«ბერთა მთა» ევროპიდან წვრილფეხა საქონლის იმპორტს გეგმავს

121 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის იაფი აგროკტედიტით გასულ წელს შპს „ბერთა მთამ“ ისარგებლა, რომელმაც სესხის სახით 250 ათასი დოლარი აიღო.

აღნიშნულ თანხას კომპანია მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მიწათმოქმედების განსავითარებლად იყენებს. „კომერსანტთან“ საუბრისას „ბერთა მთაში“ აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი ევროპიდან წვრილფეხა ცხოველების ჩამოყვანას აპირებენ.

ისინი ვერ აკონკრეტებენ თუ რა რაოდენობის ცხოველს ჩამოიყვანენ და ამბობენ, რომ მათი რაოდენობა ტრანსპორტირების ფასის გარკვევის შემდეგ დაზუსტდება. სამივე დარგის განსავითარებლად კი კომპანიაში 1 მილიონამდე ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ.

„ბერთა მთაში“ აცხადებენ, რომ აგროკრედიტით აღებული თანხის ნაწილი ფერმების კეთილმოწყობასა და განვითარებას უკვე მოხმარდა, დარჩენილი თანხა კი მათ გაფართოებაზე დაიხარჯება.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათ აგროკრედიტით განმეორებით სარგებლობის საჭიროება ამ ეტაპზე არ აქვთ რადგან დარჩენილ თანხასთან ერთად, თანამშრომლები პირად თანხებსაც ამატებენ.

მარიამ გეგეჭკორი
commersant.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3231 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB