ძროხის ჰოლშტინური ჯიში — სარძეო მიმართულება

1361 Views

ჰოლშტინური ჯიში — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში. გამოყვანილია აშშ და კანადაში ჰოლანდიური ძროხის ხალასჯიშიანი მოშენებით გაუმჯობესების გზით.

საკმაოდ დიდტანიანი ცხოველია, ფურების სიმაღლე მინდაოში 142-145 სმ, კუროების 155-160 სმ; ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 600-700 კგ, კუროების 950-1100 კგ, ახალშობილი ხბოს კი 30-35 კგ-ია;

ექსტერიერით ტიპიური სარძეო პროდუქტიული მიმართულების ცხოველია-თავი მსუბუქი, კისერი საშუალო სიგრძის და შედარებით წვრილი, მკერდი საშუალო სიღრმისა და განიერი; სხეულის უკანა მესამედი გრძელი და ფართო, ძვლეული წვრილი, კანი თხელი და დაფარულია ხშირი, მოკლე და ბზინვარე ბალანით; კისერზე კანი დანაოჭებულია, კიდურები და ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, უპირატესად ჯამისებრი ფორმის, კერტები უმეტესად ცილინდრული ფორმის.

ჯიში ფერად შავ-ჭრელია, მაგრამ გვხვდება წითელ-ჭრელი ჰოლშტინებიც.

ძროხა

ფურების საშუალო მონაწველი 8000–10000 კგ. ამასთან, რძეში ცხიმის და ცილის შემცველობა, ძირითადად, არ არის დიდი და, შესაბამისად, 3,6 და 3,1%-ს შეადგენს.

სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით დღეს არსებული ყველა მსოფლიო რეკორდი, გარდა რძეში ცხიმისა და ცილის შემცველობისა, ეკუთვნის ამ ჯიშის ფურებს.

ძროხა

მას აშენებენ დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიაში და აზიის კონტინენტზე; შემოყვანილია საქართველოშიც, სენაკის რაიონის სოფ. თეკლათში, (კოოპერატივი “ტყირი”), საიდანაც გავრცელდა სხვა რაიონებშიც.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

სტატიას აქვს საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: ჰერეფორდული ჯიშის ძროხა — სახორცე პროდუქტიული მიმართულება


Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
102 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2513 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB