ძროხა-ძროხის რამდენიმე გავრცელებული ჯიში საქართველოში

2577 Views Comment Off

მსოფლიოში ცნობილია 1000–ზე მეტი ძროხის სხვადახვა ჯიში. საყოველთაოდ გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით მათ ყოფენ: სარძეო, სახორცე და კომბინირებული (სარძეო-სახორცე და სახორცე-სარძეო) მიმართულების ჯიშებად. საქართველოში სახორცე ჯიშები გავრცელებული არ არის, მაგრამ აქ გავრცელებულია სარძეო და კომბინირებული მიმართულების ჯიშები.

ქართული მთის ძროხის ჯიში – ეს ჯიში უძველესია. ეს ძროხა ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ დასავლეთ საქართველოში და მის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების წლებში უცხო ჯიშებთან ცხოველთა მასობრივი შეჯავრების შედეგად ადგილობრივი ძროხის გავრცელების არეალი ძალიან შემცირდა. ამჟამად ის შემორჩენილია კავკასიონის ქედის ფერდობებსა და მთიან აჭარაში.

ტანად ადგილობრივი მთის ძროხა ძლიერ პატარაა, ფურის საშუალო სიმაღლე მინდაოში 98-110 სმ-ს შეადგენს, ფერად სხვადასხვაა, უმეტესად შავი, ზოგჯერ მოწითალო-ჩალისფერი ან წაბლა, ჭრელი ცხოველებიც საკმაოდ ხშირად გვხვდებიან. ამ ჯიშის ცხოველები გამოირჩევიან შიმშილის, სიცივისა და სხვა ცუდი გარემო პირობებისადმი ამტანობით, რძის მაღალი ცხიმიანობით, ხორცის მაღალი კულინარიული თვისებებით და განწველის კარგი უნარით.

პრიმიტიულ პირობებში დაბადებისას ხბოს მასა 13-15 კგ-ს შეადგენს, კუროს ცოცახალი მასაა 250 კგ, ფურისა 180-220 კგ, წლიური წველადობა მოვლის პირობებიდან გამომდინარე ძალზე მერყეობს 700 კგ-დან 1900 კგ-მდ (საშუალოდ 900-1200 კგ) ცხიმიანობა 4,2-4,5 %-მდე.

კავკასიური წაბლა ჯიში – ეს ჯიში საქართველოსთან ერთად გამოიყვანეს სომხეთში, აზერბაიჯანშა და დაღესტანში, ადგილობრივი ძროხის შეჯვარებით უმთავრესად შვიცურ ჯიშთან. კავკასიურ წაბლა ჯიშში ხელსაყრელად არის შეხამებული ადგილობრივი ძროხის გამძლოება საქართველოს მთისა და ბარის პირობებისადმი შეგუებულობა და ცხიმრძიანობა, შვიცური ჯიშის მაღალ ცოცხალ მასასა და წველადობასთან.

ამ ჯიშის ცხოველები ფერად წაბლაა და ჰარმონიული აგებულებით გამოირჩევა. მას თავი საკმაოდ მსუბუქი აქვს, გულმკერდი კარგად განვითარებული, ზურგი და გავა გრძელი და განიერი, შვიცურ ჯიშთან შედარებით ის უფრო დაბალ და ღონიერ კიდურებზე დგას, ჩლიქები მაგარი აქვს, ხოლო ტანი უფრო მოკლე და მკვრივი.

დაბადებისას დეკეულების საშუალო მასაა 28 კგ, მოზვრებისა 30 კგ. კუროების მასა 700 -750 კგ-ია, ფურების 400-450 კგ, წველადობა 3100 კგ რძე, ცხიმიანობა 3,7 %. ამასთანავე საქართველოში მცირე ფერმერულ მეურნეობებში კვების დაბალი დონის გამო ცხოველთა ცოცხალი მასისა და წველადობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

კავკასიური წაბლა ჯიში კომბინირებული (სარძეო-სახორცე) მიმართულებისაა. დაბადებიდანვე კარგად ნაკვები ამ ჯიშის მოზვრების დღეღამური წონა მატი ხშირად 900-1000 გ-ს აღწევს, ხოლო საშუალო ცოცხალი მასა 345 კგ-ს, ნაკლავის გამოსავალი 57-60 %, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

შვიცური ჯიში – ეს ჯიში დაახლოებით 1000 წლის წინ, შვეიცარიის მთებშია გამოყვანილი. ის სარძეო-სახორცე მიმართულებისაა და წაბლა ფერით ხასიათდება, აქვს მაგარი პროპრციული აგებულება და აკლიმატიზაციის კარგი უანრი. მაღალი პროდუქტიულობის გამო ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელბული, სადაც მისი მონაწილობით გამოყვნილია ახალი ჯიშები.

კუროების ცოცხალი მასა 900 კგ, ფურისა 550 კგ, წველადობა 3600 კგ, ცხიმიანობა 3,6 %, რიგ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო დიდია.

შავჭრელი ჯიში – ამ სახელწოდების მქონე ჯიში გამოყვანილი იქნა რუსეთში, იმავე ფერის ჰოლანდიურ ძროხასთან შეჯვარების გზით. ეს ჯიში შემოყვანილი იქნა საქართველშო სადაც კარგად შეეგუა ადგილობრივ პირობებს და საკმაოდ ფართოდ გავრცელდა (ფაქტიურად ის მეორე ადგილზეა კავაკსიური წაბლას შემდეგ).

სრულასაკოვანი კუროს მასა 880 კგ, ფურისა 550 კგ, წლიური წველადობა 4000 კგ რძე, 3,6 % ცხიმის შემცველობით.

ჰოლშტეინური ჯიში – შავ-ჭრელ პირუტყვს ამერიკაში და რიგ სხვა ქვეყნებში ამჟამად ჰოლშტეინურს უწოდებენ. ის მიღებულია ჰოლანდიიდან შემოყვანილი პირუტყვის ხალასი მოშენებით, უხვი და სრულფასოვანი კვების ფონზე წარმოებული სელექციით, ეს ჯიში წველადობით ყველა სხვა ჯიშს აღემატება.

კუროს საშუალო ცოცხალი მასა 900-1000 კგ-ს უდრის, ფურისა 680-700 კგ-ს, ცხიმიანობა არ არის დიდი და 3,6%-ს არ აღემატება.

ველის წითელი ჯიში მიღებულია უკრაინაში სხვადასხვა ჯიშების შეჯვარების შედეგად. ამ ჯიშის ძროხები ხასიათდებიან კარგად გამოხატული რძიანობის ნიშნებით, საშუალოზე სუსტად განვითარებული მუსკულატურით, დიდი ამტანობით, ფერად წითელია.

სრულასაკოვანი კუროს ცოცხალი მასა 800 კგ, ფურისა 520 კგ, წველადობა 3700 კგ რძე, 3,7 % ცხიმინობით. ჯიშის სახორცე პროდუქტიულობა არ არის მაღალი, სუქებისას მოზვრის დღეღამური წონამატი 800-950 გ-ს აღწევს, ნაკლავის გამოსავალი 52-55 %-ს შეადგანს.

ეს ჯიშიც საკმაოდ ფართოდააა გავრცელებული საქართველოში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB