22 ნაბიჯი მეფრინველეობის ფერმის გასაწმენდად

1. ფრინველების გადაყვანის შემდეგ დაიწყეთ ბრძოლა ისეთი მწერების წინააღმდეგ, როგორიცაა შავი ხოჭოები, მატლები, ინსექტიციდების მოფრქვევით კედლებზე, კედლებსა და იატაკს შორის ნაწიბურებში და ნაპრალებში ბეტონის იატაკებზე. ქვეშსაფენი უნდა მოაშოროთ იატაკსა და ნაპრალებს. ხოჭოები და მატლები დაიმალებიან არა მხოლოდ ჭერში, არამედ ბეტონის იატაკის ნაპრალებში.

2. ფერმის ინტერიერთან დაკავშირებული მომსახურე პერსონალის ოთახები, ჰიგიენური ბარიერი და სხვა ოთახები უნდა გაიწმინდოს და დასუფთავდეს სათანადოდ.

3. საკვებურები უნდა დაიცალოს სრულად. საკვების ნარჩენები უნდა იქნეს გატანილი, ხოლო საკვების მიმწოდებელი აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს. არ დაგავიწყდეთ იმავეს გაკეთება კონვეიერებთან დაკავშირებული ბუნკერებისა და საკვების ამწონი აღჭურვილობისთვის.

4. აღჭურვილობა, რომლის გაწმენდა შეუძლებელია ადგილზე, მაგრამ დაშლა შესაძლებელია, გატანილ უნდა იქნეს ფერმიდან და დროებით მოთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც მისი გაწმენდა იქნება შესაძლებელი. დარწმუნდით, რომ ასეთი ადგილი უზრუნველყოფილია წყალგამშვებით, რომელიც არ უკავშირდება ფერმას.

5. გაიტანეთ ნაგავი და მოათავსეთ ის ფერმის ტერიტორიის გარეთ. თუ არ ხერხდება ნაგვის გატანა ფერმის ტერიტორიიდან, დაუყოვნებლივ დააფარეთ და გადაამუშავეთ მაქსიმალურად სწრაფად. ნაგავში არსებული მწერები, როგორც წესი, სწრაფად ბრუნდებიან უკან, უახლოეს ფერმაში.

6. აუცილებელია სახურავის ვენტილატორების მოხსნა სათავსოების და სავენტილაციო შახტების გაწმენდის მიზნით. კედლის ვენტილატორები უნდა გაიწმინდოს დემონტაჟის გარეშე, მაგრამ აუცილებელია გამწმენდი წყლისა და ჭუჭყის ეფექტურად მოშორება.

7. ჰაერის შემწოვი სარქველები და შახტები ხშირად ძნელი მისადგომია, მაგრამ აუცილებელია მათი გაწმენდა შიგნიდან და გარედან. გარედან გაწმენდა მნიშვნელოვანია, რადგან მტვერმა დაბინძურებასთან ერთად შესაძლოა ადვილად შეაღწიოს შიგნით. ცხოველებისა და ფრინველების დამცავი ლითონის ბადე უმჯობესია მოიხსნას.

8. როდესაც შეუძლებელია აღჭურვილობის გაწმენდა წყლით, აუცილებელია მისი მშრალი მეთოდით გასუფთავება და პლასტმასის დაფარება დასაცავად.

9. დაასუფთავეთ ფერმა, როდესაც ის ჯერ კიდევ მშრალია და მოაშორეთ ნარჩენი ფეკალიები და სხვა ორგანული ნივთიერებები.

10. გაწმინდეთ სასმელი წყლის სისტემა გამდინარე წყლის ნაკადით და ჩაასხით შესაბამისი გამწმენდი ნივთიერება, შემდეგ დატოვეთ სათანადო საკონტაქტო დროის განმავლობაში ეფექტური შედეგის მიღებისთვის.

11. ბეტონის იატაკის შემთხვევაში: დაასველეთ და გააჩერეთ სულ მცირე 3 საათის განმავლობაში წყალი სარეცხი/საწმენდი საშუალებით და გაწმინდეთ მაღალი წნევის მილით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც სხვადასხვა მასალა უერთდება ერთმანეთს და ნაწიბურებს კედლებსა და იატაკს შორის, ისე,  რომ სადეზინფექციო საშუალებამ შეაღწიოს ღრმად, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის დასუფთავების ეფექტურობას.

12. ჭერები, სავენტილაციო შახტები და კედლები ახლა უკვე უნდა დამუშავდეს სარეცხი/საწმენდი საშუალებით (ქაფი, რომელიც უფრო დიდ ხანს მიეკრობა ზედაპირს და შესაბამისად უფრო ეფექტური საშუალებაა). დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით ჭერი და შახტები, მუშაობის დროს ზევიდან ქვევით.

13. იატაკები, საკვები და წყლის მიწოდების სისტემები უნდა დამუშავდეს ქაფით და გაირეცხოს წყლით 30 წუთის შემდეგ. შეეცადეთ ხელახლა არ გააჭუჭყიანოთ სუფთა ზედაპირები ძალიან ძლიერი წნევის წყლის გამოყენებით. ფერმაში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის წყალგამშვები-ნაწილაკების ეფექტურად და სწრაფად გაწოვის მიზნით.

14. აუცილებელია გამათბობლების გაწმენდა შიდა მხარესაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ფერმა ისევ გათბება, ჭუჭყი გაშრება და ნაწილაკები გაიფანტება სუფთა სათავსოში.

15. წყლისა და ელექტროენერგიის მილები ხშირად ავიწყდებათ, იგივე შეიძლება ითქვას სანათებზე, სადაც ხშირად გროვდება მტვერი.

16. მოაშორეთ ნარჩენი წყალი იატაკიდან.

17. თითოეული სათავსო, რომელიც დაკავშირებულია ფერმასთან, მკვდარი ფრინველების საცავი მოწყობილობების ჩათვლით, უნდა გასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია.

18. შეამოწმეთ ყველა გასუფთავებული სათავსო და აღჭურვილობა ნარჩენი ჭუჭყის არსებობაზე.

19. აღჭურვილობა, რომელზედაც შეუძლებელია ლაქების ამოყვანა, უნდა იყოს სუფთა და მიკრობების გარეშე.

20. ხელახლა დააყენეთ აღჭურვილობა ფერმაში, მაგრამ არ მოათავსოთ ის იატაკზე. ისევ დაამაგრეთ ვენტილატორები და დახურეთ შახტები.

21. დახურეთ ფერმა, დაიცავით ზედაპირების ხელმისაწვდომობა დამუშავებისთვის, როგორიცაა მაგ. ჰაერის გამწოვის სარქველები.

22. გარეცხეთ სამუშაო ტანსაცმელი და ჩექმები.

იხილეთ სრული ტექსტი: ფრინველის ფერმის გასუფთავებისა და დეზინფექციის შესახებ

თქვენი რეკლამა