იმერული ცხვარი — ქართული ცხვრის ჯიში

969 Views Comment Off

იმერული ცხვარი ძველი კოლხური ცხვარის შთამომავალია. გავრცელებულია იმერეთში, აგრეთვე რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში.

ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით და მკვირცხლი ტემპერამენტით. თავი საშუალო ზომის და ხმელი, ზურგისა და წელის ხაზი სწორი, კიდურები მოკლე, დგომა სწორი, მუცელი მოცულობიანი და ჩამოშვებული, გვხვდება როგორც რქიანი, ასევე ურქო ფორმები.

სულადობის უმეტესობას კუდი მჭლე აქვს, ცალკეულ ინდივიდებში გვხვდება ცხიმკუდიანობის ნიშნებიც, რაც თუშურ, ვოლოშურ და ყარაჩაულ ცხვრებთან უსისტემო შეჯვარებების შედეგია.

თანაბრად კარგად ეგუება ნესტიან და მშრალ ჰავას, აგრეთვე კლიმატური პირობების მკვეთრ ცვალებადობას.

სხვა ჯიშებთან შედარებით პატარა ტანისაა:

• ზრდასრული ნერბების მასა 28-32 კგ;

• ვერძების კი 35-37 კგ-ია;

• ცალად მოგებული ახალშობილი ბატკნის მასა- 1,7-1,9 კგ;

• ტყუპად ან სამცალად დაბადებულების კი 0,8-1,4 კგ-ია.

გამოირჩევა მალმწიფადობით. ექვსი თვის ასაკის დედალი ბატკანის მასა ზრდასრული იმერული ცხვრის 75%-ს აღწევს, ე.ი. ფიზიოლოგიურად მოწიფებულია და შეიძლება დაგრილდეს.

საბურველი თხელი და ნაირბეწვიანია. მატყლი, ძირითადად თეთრი ფერის და ბზინვარეა. უხეში ბეწვი დიამეტრით გარდამავალს უახლოვდება. ვერძების წლიური ნაპარსი 2,0 კგ, ნერბების- 1,4-1,7 კგ, ბატკნის -0,7 კგ-ია.

ცხვრის უმეტესი ჯიშებისაგან განსხვავებით მას გამრავლების „მკვდარი სეზონი“ არა აქვს. როგორც წესი, წელიწადში დოლდება ორჯერ და ნერბების 94% ერთ მოგებაზე გვაძლევს ორ და მეტ ბატკანს.

მრავალნაყოფიერებისა და ბატკნების ზრდის მაღალი პოტენციის წყალობით ერთი ნერბიდან წელიწადში შეიძლება ვაწარმოოთ 51 კგ-მდე ხორცი (მათ შორის 40 კგ ბატკნის) და 3,5 კგ მატყლი.

/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/
ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

იხილეთ აგრეთვე: თუშური ცხვარი

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
950 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
71 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB