ტოგენბურგული ჯიშის თხა – შვეიცარიიდან

თხა, შცეიცარია

ტოგენბურგული ჯიშის თხა (Toggenburg Goats), გამოყვანილია XVIII საუკუნში შუა შვეიცარიის დასავლეთ რაიონებში, ტოგენბურგის ხეობაში (Toggenburg Valley)-მრავალწლიანი სელექციის შედეგად.

შემდგომში შვეიცარული ჯიშის თხების შეჯვარებით, სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ ჯიშებთან გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები: ბრიტანულ-ტოგენბურგული, ჩეხური და სხვა.

ტოგენბურგული ჯიშის თხა სხვადასხვა შეფერილობის გვხვდება.

ზაანურ, ალპურ, და ნუბიურ ჯიშის თხებთან შედარებით, ტოგენბურგული ჯიშის თხა მცირე ზომისაა: დედალი 66 სმ, 45-55 კგ. ბოტი 71 სმ, 60-80 კგ.

იქიდან გამომდინარე, რომ იგი გამოყვანილია მაღალმთიან რეგიონში, ხშირად საკმაოდ გრძელი მატყლი აქვს და კარგად ეგუება ცივ კლიმატს.

თხა, ჯიში

სარძეო პროდუქტიულობა 800-1000 კგ (ზოგიერთი 1200) ლაქტაციის პერიოდი 260-300 დღე, ცხიმიანობა საშუალოდ 4,0%.

Toggenburg_tkha_T_111115703325

ნაყოფიერება საშუალოდ 2 თიკანი ერთ დედა თხაზე.

თხა, შვეიცარია

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი და თხების ყიდვა-გაყიდვასთან კავშირი არ აქვს.

იხილეთ აგრეთვე: მეგრული თხა – ხალხური სელექციით გამოყვანილი უძველესი ჯიში

თქვენი რეკლამა