ფურის დაგრილების და ხბოს მოგების კალენდარი

ძროხა, ხბო, მაკეობა

ჯანმრთელი ხბოს გასაჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფურისთვის შესაფერისი ბუღის შერჩევას.

თუ ფური და ბუღა იმყოფებოდნენ არასათანადო პირობებში, იკვებებოდნენ არასრულყოფილად, განაყოფიერების პროცენტიც დაბალია და ხბოებიც დაბალი სიცოცხლის უნარის მქონე იბადებიან.

აღწარმოებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქონლის ასაკს

მიღებულია რომ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფიზიოლოგიურ მომწიფებას აღწევს 16-20 თვის ასაკში და სწორედ ამ დროს უნდა დავაგრილოთ ისინი. ფურების ახურება ხდება რეგულარულად, ყოველ 18-21 დღეში ერთხელ, ამიტომ საჭიროა თვალყური ვადევნოთ საქონლის მდგომარეობას.

როგორ განვსაზღვროთ დაგრილების დრო

ახურების დროს ფურს (დეკეულს) სასქესო ორგანოდან გამოსდის გამჭვირვალე ლორწოვანი სითხე. 1-2 დღის შემდეგ იწყება აღგზნება, ძროხები (დეკეულები) მეტს მოძრაობენ, მოუსვენრად არიან, ბღავიან, ხშირად ინაცვლებენ ფეხებს, ახტებიან სხვა ცხოველებს (შეიძლება ადამიანსაც), ეკარგებათ მადა, ქვეითდება წველადობა. ასეთ ფური ადვილად იკარებს ბუღას, ნდომის პერიოდი ხანმოკლეა-გრძელდება 10-23 საათი.

ფურს შევამჩნევთ თუ არა ახურებას, სწრაფად უნდა შევაწყვილოთ ბუღასთან, დაგვიანებისას შეიძლება ციკლმა უშედეგოდ ჩაიაროს.

ფურის მაკეობის კალენდარი

ხბო

ცხოველთა შეწყვილება უნდა მოხდეს მშვიდ გარემოში.

ხბოების სიმახინჯის ასარიდებლად დაუშვებელია, ცხოველთა შიდა ნათესაური შეწყვილება, ფურს უნდა შევურჩიოთ მისი ტანის შესაბამისი ბუღა, ეს თავიდან აგვაცილებს მშობიარობის გართულებას.

ავტორი: თ. ყურაშვილი

თქვენი რეკლამა