ფერმერი კახეთში სასაკლაოს მშენებლობას გეგმავს

191 Views Comment Off

კახეთში სასაკლაოს მშენებლობას გეგმავს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში მონაწილე ფერმერი . როგორც ინდ. მეწარმე მამუკა ქოქაშვილი commersant.ge-სთან აცხადებს, ამისთვის კომპანიამ დამატებითი სახსრები უკვე მოიზიდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია საერთაშორისო სერთიფიკატის მიღება, რომელიც კომპანიას ხორცის ექსპორტზე გატანაში ჭირდება. ქოქაშვილი აცხადებს, რომ სერთიფიკატის ასაღებად განაცხადი სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე შეტანილი აქვთ.

მისი თქმით, კომპანია უკვე ფლობს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ფერმას, რომლის გაფართოებისთვისაც გასული წლის ბოლოს კომაპნიამ 60 000 დოლარის სესხი „შეღავათიანი აგროკრედიტების“ პროგრამის ფარგლებში მიიღო. ქოქაშვილი აცხადებს, რომ სესხის ფარგლებში უკვე შეისყიდა 300 სული ცხვარი და 20 სული ძროხა. ჯამში კი ფერმაში 1000 სული ცხვარი და 49 ძროხაა.

ქოქაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ცოცხალი საქონლის რეალიზაცია განახევრებულია. ამის მზეზად კი ქოქაშვილი მიმდინარე ზაფხულში გვალვებს ასახელებს. ანუ მისი თქმით, გვალვების პერიოდში ბალახი აღარ არის, შესაბამისად, საქონელი ვერ იკვებება. „გამხდარი და გასაცოდავებული საქონელი და არავის აღარ უნდა, ამიტომაც იკლო გაყიდვებმა“, -აცხადებს ქოქაშვილი.

მისი თქმით, თუ გასულ წელს  საშუალო ზომის ძროხა 2000 ლარად იყიდებოდა, წელს მისი ფასი 800 ლარამდე ჩამოვიდა.

სოფო ქსოვრელი
commersant.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB