ჩეხური ოქროსფერი ჯიშის ქათამი

1985 Views

ჩეხური ოქროსფერი (Česká slepice zlatá) – პირველ რიგში ძალიან აქტიური და მოძრავი ჯიშია.

ამ ჯიშის ქათმებს თავისუფლად შეუძლიათ მთელი დღე „ქუჩაში“ გაატარონ, იქექონ ნიადაგში, ეძებონ საჭმელი, ამიტომ მათთვის აუცილებელია მოზრდილი ეზო.

პროდუქტიულობის თვალსაზრისით, ჩეხური ოქროსფერს წლის განმავლობაში, საშუალოდ შეუძლიათ 170 კვერცხი მოგვცენ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჯიშში არცთუ იშვიათად ურევია რეკორდსმენი, რომელიც 200 – მდე კვერცხს იძლევა წელიწადში.

ჩვეულებრივ, ჩეხური ოქროსფერი ჯიშის ქათამს, განსაკუთრებული მოვლა და კვება არ სჭირდება. თავს კარგად გრძნობენ მცირე ზომის საქათმეშიც, მთავარია დღე ჰქონდეთ საკმარისი ტერიტორია.

ქათამი, ჯიში

მოვლა

ჩეხური ოქროსფერს ახასიათებს გარემო პირობებისადმი სწრაფი და უმტკივნეულო ადაპტირების უნარი, ადვილად ეგუება ყოფით და კლიმატურ ცვლილებებს. კვების თვალსაზრისით არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, ისევე როგორც სხვა ჯიშების შემთხვევაში მეტი ყურადღება სჭირდებათ წიწილებს.

ქათამი, ჯიში

პროდუქტიულობა

  • ცოცხალი წონა დედალი – 1.6 კგ, მამალი – 2.0 კგ.
  • წლიური კვერცხმდებლობა  160 -200 ც.
  • კვეცხის წონა 50 -55 გრ.
  • კვერცხის დება 5-5.5 თვის ასაკიდან.
  • მოზარდის შენარჩუნება 90 %.

* სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

* სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

42Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB