ცერცვი – თესვა, თესვის წესი და ვადა

766 Views

ცერცვი (Vicia faba L.) ერთწლიანი მცენარეა, ის 70სმ-დან -180 სმ-დე (ზოგიერთი ჯიშები) იზრდება. მოჰყავთ როგორც სასურსათოდ, ისე პირუტყვის საკვებად.

ცერცვის  მარცვლისგან შესანიშნავი კონცენტრული საკვები მზადდება. აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელიც ნიადაგში ღრმად ჩადის.

ღერო სწორმდგომი, ოთხკუთხიანი, შეუბუსავი, ზოგჯერ იტოტება ფუძეში. ფოთოლი წყვილფრთართული, ფოთოლი საკმაოდ სქელი, ხორციანი, შეუბუსავი, მონაცრისფრო-მომწვანო.

ყვავილი დიდი, შეკრებილი მოკლე მტევნისებურად ფოთლის იღლიებში, უმეტესად თეთრი, იშვიათად, მოვარდისფერო, შავი ლაქებით, ნაყოფი-პარკი, დიდი ზომის, ფართო, მობრტყო ან ცილინდრული, მომწიფებისას პარკები მუქდება, მოშავო ფერს იღებს.

ცერცვი სითბოს მიმართ არ არის დიდად მომთხოვნი. აღმონაცენი 60C-მდე ყინვას უძლებს. ღივდება 3-40C სითბოზე, დიდი მომთხოვნია წყლისადმი, განსაკუთრებით ინტენსიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში.

ცერცვი, თესვა

ნიადაგის დამუშავება

ცერცვისათვის ნიადაგის დამუშავება წინამორბედის მოსავლის აღებისთანავე უნდა დაიწყოს, რათა სარეველა მცენარეებისაგან ნაკვეთი განთავისუფლდეს.

აღმოსავლეთ საქართველოში ცერცვისათვის ნიადაგი იხვნება მზრალად, ხოლო დასავლეთ საქართველოში, ადრე გაზაფხულზე, მინდორში გასვლის შესაძლებლობისთანავე.

მოხვნის შემდეგ, გაზაფხულზე იფარცხება აორთქლების შესამცირებლად და თესვის წინ ტარდება კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე დაფარცხვით.

განოყიერება

ცერცვი კარგ მოსავალს იძლევა ორგანული სასუქით განოყიერებულ ნიადაგებზე. მინერალური სასუქებიდან პირველ რიგში საჭიროებს ფოსფორიან-კალიუმიან სასუქებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცერცვი კოჟრებს იკეთებს, რითაც ახდენს აზოტის ფიქსაციას, მას მაინც სჭირდება გაზაფხულზე აზოტით გამოკვება (10-20 კგ მ.ნ. ჰა-ზე).

ცერცვი, თესვა

თესვა, თესვის წესი და თესვის ვადა

საქართველოში ცერცვის თესვის ოპტიმალურ ვადად მიჩნეულია ადრე გაზაფხული, თბილ ადგილებში შეიძლება შემოდგომაზე დაითესოს.

მას თესავენ ფართო მწკრივად, 45-60სმ მწკრივთშორისებით.

ზოგჯერ მიმართავენ ზოლებრივ თესვასაც, ზოლებს შორის 60სმ და მწკრივებს შორის ზოლში 15სმ დაშორებით. ცერცვის ჩათესვის სიღრმე 6-8სმ-ია.

თესვის ნორმად ითვლება 100-300კგ თესლი 1 ჰა-ზე (ჯიშების, თესვის წესისა და პირობების მიხედვით).

ნათესის მოვლა

ცერცვის ნათესის თესვის შემდგომი დამუშავება მდგომარეობს ნათესის მოტკეპნაში, აღმონაცენის გამოჩენამდე დაფარცხვაში და მწკრივთშორისებში კულტივაციის ჩატარებაში, შემეჩხერებასა და თოხნაში.

მოსავლის აღება

ცერცვის მოსავლის აღება იწყება პარკების 60-70% მომწიფებისას. მოსავლის დაგვიანებით აღება არ შეიძლება, რადგან პარკები გასკდება და მარცვლების ჩაცვენა დაიწყება, ეს კი გაზრდის მოსავლის დანაკარგს.

ცერცვის მოსავლის აღება შეიძლება ხორბლის ამღები კომბაინით. მარცვლის დამტვრევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შემცირდეს სალეწი აპარატის ბრუნვათა რიცხვის რაოდენობა.

ცერცვი, თესვა

შემდგენელი რუსუდან ძიძიშვილი /აგრონომიის საფუძვლები/.

იხილეთ აგრეთვე: ბარდა (Горох, Pisum) თესვა, მოვლა, მოყვანა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
ქართული რძის ნიშანი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB