კურო მწარმოებლის კომბინირებული საკვების რეცეპტები

1445 Views

კუროს ნორმირებული კვების ორგანიზაციის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს, მისი მუდმივად სანაშენო კონდიციაში ყოფნა.

ცოცხალი მასის გაკონტროლება ხდება ყოველთვიური აწონვით.

კურო მწარმოებლისათვის რეკომენდებულია ულუფის შემდეგი სამაგალითო სტრუქტურა, საერთო ენერგეტიკული ღირებულებიდან გამომდინარე.

იხილეთ ცხრილი.

კონცენტრატიული საკვები უკეთესია მიეცეს ნარევის სახით, დაქუცმაცებული შვრიის, ქერის ფეტვის, სიმინდის მარცვლისაგან. კურო მწარმოებლისათვის მზადდება სპეციალური კომბინირებული საკვები.

ზაფხულის პერიოდში კომბინირებული საკვების რეცეპტურაში აუცილებელია შეტანილ იქნეს ნახშირწყლოვანი კონცენტრატები: ქერი, სიმინდი, ხოლო ზამთარში პროტეინით მდიდარი საკვები: კოპტონი, შროტი, ქატო. ხორბლის ფქვილს სანაშენო კუროს კვებაში იყენებენ შეზღუდული რაოდენობით 2 კგ-მდე დღეღამეში, ვინაიდან მიცემის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს საყლაპავი მილის გამტარუნარიანობა წიგნარასა და ბადურას განყოფილებაში.

სანაშენო კუროს კვებავენ დღეღამეში 3-ჯერ ინდივიდუალური საკვებურიდან. დილით აძლევენ კონცენტრატული საკვების სადღეღამისო ნორმის ნახევარს, ჭარხლის ან სტაფილოს ნაწილს, თივას 2-3 კგ. შუადღით — სილოსი ან სენაჟი და ჭარხლის ან სტაფილოს დარჩენილ ნაწილს. საღამოს — თივას და კონცენტრატის დანარჩენ ნაწილს.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი,
ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3606 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB