ქართული (კავკასიური) ნაგაზი-ჯერ კიდევ ხეთებსა და სუბარებს ჰყავდათ ეს ჯიში

2462 Views Comment Off

საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა ქართული ნაგაზის ჯიში, რომელიც მეჯოგეების ერთგული დამცველი მეგობარი და მეგზური იყო.

კავკასიის მთები ითვლება ერთ-ერთი უძველესი მოლოსური ჯიშის – კავკასიური მთის ძაღლის სამშობლოდ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ქართველთა წინაპარ ტომებს – ხეთებსა და სუბარებს ჰყოლიათ ეს ჯიში მოშენებული.

ქართულ ნაგაზს (კავკასიურ ნაგაზს) ბრძოლის დროსაც იყენებდნენ, თუმცა მის ძირითად დანიშნულებას ცხვრის მწყემსვა და დარაჯობა წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში მას ასევე იყენებდნენ საკუთრების დასაცავად, მგლების მოსაკლავად და დათვებზე სანადიროდ. დღესდღეობით კი იგი კომპანიონობას უწევს ადამიანს და შესანიშნავი მოდარაჯე ძაღლია.

114waka234n11ga

ქართული ნაგაზის განსაკუთრებულ თვისებას, სხვა ჯიშის ძაღლებთან შედარებით, წარმოადგენს ის, რომ უმძიმესი კვებისა და კლიმატური პირობების მიუხედავად იგი ერთგულად და მაქიმალური ყურადღებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ქართული ნაგაზის ორი ძირითადი ტიპია: მესხეთ-ჯავახური მოკლებეწვიანი და თუშური (მთის) გრძელბეწვიანი. ზოგადად ქართული ნაგაზი მსხვილი, საშუალოზე მაღალი, უხეში აღნაგობის, ღონიერი, გაბედული და ამტანია.

ხვადის სხეულის სიგრძე 105_110, ძუსი კი _ 102_105 სმ-ია. სიმაღლე მინდაოში, შესაბამისად, არანაკლებ 65 და 60 სმ. კუდმოკაუჭებულია გრძელ ან მოკლე ბეწვიანი. ფერად _ ნაცრისფერი, თეთრი, მურა, შავი, ჩალისფერი, ჭრელი და სხვა.

ქართულ ნაგაზს პატრონის ოჯახის წევრების, ასევე შინაური ცხოველების დაცვის ძლიერი ინსტინქტი აქვს, უცხოების მიმართ კი – აგრესიულია. თავის ოჯახში იგი კეთილი და ალერსიანი, ერთგული და დამჯერია.

იგი უაღრესად კეთილშობილი, გულადი და შეუდრეკელი ჯიშია, თუმცა არასწორი გაწვრთნის შემთხვევაში საშინლად ავი ხდება. ვერ იტანს უსამართლოდ დასჯას, მაგრამ ადვილად შეუძლია პატიება და წყენას არ იმახსოვრებს. არასოდეს დაჩაგრავს თავისზე სუსტ თანამოძმეს.

ქართული ნაგაზისათვის აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე სოციალიზაცია, რათა უცნობებს მშვიდად შეხვდეს. მისთვის მნიშვნელოვანია მკაცრი და თანამიმდევრული გაწვრთნა. ძაღლის ეს ჯიში ძალიან ტერიტორიულია და აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ, ამიტომ საჭიროა მისთვის იდეალური მორჩილების გამომუშავება, რათა თავიდან ავიცილოთ მისი აგრესიულობა და უმართვადობა.

ლეკვის სოციალიზაცია უნდა მოხდეს ყველა საშუალებით: მას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვებთან და დიდებთან, სხვა ძაღლებთან და შინაურ ცხოველებთან. ნუ შეზღუდავთ მას თამაშისა და სხვებთან კონტაქტის დროს.

 nagazi1

კავკასიური ნაგაზი დიდი და ძლიერი ჯიშის ძაღლია, ამიტომ ესაჭიროება ყოველდღიური, ინტენსიური ვარჯიში. ეს ძაღლი შეუფერებელია ბინაში ცხოვრებისათვის, რადგან ბევრი თავისუფალი სივრცე სჭირდება. მისთვის იდეალურია ქალაქგარეთ ცხოვრება. მთავარი პირობა კი მისთვის საიმედოდ დაცული და შემოსაზღვრული ტერიტორიაა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
325 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5327 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB