ფურის განწელვა — სარძეო პროდუქტიულობის გაზრდის ეფექტური გზა

2311 Views Comment Off

განწველა არის რძის წარმოების გადიდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიება. განწველა ითვალისწინებს ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიმართულია ისეთი პირობების შექმნისაკენ, როგორითაც მიიღწევა ფურის მაქსიმალური პროდუქტიულობა.

მაღალი სარძეო პროდუქტიულობა შეიძლება მივიღოთ მაგარი კონსტიტუციის და დიდი ცოცხალი მასის მქონე ფურებისაგან, რომლებსაც კარგად აქვთ განვითარებული შინაგანი ორგანოები. ამ თვისებების ჩამოყალიბება და ფორმირება ხდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს სარემონტო მოზარდისა და სარძეო ფურების გამოზრდის მთელი სისტემა.

განწველას იწყებენ I ლაქტაციიდან, რადგან ამ შემთხვევაში ფურები სწრაფად აღწევენ მაღალ პროდუქტიულობას. აგრეთვე საყურადღებოა ჯიშობრივი თავისებურებების გათვალისწინება.

ფურების განწველისთვის მომზადებისას საჭიროა სწორად ორგანიზებული გაშრობა, მოგებისათვის მომზადება და მშრალობის პერიოდში სრულფასოვანი კვება. განწველისას ფურებს კვებავენ ავანსად, ანუ საკვებს აძლევენ უფრო მეტს, ვიდრე არსებული პროდუქტიულობის დონისას ნორმით არის გათვალისწინებული.

ზრდასრული ფურებისათვის ავანსი შეადგენს 1,5-2 საკვებ ერთეულს, ხოლო ერთნაყოლებისათვის — 2-3 საკვებ ერთეულს. ასე იქმნება პირობები წველადობის შემდგომი გადიდებისთვის. ავანსირებულ კვებას აგრძელებენ, სანამ ფურის წველადობა მატულობს. ამდენად, ფურების განწველა დაკავშირებულია მდგრადი საკვები ბაზის არსებობასთან.

მრავალი ექსპერიმენტით დადგენილია, რომ ფურების წლიური წველადობის გაზრდა 3000 კგ-დან 6000 კგ-მდე იწვევს 1 კგ რძის წარმოქმნისათვის საჭირო ყუათიანი ნივთიერებების ხარჯვის 27%-ით შემცირებას. ეს დანახარჯები სხვადასხვა ფურებში სხვადასხვაგვარია და განპირობებულია მხოლოდ ფურის სარძეო პროდუქტიულობით.

ამასთანავე, საკვების დანახარჯები 1 კგ რძეზე მაღალი სადღეღამისო და წლიური წველადობისას უფრო ნაკლები იქნება საკვების იმ დანახარჯებზე, რომლებიც გაცილებით უფრო დაბალი სარძეო პროდუქტიულობისას არის აღნიშნული.

ამრიგად, არსებობს 1 კგ რძის წარმოქმნაზე საყუათო ნივთიერებების შემცირების მხოლოდ ერთი შესაძლებლობა.

ფურების წველადობა და ცოცხალი მასა ხასიათდება რთული ურთიერთკავშირით — ცოცხალი მასის ზრდასთან ერთად წველადობა იზრდება უფრო ნაკლები ტემპით და მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე. შემდგომში ცოცხალი მასის ზრდას წველადობის გადიდება აღარ მოჰყვება.

სხვადასხვა ჯიშის ფურებში ცოცხალი მასის და წველადობის ოპტიმალური შეფარდება სხვადასხვაგვარია და აუცილებელია მისი განსაზღვრა, რათა კვების საჭირო დონემდე მინიმუმამდე შევამციროთ საკვების დანახარჯები. მაგალითად, 400 კგ ცოცხალი მასის ფურის წველადობა 4000 კგ რძეა, 4% ცხიმით. 600 კგ ცოცხალი მასით ამავე პროდუქტიულობის მქონე ფურს ესაჭიროება 11,5%-ით მეტი საკვები.

სარძეო მეძროხეობაში არსებობს ორი შესაძლებლობა — ან პატარა ტანის ფურების შენახვა, რათა გარკვეულ ზღვრამდე შევამციროთ საკვების დანახარჯები, ან შევეცადოთ,  გავზარდოთ პროდუქტიულობა ცოცხალი მასის გადიდებით.

კანადელი სელექციონერების მიერ რეკომენდებულია პარამეტრების მთელი რიგი, რომლითაც ხასიათდება სარძეო პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯოგები.

დაბადებისას ხბოები ჯანმრთელი უნდა იყვნენ ყოველგვარი გენეტიკური დეფექტების გარეშე. ისინი სწრაფად იზრდებიან და მათ ესაჭიროებათ მინიმალური ვეტმომსახურება.

დაბადებიდან I მოგებამდე მოზარდის გასავალი არა უმეტეს 5% უნდა იყოს. დეკეულებს ზრდიან წვნიანი და უხეში საკვების მაქსიმალური გამოყენებით.

დეკეულები ზრდის მაღალი სიჩქარით უნდა გამოირჩეოდნენ და 14-15 თვის ასაკში განაყოფიერებისათვის საკმაოდ განვითარებული უნდა იყვნენ. 1 მოგების ასაკი 27 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

მოგებათაშორისი პერიოდი ჯოგში უნდა შეადგენდეს 12-13 თვეს. განაყოფიერებისათვის მომზადებული დეკეულების რაოდენობა ყოველწლიურად უნდა შეადგენდეს მეწველი ფურების 40%-ს, ამასთანავე, ზესარემონტო მოზარდის რეალიზაცია ხდება სხვა ჯოგების გასაუმჯობესებლად.

სასურველია, რომ ფურები იმყოფებოდნენ ჯოგში VI ლაქტაციამდე.

რუსუდან ბარკალაია, „ელკანას“ მრჩეველი მეცხოველეობის დარგში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB