საქართველოს ბიომეურნეობები კიდევ 7–8 წლის განმავლობაში ვერ ექნება

332 Views Comment Off

„მილკო ფუდის“ (ყოფილი „ეკო ფუდი“) ხარისხის მართვის მენეჯერი თამაზ მახარაშვილი თქმით: საქართველოში მეცხოველეობის დარგში ბიოწარმოება 7–8 წლის განმავლობაში ვერ განვითარდება. ამ განცხადებას იგი  მისი კომპანიის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონის გამო კომპანიები «ეკო ფუდი» და «ბიო-ბიო» ბაზარზე ოპერირებას სხვა სახელწოდებებით აგრძელებენ. კერძოდ, «ეკო ფუდს» «მილკო ფუდი» დაერქვა, «ბიო-ბიოს» კი «ბიუ-ბიუ». ორივე კომპანიის ვებ-გვერდზე ცვლილებები უკვე ასახულია. 

სახელწოდების ცვლილების გადაწყვეტილება კომპანიებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც «ბიოწარმოების შესახებ» კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით არ აწარმოებენ პროდუქციას ან მათი პროდუქტი გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენებით არის დამზადებული, ეტიკეტსა და სახელწოდებაში სიტყვების  — «ბიოს», «ეკოს», «ორგანულის» — გამოყენება აეკრძალათ.

როგორც commersant.ge-ს რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია «მილკო ფუდში» განუცხადეს, კომპანიას სახელი ოფიციალურად შეეცვალა, თუმცა ამის მიზეზი არის არა გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემცველობა, არამედ ის, რომ კომპანია არ ფლობს ბიოწარმოების სერტიფიკატს. მისი თქმით, ამ ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან მსგავს სერტიფიკატს არცერთი მათგანი არ ფლობს, რადგან ბიოწარმოების დანერგვა არაერთი საფეხურის გავლას მოითხოვს.

მთელ ამ პროცესს საფუძვლად უნდა ედოს ბიოფერმაში წარმოებული საკვები, რომელსაც ცხოველები მოიხმარენ. მეცხოველეობის  ბიოფერმა ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს – მაგალითად, განთავსებული იყოს ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან მოშორებულ ტერიტორიაზე.

მახარაშვილის თქმით, დღეს გლეხური მეურნეობებიდან ბიოწარმოების სტანდარტებს მხოლოდ მეღვინეობის რამდენიმე მეურნეობა აკმაყოფილებს, და არც მეცხვარეობაში, არც მეფუტკრეობასა და მეფრინველეობაში არ არსებობს მსგავსი სტანდარტები.

სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ ბიოსერთიფიკატის არქონა არ გულისხმობს, რომ პროდუქცია აუცილებლად  გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შეიცავს.

«ბიოწარმოების შესახებ» საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა.

წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმეები პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი მათ 1200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

«ბიოწარმოების შესახებ» წესების მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ასევე იმ მეწარმის დაცვაა, რომელიც ამ წესების შესაბამისად აწარმოებს ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში გამოყენებულია სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია — „ორგანული», „ეკო», „ბიო»), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი.

დადგენილების თანახმად, ბიოპროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული წესები პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილი ბიოპროდუქტის წარმოებაზე არ ვრცელდება.

მაია ბუთბაია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB