მონბელიარდის ჯიშის ძროხა

2401 Views

მონბელიარდის ჯიში გავრცელებულია და წარმოდგენილია ყველა კლიმატურ ზონაში. ჯიშის პოპულარობა აიხსნება ცხოველის ნებისმიერ პირობებთან, შენახვის სისტემასთან შესანიშნავი ადაპტირების უნარით და მაქსიმალურად ეფექტურად მოიხმარს უხეშ საკვებს.

ეს ძლიერი, არაპრეტენზიული ცხოველია. პროდუქტულობის საშუალო მაჩვენებელია – 7697 კგ რძე 305 დღის განმავლობაში, ცხიმიანობით 3,89% და 3,45% ცილების შემცველობით.

ჯიშს საუკეთესო სახორცე თვისებები გააჩნია. მოზვრების საშუალო დღიური წონამატი შეადგენს 1200-1300 გრამს და უფრო მეტს, კვების რაციონზე დამოკიდებულებით.

ნაკლავის გამოსავალი – ძროხებისთვის 52-54%-ია, მოზვრებისთვის 56-58%, ჭარბი ცხიმის გარეშე.

მონბილიარდის ხარის წონა მერყეობს 900-1200 კგ ფარგლებში, ზრდასრული ძროხის – 650-750 კგ. ხარის სიმაღლეა მინდაოში 144-150 სმ, ძროხების – 135-140 სმ.

მონბელიარდის ძროხის ჯიშებს აქვთ განიერი მკერდი, სწორი და გრძელი, კარგად დაკუნთული ზურგი და უკანა ნაწილი, მასიური ჩონჩხი ძლიერი სახსრებით და კიდურების კარგი ფორმით.

ბალნის საბურველი წითლიდან წითელ-ჭრელამდე ფერისაა, ამასთან ფეხები და მუცლის ქვედა ნაწილი აუცილებლად თეთრია. თავი ასევე თეთრია, დასაშვებია წითელი ფერი თვალების ირგვლივ (სათვალეები) და ლოყებზე.

ცური კარგად მიერთებულია, ჯამისებრი ფორმის, მაღალი და განიერი უკანა მხარეს, კარგად გამოკვეთილი კვანძებით და ვენებით, სარძეო ჭა ჰორიზონტალურია, განლაგებული მკაფიოდ ბარძაყებს ზემოთ, ცურთითები სწორი ცილინდრული ფორმის, საშუალო ზომის, განლაგებულია თითოეული მეოთხედის შუაში და მიქცეულია ცოტათი შიდა მხარეს.

დღესდღეობით მონბილიარდის ძროხა ერთ-ერთი საუკეთესო მერძეულ-მეხორცული ჯიშია მსოფლიოში (მაღალი სარძეო პროდუქტულობა, რძის და ხორცის ხარისხი, მოვლის სიადვილე, წველის საკმაო ინტენსიურობა, ნაყოფიერება და ხანგძლივი პროდუქტული გამოყენება).

ის შესაძლებელია გარანტირებულად გამოვიყენოთ ჯიშის გასაუმჯობესებლად.

მონბელიარდი, ძროხა

რძის სამრეწველო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და სარძეო ფერმის ეფექტური მართვა საქართველოში.

სტატიას აქვა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: ძროხის ქართული ენდემური-აბორიგენული ჯიშები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB