარმოება ქვეყანაში მინიმალურია ამჟამად მოსახლეობის მოთხოვნა ფრინველის ხორცზე კმაყოფილდება  იმპორტის ხარჯზე, ბაზრის მხოლოდ 20 % უკავია ადგილობრივ წარმოებას. საქართველოში მოსახლეობის ფრინველის ხორცით დაკმაყოფილებისათვის საჭიროა 64000 ათასი ტონა ფრინველის ხორცი, რასაც სჭირდება 35მილიონი ფრთა ბროილერი. არსებული სიმძლავრეებიდან გამომდინარე, საქართველო შეძლებს მხოლოდ 5მილ. ბროილერის გამოზრდას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ საკუთარი საინკუბაციო კვერცხი გვექნება, აქედან გამომდინარე, დარჩენილი 30მილ.

ბროილერი შეიძლება გამოვზარდოთ საკარმიდამო მეურნეობაში,რისთვისაც საჭიროა ამ საქმიანობაში ჩავაბათ 2000 ოჯახი ( თუ ერთი ოჯახი გამოყოფს 100 მკვ. შენობის ფართობს,მაშინ იგი წელიწადში გამოზრდის 14800 ფრთას და მთლიანად საქართველოში 30მილ-მდე ბროილერს.)

ვინაიდან საკარმიდამო პირობებში ძნელია ბროილერების გამოზრდა, რადგანაც ისინი მოითხოვენ დახურულ სივრცეს და კვება-მოვლის იდეალურ პირობებს,აუცილებელი ხდება ისეთი ბროილერების გამოყვანა,რომლებიც საკარმიდამო პირობებში დახასიათდებიან ადგილობრივ ფრინველზე უკეთესი პროდუქტიულობით და საუკეთესო ხორცის ხარისხით.

სწორედ აღნიშნულ  საკითხს მიეძღვნა პროფესორ როზა ნოზაძის კვლევა, რომელიც  დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში. პირველად საქართველოში ბროილერების მისაღებად გამოყენებული იქნა ადგილობრივი ყელტიტველა ქათმები, რომელიც შეუჯვარეს მაღალპროდუქტიულ მეხორცულ ჯიშს- კორნიშს.

მიღებული  ბროილერები, ხასიათდებოდნენ სიცხის ამტანობით,მაღალი შენარჩუნებით და გემრიელი ხორცით. საქართველოს ბაზარზე დიდია მოთხოვნა ნაკლებ ცხიმიან და მცირე მასის   (800-900 გრ.-იან)ბროილერებზე. ამასთან ასეთი წიწილებისაგან ყველაზე უკეთ მზადდება ქართული ტრადიციული კერძი “ტაბაკა”.

ამჟამად აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის რ ნოზაძის  ხელმძღვანელობით “ასოციაცია მომავლის ფერმერთან” ერთად კვლავ მიმდინარეობს კვლევის გამეორება სამტრედიის რაიონში შპს “ვერძი”ში (ხელმძღვანელი რეზო ნიკოლეიშვილი), სადაც  ადგილობრივი ქათმების სხვადასხვა პოპულაციებს უჯვარებენ მაღალპროდუქტიულ კორნიშის ჯიშს.

უკვე მიღებულია  ბროილერების პირველი წყება, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ცოცხალი მასით 35 დღის ასაკში იწონიან 1,2-1,5 კგ. შენარჩუნება 98%-ია, ხორცი ცილის მაღალი შემცველობით და ნაკლები ცხიმიანობით გამოირჩევა.

agro.ge

იხილეთ-ბროილერის გამოზრდის პრაქტიკული სახელმძღვანელო
წიწილა-ბროილერის კვება-სრულფასოვანი კომბინირებული საკვები რეცეპტი

 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB