მებოცვრეობა-რამოდენიმე პრაქტიკული რჩევა მებოცვრე ფერმერებს

2685 Views Comment Off

ჩვენ ხშირად მოგვმართავენ მებოცვრე ფერმერები მათთვის აქტუალური საკითხების თაობაზე, გთავაზობთ ძირითად რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვნად წაგადგებათ.

1)  ბოცვერს უნდა ჰქონდეს: სუფთა, მშრალი და ორპირი ქარისგან დაცული ადგილი.

2)  3-5 კარგი მერძეული დედიდან შეგიძლიათ მიიღოთ 320კგ წონის 100 მდე მოზარდი.

3)  უნდა ვერიდოთ ნათესაურ შეწყვილებას.

4)  ადრე გაზაფხულის ბაჭია ყოველთვის უფრო სიცოცხლისუნარიანია

5)  დედალი ბოცვერი უმჯობესია შევაჯვაროთ 5-6 თვის ასაკში.

6)  შეჭყვილების დროს დედალი ბოცვერი უნდა ჩავუსვათ მამალს და არა პირიქით.

7)  შეწყვილების დროს გალიიდან უნდა ამოვიღოთ ყველანაირი ინვენტარი .

8)  დაგრილებიდან 5-6 დღის შემდეგ განმეორებით ისევ ვსვავთ მამალთან გადასამოწმებლად.

9)  დაბაჭიანებამდე 5-6 დღით ადრე უნდა ჩაუდოთ გალიაში ყუთი

10)  მრავალი დაბაჭიანების დროს უნდა ჩავდგათ ორი ბუდე და ბაჭიები გადავანაწილოთ.

11)  დაბაჭიანების დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წყალი

12)  ბოცვერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საღრღნელი რაიმე ნივთი.

13)  მოზარდი დედებისათვის წელიწადში საჭიროა

  • კონცენტრირებული საკვები – 50კგ
  • თივა – 50კგ
  • ძირხვენა – 60კგ
  • მწვანე მასა – 190კგ

14)  ზრდასრულ დედალს და მამალს მოსვენების პერიოდში უნდა მიეცეს

  • 45% — კონცენტრატი
  • 15% — უხეში საკვები
  • 40% — ძირხვენები

ლაქტაციის დროს ეს რაციონი იზრდება 3-ჯერ.

15)  შეწყვილების და მაკეობის დროს რაციონები – დღიური

  • მარცვლოვნები  90 -100გრ.
  • მზესუმზირა კოპტონ. — 35გრ
  • თივა  — 180გრ
  • ძირხვენები – 250გრ
  • მარილი – 1გრ

16)  არა არის რეკომენდირებული მწვანე მასის გამოშრობის გარეშე მიცემა

17)  ასალოკი მარილი უნდა ეძლეოდეს მუდმივად.

ბოცვერის შერჩევისთვის უნდა გავითვალისწინოთ ბოცვრის ტიპები:

1) უხეში ბოცვერი – ამ ტიპის ბოცვერს აქვს უხეში თავი, მასიური ძვლები, უხეში ტყავი, ძლიერი კუნთები, უხეში ბეწვი.

2) მაგარი ბოცვერი – ამ ტიპის ბოცვერს ახასიათებს ნაკლები ცხიმიანობა, თავი მომრგვალო ან მოგრძო. ძვლები მაგარი მკერდი ფართოდ ჩაღრმავებული ტანი მოგრძო, კანი ელასტიური, ასეთი ბოცვერი გამოიყენება სანაშენედ.

3) ნაზი ბოცვერი  — ხასიათდება სუსტი ძვლებით, ელასტიური ტყავით, აქვს ნაკლებად განვითარებული კუნთები. ასეთი ტიპი იწუნება.

4) ფუმფულა აგებულების ტიპი – ხასიათდება ძალიან სუსტი ძვლებით, კუნთები გაფუებული , ბეწვი რბილი და თხელი.

დავით ბოსტაშვილი, “ასოციაცია მომავლის ფერმერი”, ვეტკონსულტანტი, ვეტერინარიის დოქტორანტი
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB