ბატი — კომბინირებული კვების ნორმები და რეცეპტები

2219 Views Comment Off

ბატი იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი წონა 6 კგ-მდე აღწევს, სიგრძე 60-100 სმ. ბატები ძირითადად იკვებებიან ხმელეთზე ან წყალმარჩხში მხენარეთა ფოთლით, ყლორტებით, ბოლქვებით, თესლით, მოლუსკებით, მცირე ზომის კიბოსნაირებითა და სხვა.

შინაური ბატის წინაპარია გარეული რუხი ბატი გარეგნული და ანატომიური ნიშნების მიხედვით მათ შორის დიდი მსგავსებაა. წელიწადში ერთი ბატი ჩეკს 20-25 ჭუჭულს, რომლებიც გასუქების შემდეგ 10 კგ-მდე ხორცს იძლევიან.

ბატები გაზაფხულსა და შემოდგომაზე 30-40 კვერცხს დებს, ზოგიერთი ჯიშისა — 100-მდე. სანაშენედ გამოიყენება საშუალოდ 4-5 წელი, მაქსიმალურად 6 წლამდე. სახორცედ იკვლება 6 თვისა, როდესაც უკვე 3-4 კგ იწონის. ზრდასრული მამალი ბატების წონაა 5-6 კგ, მაქსიმალური 12 კგ-მდე, დედლისა 4-5 კგ, მაქსიმალური 10 კგ-მდე.

აქვს მაღალხარისხოვანი ხორცი და ქონი, აგრეთვე თივთიკი და ბუმბული. ქონი ნაკლავის 30-35%-ს შეადგენს, მას მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს, იყენებენ კულინარიაში, მედიცინაში.

ადგილობრივი ბატი 

გავრცელებულია როგორც საქართველოს წყლით მდიდარ, ისე სტეპის მქონე რაიონებში. იგი ჩვენში გავრცელებულ ხოლმოგორულ ბატთან შედარებით მცირეპროდუქტიულია. მასზედ ზოოტექნიკური მუშაობა არ წარმოებდა, არც საკმარისი მოვლა-შენახვის პირობები ჰქონდა, ამიტომ მისი პირობების გაუმჯობესება და ზოოტექნიკური სამუშაოების მიზნობრივი წარმოება მაღალეფექტური იქნება. იგი თეთრი, ნაცრისფერი და ჭრელია.

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ადგილობრივი დედალი ბატის საშუალო ცოცხალი მასა 3,75, ხოლო მამლის 4,03 კგ-ია. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულისა კი, შესაბამისად, 3,34 და 3,69 კგ.

კვერცხმდებლობას 10-12 თვეში იწყებს და საშუალოდ 15-20 ცალს იძლევა. პირობების გაუმჯობესებისას პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად მატულობს.

ბატის კვება კომბინირებული საკვებით

ბატის კვება წარმოებს მშრალი კომბინირებული საკვებით (ფხვიერი და გრანულირებული) სპეციალურად შემუშავებული კვების ნორმების შესაბამისად. ცხრილი №1

batis_kveba_1111092

მეურნეობის პირობებიდან გამომდინარე ბატს კვებავენ მშრალი სრულფასოვანი ნარევით ან წვნიან საკვებთან შესაბამისობით.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აწარმოებენ მოზრდილი ბატის კომბინირებულ კვებას გამომდინარე იქიდან, რომ მას შეუძლია შეჭამოს ბალახის ფქვილი 500 გრამამდე, კარტოფილი 300 გრამამდე, სილოსი 100 გ-მდე (ერთ სულზე დღეღამეში).

ზაფხულში ბატს შეუძლია შეჭამოს 2 კგ-მდე იონჯის, სამყურის, ჭანგის, საძოვრის კოინდრის ახალი მწვანე მასა ან დათავთავებამდე შვრიის და ჭვავის მწვანე მასა. შემჭკნარ ბალახს ბატს არ აჭმევენ.

batis_kveba_1111093

ბატის ჭუჭულებს გამოჩეკის პირველი დღიდან კვებავენ კომბინირებული საკვებით. სახორცედ გამოზრდისას
მიზანშეწონილია კომბინირებული საკვების მიცემა გრანულის სახით. 1-5 დღემდე ასაკის ბატის ჭუჭულისათვის გრანულს ამზადებენ მარცვლის სახით, 5-20 დღემდე 2-4 მმ, 21-63  დღემდე 4-8 მმ ზომით.

20 დღის ასაკიდან მოზარდი თანდათანობით გადაყავთ მეორე ასაკის კომბინირებულ საკვებზე. 5-დღემდე აძლევენ 50% პირველი ასაკის და 50% მეორე ასაკის საკვებნარევს.

ნაკლავი, რომ კარგი პიგმენტაციით ხასიათდებოდეს, გამოზრდის ბოლო 10 დღეს რეკომენდებულია კომბინირებულ საკვებს დაემატოს ყვითელი სიმინდი (არაუმცირეს 20%) ან იონჯის ფქვილი (20%). ბატის კომბინირებული საკვები გამდიდრებული უნდა იყოს მიკროელემენტებით და ვიტამინებით.

ცუდი შებუმბვლის შემთხვევაში რეკომენდებულია ბატის ულუფას დაემატოს ამინომჟავა მეთიონინი ან ბუმბულის ფქვილი და პერიოდულად 2-3 დღის განმავლობაში წყლის მაგივრად მიეცეს სუფრის მარილის სუსტი (0,2-0,3%) ხსნარი, ნისკარტზე მიწებებული საკვების უკეთესად გაწმენდის მიზნით.

სადედე გუნდის სრულფასოვანი კვების გაკონტროლება ხდება მათი ცოცხალი მასის, კვერცხმდებლობის, ჭუჭულის გამოჩეკის, კვერცხში A ვიტამინის და კაროტინოიდების შემცველობის ცვლიბების მიხედვით.

ჭუჭულის კარგი გამოჩეკა შეინიშნება იმ კვერცხიდან, რომლის 1 გ კვერცხის გული (ყვითრი) შეიცავს 10-13 მკგ A-ვიტამინს და 20 მკგ-მდე კაროტინოიდებს.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი,
ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB