მეგრული თხა — ხალხური სელექციით გამოყვანილი უძველესი ჯიში

1869 Views Comment Off

მეგრული თხა უძველესი ჯიშია. გამოყვანილია ხალხური სელექციით, მრავალი საუკუნის მანძილზე ხალასჯიშიანი მოშენების გზით და სარძეო პროდუქტიულობაზე გათვლილი გადარჩევით.

საკმაოდ მალმწიფადი ჯიშია. ბიოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია მაღალტენიანი კლიმატისადმი შეგუებისა და ძნელადმისადგომი, მაღალმთიანი და კლდიანი, აგრეთვე კოლხეთის დაჭაობებული ბარის ეკალ-ბარდიანი და შამბნარიანი საძოვრების ათვისების უნარი;

ნაკლებად მომთხოვნია მოვლა-შენახვისა და კვების პირობებისადმი, ხასიათდება დაავადებებისადმი მაღალი რეზისტენტობით, აგრეთვე. კარგი ჯოგური და დედობრივი ინსტინქტით.

ჯიშში განასხვავებენ ორ ტიპს – მთისას და ბარისას.

მთის ტიპის ცხოველები უფრო დიდტანიანები და სარძეო-სახორცე პროდუქტიული მიმართულების არიან. ვაცის სიმაღლე მინდაოში 70 სმ, ცოცხალი მასა კი 60-70 კგ- ია, დედალი თხის (ნეზვის) შესაბამისად 65 სმ და 45-50 კგ; თავის მხრივ, ბარის ტიპის თხა სარძეო პროდუქტიული მიმართულებისაა და ხასიათდება ნაზი კონსტიტუციით. ვაცების ცოცხალი მასაა 50-55 კგ, ნეზვებისა კი 35-38 კგ.

მოკლე აღწერა

სხეული დაფარულია მოკლე 3-4 სმ სიგრძის უხეში ბეწვით, საფარი თივთიკს საერთოდ არ შეიცავს. რქები მეგრულ თხას საკმაოდ გრძელი და ხმლისებრ მოხრილი აქვთ.

ცხოველების უმეტესობა (64%) თეთრი ფერისაა. გვხვდება ჩალისფერი, შავი, ნაცრისფერი და წითური ფერის ინდივიდებიც.

მდედრები საკმაოდ ნაყოფიერები არიან. ყოველი ხუთი ნეზვიდან ტყუპს იგებს ორი (ნაყოფიერება 130-140%). ლაქტაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 250 დღეა, იწველის 300-400 კგ რძეს, 4-4,5% ცხიმით.

1939-40 წლებში, ქ. მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე წალენჯიხის რაიონიდან წარმოდგენილი ყოფილა მეგრული ჯიშის თხა, რომელსაც ლაქტაციის მანძილზე მოუწველია 4,0% ცხიმიანობის 759 კგ რძე.

1935 წელს ჩამოყალიბდა მეგრული თხის ჯიშთსაშენი, ხოლო წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის რაიონებში შეიქმნა სანაშენე ფერმები.

1941 წელს გამოიცა ჯიშის სანაშენე წიგნის პირველი ტომი, რომელშიც შეიყვანეს 103 სული ცხოველი. შემდგომ სანაშენე წიგნის გამოცემა შეწყდა.

დღევანდელი მდგომარეობა

გავრცელებულია სამეგრელოში, სვანეთში, აჭარასა და აფხაზეთში, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში.

სტატისტიკური მონაცემებით, 1952-1953 წლებში თხის მთლიანი რაოდენობა საქართველოში 250-300 ათას სულს აღწევდა, 1980-1985 წლებში კი 100-102 ათასს; 2012 წლის 1 იანვრისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თხის სულადობამ მხოლოდ 13,2 ათასი შეადგინა.

ამასთან, 1990 წლიდან სასელექციო-სანაშენე მუშაობის შეწყვეტის, აგრეთვე უსისტემო, ხშირად ნათესაური შეწყვილების პირობებში კატასტროფულად შემცირდა ტიპური ინდივიდების რაოდენობა; ასეთი მდგომარეობის გამო ჯიშს გადაშენების საფრთხე ემუქრება.

წყაროები: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა;
ალ. ღლიღვაშვილი, ა. გიგაური, თხის მოშენება;
ვ.ღლიღვაშვილი, საქართველოს მეთხეობა (მონოგრაფია);
ვ. ღლიღვაშვილი, მეთხეობის დარგის და პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია;

მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.
*თხის ფოტო სამწუხაროდ ვერ მოვიპოვეთ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB