ცხენის კვება-სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები და რეცეპტები

650 Views Comment Off

ცხენის კვების ნორმები შედგენილია ჯიშის, სქესის, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, ცოცხალი მასის და შესასრულებელი სამუშაოს სახის მიხედვით. ცხენის კვების ტიპი დამოკიდებულია გარემოს კლიმატურ პირობებზე.

მაგალითად ცივ ქვეყნებში ულუფის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი უკავია თივას, კონცენტრატს, სილოსს, კარტოფილს, ჭარხალს. თბილ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში ძირითადია საძოვარი, ხოლო დამატებით გამოიყენება თივა და კონცენტრატი. (იხ. ცხრილი №1).

ckhe_1234-6553_Sakvebis_Damzadeba_00723

სანაშენე ულაყის კვება

სხვადასხვა პერიოდში ულაყის მოთხოვნილება საზრდო ნივთიერებებზე დამოკიდებულია ჯიშურ თავისებურებებზე, ცოცხალ მასაზე და შესასრულებული სამუშაოს ხარისხზე.

საშუალო მასის მქონე ულაყს შეუძლია დღე-ღამეში შეჭამოს 10-12 კგ მდელოს ან მარცვლოვან-პარკოსნების ნათესი თივა, უფრო მსხვილს კი 16 კგ-მდე. მოსამზადებელ და დაგრილების პერიოდში ულუფები არ უნდა გადავტვირთოთ თივის დიდი რაოდენობის მიცემით.

შვრიას ულაყს აძლევენ მთლიანს და დაჭყლეტილს, ქერს, ფეტვს, სიმინდს და პარკოსანთა მარცვალს მხოლოდ დაღერღილს, ქატოს დანამული სახით ან მისგან ამზადებენ ფაფას სელის თესლის ნახარშზე. მზესუმზირის და სელის კოპტონს კვების წინ დაღერღავენ და ოდნავ ასველებენ, საფუარს ურევენ მარცვლეულ საკვებს. საკვებ ბადაგს წინასწარ ხსნიან წყალში და ურევენ მარცვლეულ საკვებს.

მწარმოებლის ულუფაში აუცილებელია დაგრილების წინ ჩაირთოს მოხდილი რძე, ხაჭო ან ნედლი კვერცხი.

ზამთრის ან ადრეული გაზაფხულის პერიოდში ულაყს სასარგებლოა მივცეთ გაღივებული შვრია ან ქერი (0,5 1 კგ მშრალ მარცვალზე ანგარიშით) გარეცხილი წითელი სტაფილო, ან 1 კგ ფიჭვის წიწვი. ულაყის კვება და დაწყურვება ხდება მეურნეობაში მიღებული დღის განრიგის მიხედვით. ერთსა და იმავე საათებში.

თივის და ბალახის დღიური პორცია მიზანშეწონილია მიეცეს 5-6-ჯერ, კონცენტრატი 3-4-ჯერ.

სუფთა წყალს ალევინებენ მარცვლეულის ან კონცენტრატის ყოველი კვების წინ.

მაკე ჭაკის კვება

მაკეობის ნორმალური მიმდინარეობისათვის საშუალო ცოცხალი მასის მომუშავე ჭაკმა უნდა მიიღოს დამატებით ნორმაზე 2-2,5 საკვები ერთეული.

ულუფის ერთ ენერგეტიკულ საკვებ ერთეულზე უნდა მოდიოდეს 100 გრამი მონელებაადი პროტეინი, 7-8 გრამი კალციუმი 4-5 გრამი ფოსფორი. მარილს ის უნდა ღებულობდეს ნებაზე, მისი საკვები მდიდარი უნდა იყოს A,D,E ვიტამინებით.

ტვირთმზიდავი ჯიშის ჭაკის სამაგალითო ულუფა მოცემულია ცხრილში. (იხ. ცხრილი №2)

ckhe_1234-6553_Sakvebis_Damzadeba_00726

მარცვლოვნების ღერღილის ან ქატოს ნაცვლად ცხენს უმჯობესია მივცეთ სრულფასოვანი კომბინირებული საკვები. კომბინირებული საკვების სამაგალითო რეცეპტები მოცემულია ცხრილში. (იხ. ცხრილი №3)

ckhe_1234-6553_Sakvebis_Damzadeba_00729

აქვე გთავაზობთ 500 კგ ცოცხალი მასის ცხენის სამაგალითო ულუფების ცხრილს

ckhe_1234-6553_Sakvebis_Damzadeba_00731

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი,
ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB