მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებისათვის აუცილებელი ნივთიერებები

1272 Views Comment Off

დღევანდელ პირობებში ფერმერებს, სოფლის მოსახლეობას და ვისაც კი რაიმე კავშირი აქვს მეცხოველეობასთან, უნდა ჰქონდეს ცოდნა ცხოველთა კვების შესახებ, უნდა ვიცოდეთ მათი კვების სწორი ორგანიზაცია, კვების ნორმები, სხვადასხვა სახის, ასაკის, სქესის ცხოველთა კვება, საკვებთა დამზადების ტექნოლოგიები, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების მნიშვნელობა, საკვებ საშუალებათა ქიმიური შემადგენლობა და ყუათიანობა.

კვება ცხოველთა ზრდა-განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, უდიდეს გავლენას ახდენს მის ჯამრთელობასა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად გამომჟღავნებაზე. პრაქტიკით დადგენილი და დასაბუთებულია, რომ მაღალპროდუქტიული ჯიშები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ სარულფასოვანი და მიზანმიმართული კვების საფუძველზე.

ცხოველთა კვების სწორი ორგანიზაცია გულისხმობს პირუტყვის სრულად დაკმაყოფილებას ორგანიზმისათვის საჭირო ყველა აუცილებელი საზრდო და მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ანუ დაბალანსებული საკვები ულუფით (რაციონით) ცხოველების უზრუნველყოფას და წარმოადგენს უმთავრეს და განმსაზღვრელ ფაქტორს ცხოველთა პროდუქტიულობისა, ამასთან საკვების შერჩევაზე დიდად არის დამოკიდებული პროდუქციის ხარისხიც.

თანამედროვე ნორმები ითვალისწინებს ცხოველის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიაზე, საკვებ ერთეულზე, მშრალ ნივთიერებაზე, მონელებად პროტეინზე, ნახშირწყლებზე (სახამებელი, შაქარი) ნედლ უჯრედანაზე, ნედლ ცხიმზე, სუფრის მარილზე, მაკრო და მიკროელემენტებზე, კალციუმზე, ფოსფორზე, მაგნიუმზე, კალიუმზე, იოდზე, კაროტინზე, ,,დ» და ,,ე» ვიტამინებზე, სულ 24 მაჩვენებელზე.

დღეისათვის ჩვენ ქვეყანაში ცხოველთა კვების ნორმირება ხდება 6 მაჩვენებლის მიხედვით: საკვები ერთეული, მონელებადი პროტეინი, კალციუმი, ფოსფორი, კაროტინი, სუფრის მარილი.

ეს ნორმირება დასაშვებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან გლეხურ მეურნეობებში არსებული პირუტყვი პროდუქტიულობით, ცოცხალი მასით, საკვები ბაზის და შენახვის პირობების მიხედვით ვერ პასუხობს კვების ახალი სისტემის გამოყენებას. ხელს უშლის ისიც რომ დღევანდელ პირობებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიც კი არ არიან უზრუნველყოფილნი მატერიალურ ტექნიკური ბაზით ახალი რაციონალური კვების სისტემის დასაწყებად.

ცხოველთა ნორმირებული კვების ორგანიზაცია ხდება ცხოველის სახის, ასაკის, ცოცხალი მასის, პროდუქტიულობის მიმართულების (მერძეული, მეხორცეული) და შენახვის პირობების მიხედვით. ამის შემდეგ დგება კვების ნორმა ჯგუფის ერთ საშუალო ცხოველზე, ხოლო რეალურად არსებული საკვები საშუალებებიდან გამომდინარე, დგება ჯგუფისათვის საერთო ულუფა. ულუფის შედგენაში უნდა გავითვალისწინოთ ზონის საკვები ბაზა, მისი განვითარების პერსპექტივები, ბუნებრივი სავარგულების რაოდენობა და ზონაში გავრცელებული ცხოველთა ჯიში.

საკვები ერთეული _ არის საკვების კვებითი ღირებულება ანუ საპროდუქციო ღირებულების საერთო საზომი. მის ერთეულად მიჩნეულია 1 კგ საშუალო ხარისხის შვრიის მარცვლის კვებითი ღირებულება. 1 კგ საკვები ერთეულის 1 კგ საშუალო ხარისხის შვრიის საპროდუქტო ღირებულება 149 გ ცხიმის დაგროვება, ძროხის ორგანიზმში. მაგალითად 1 კგ მდელოს ბალახის ყუათიანობა არის 0,25 კგ საკვები ერთეული, იონჯის თივის — 0.49, სიმინდის 1.34 კგ.

მონელებადი პროტეინი _ არის საკვების მშრალი ნივთიერებების ორგანული ნაწილი აზოტოვანი და უაზოტო ნაერთებისაგან. პროტეინის შემადგენლობაშია ცილები და სხვა ქიმიური ნაერთები, რომლებიც შეიცავენ აზოტს. ესენია ე.წ. ამიდები. ცხოველის იმ რაოდენობას, რომელიც მოინელება ცხოველის ორგანიზმში მონელებადი პროტეინი ეწოდება. პროტეინით მდიდარი საკვები საშუალებებია: თევზის ფქვილი, მზესუმზირას კოპტონი, ბარდის მარცვალი, სოიო, ბალახის ფქვილი, იონჯის თივა, მთის თივა, მთის საძოვარი და სხვა.

მინერალური ნივთიერებები _ ცხოველებში წარმოქმნიან ძვლოვან ქსოვილებს და მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის მრავალ პროცესში. ცხოველთა ორგანიზმში დაახლოებით 68 ქიმიური ელემენტია, მათგან 47 წარმოადგენს ორგანიზმის მუდმივ შემადგენელ ნაწილს. ცხოველთა მინერალური მარილების გარეშე კვება იწვევს მათ გარდაუალ სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნილება ზედმეტადაც იყოს დაკმაყოფილებული ენერგიაზე და ორგანულ ნივთიერებებზე (პროტეინი და სხვა).

მინერალური ნივთიერებების ნაკლებობის დროს ცხოველთა ორგანიზმი იწვევს ფუნქციონალური, აღწარმოების, წველადობის შემცირების დაზღვევას. ყოველივე ამის გათვალისწინებით ყურადღება უნდა მიექცეს ულუფაში მინერალური ნივთიერების და ვიტამინების შემცველობას.

ფოსფორი _ ცხოველებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია. იგი არის სტრუქტურული მასალა სხეულის ქსოვილის ასაშენებლად. მისი მონაწილეობით მიმდინარეობს 10-ზე მეტი სასიცოცხლო ფუნქცია. იგი სტიმულატორია ყველა სასიცოცხლო უჯრედში საკვების გამოყენებისა. ულუფაში ფოსფორის უკმარისობა იწვევს ცხოველის საერთო მდგომარეობის გაუარესებას, მადის დაქვეითებას, ძვლების დავადებას, რაქიტს და სხვა. ქრონიკული უმრავლესობის შემთხვევაში ირღვევა ნივთიერებატა ცვლა და პროდუქტიულობის დაქვეითება.

ფოსფორის უკმარისობის ლიკვიდაციისათვის საჭიროა ფოსფორის შემცველობის გადიდება მცენარეულ საკვებში, კერძოდ ნიადაგში ფოსფოროვანი სასუქების შეტანით. ფოსფორით მდიდარი მცენარეული საკვებია სოიო, სიმინდი, ხორბალი, მთის თივა, მდელოს თივა, მწვანე იონჯა.

კალციუმი _ ცხოველის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ელემენტია. ორგანიზმში არსებული კალციუმის 97-99 % შედის ძვლებსა და კბილების შემადგენლობაში. დიდ როლს თამაშობს სისხლის შედედებაში და კუნთოვანი ქსოვილების აღგზნებაში. მისი ნაკლებობა ახალგაზრდა ცხოველებში იწვევს ზრდის შეჩერებას, რაქიტით დაავდებას, სისხლში ეცემა კალციუმის შემცველობა.

კალციუმის უკმარისობით გამოწვეული დაავადებები შეიძლება ავიცილოთ ცხოველთა ისეთი საკვებებით როგორიცაა: მთის თივა, მზესუმზირას კოპტონი, თევზის ფქვილი და სხვა. ჩვენ ქვეყანაში ცხოველთა საკვებად ჭარბადაა გამოყენებული თივა, ნამჯა, სილოსი, მწვანე მასა და ძირხვენები, ხოლო კონცენტრირებული საკვები მცირე რაოდენობით. აღინიშნება ფოსფორის უკმარისობა 20-25 % და კალციუმის სიჭარბე 15-20 %-ით.

ვიტამინების _ როლი იმდენად დიდია, რომ მათ გარეშე შეუძლებელია ცხოველის ორგანიზმის არსებობა. ცხოველის ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობის შედეგად გამომჟღავნებულ დაავადებას ავიტამინოზი ეწოდება. კაროტინი — ღვიძლში გარდაიქმნება ,,ა» ვიტამინად, რომელიც აუცილებელია ყველა სახის და ასაკის ცხოველისათვის. ,,ა» ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ლორწოვანი გარსის გადაგვარებას, ინფექციური დაავადებების ზრდის საშიშროებას, სიგამხდრეს, მამრობითი სქესის პირუტყვის სასქესო ჯირყვლების გადაგვარებას და სხვა. ,,ა» ვიტამინის ნაკლებობას თავიდან ავიცილებთ, თუ ცხოველთა საკვებად გამოვიყენებთ იონჯას და სამყურას მწვანე მასას, ბალახის ფქვილს, თევზის ქონს, პრეპარატებს და სხვა.

სუფრის მარილი _ შეიცავს 39,9 % ნატრიუმს ღია 60,7 % ქლორს. იგი აუცილებელია ყველა სახის ცხოველისათვის. სუფრის მარილით ცხოველის დაკმაყოფილება აუცილებელია იმდენად, რამდენადაც მცენარეული საკვების უდიდესი ნაწილი ღარიბია ნატრიუმითა და ქლორით, გარდა ამისა იგი აუმჯობესებს საკვების გემოს.

წყალი _ ცხოველთა ჯანმრთელობისა და პროდუქტიუ-ლობისათვის აუცილებელი ნივთიერებაა. წყალი არის გამხსნელი მთელი რიგი ნივთიერებებისა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში. მაგალითად 300 კგ მ.რ.პ. წყლის შემცველობა არის — 61 %. ხოლო ღორებში — 44%. სასმელი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 8-12 გრადუსის ფარგლებში.

დასაწყურებლად საუკეთესოა გამოვიყენოთ ავტომატური სარწყურებლები, რაც აუმჯობესებს ცხოველთა პროდუქტიულობას. უხარისხო წყლით დაწყურვება შეიძლება გახდეს ინფექციური და ინფაზიური დაავადებების წყარო და მიზეზი მოწამლვისა ზედმეტად თბილი წყალი ცუდად კლავს წყურვილს. არ არის რეკომენდირებული ცხოველთა დაწყურება ნორჩ ბალახებზე ძოვების შემდეგ.

ავტორი:  მერაბ მამულაძე
წყარო: დისრეტაცია-სამთო პირობებში საკვების დამზადების მექანიზაცია მცირე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB