სუფრის ჭარხალი-კულტურის აღწერა და მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა

1531 Views Comment Off

ჭარხალი ორწლიანი მცენარეა. ორსქესიანი. პირველ წელს ინვითარებს ფოთლებს და ძირხვენას, მეორე წელს საყვავილე ღეროს და იძლევა თესლს. იგი გრძელი დღის ჯვარედინმტვერია მცენარეა. მიუხედავად იმისა რომ იგი კარგად იტანს სიცივეს, სტაფილოსთან შედარებით უფრო მეტად მომთხოვნია სითბოსადმი.

ჭარხლის თესლი გორგლურაა რომელიც ექვსამდე თესლკვირტს შეიცავს. ამიტომაა რომ ერთი ცალი ე.წ. თესლი რამდენიმე აღმონაცენს იძლევა, რაც ზედმეტი ხელით სამუშაოების (გამოხშირვა-დანომრება) მიზეზია. ამ ბოლო დროს შექმნილი და გამოყვანილია ერთღივიანი ჭარხლის ჯიშები, რაც სწორი პუნქტუალური თესვის პირობებში გამოხშირვა დანორმების ჩატარებას გამორიცხავს. 

ჭარხლის ძირების ფორმა სხვადასხვაა: ოვალური – მომრგვალო, ბრტყელი, თითისტარისებრი, გაგრძელებული – ყუნწისებრი, ძირხვენა ხასიათდება სხვადასხვა ინტენსიურობის წითელი შეფერვით.

ძირხვენის სიდიდე სხვადასხვაა, ამასთან, რაც მეტია ძირხვენის სიმსხო, მით უფრო დაბალია მისი ხარისხი. მეორე წელს დარგული ძირხვენა ივითარებს საყვავილე ღეროებს და იძლევა თესლს.

ჭარხლის მოსავლიანობა სათანადო მოვლის პირობებში მაღალია მაგ. ჯიში (Degypte) პოპულარული, საშ. საადრეო, უხვმოსავლიანი ჯიშია. მდგრადია დაავადებების მიმართ, ადვილად ადაპტირებადია ნებისმიერ ნიადაგში, რეკომენდირებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონში დასათესად. იზრდება ძლიერი მცენარე, სიმაღლით 32–36 სმ., მიმზიდველი, პრიალა, მწვანე ფერის ფოთლებით, ბოლქვები (ჭარხალი) მობრტყელო–მომრგვალო ფორმის, მთლიანად მუქი წითელი ფერის, ყოველგვარი ზოლებისა და უხეში რგოლების გარეშე, საშ. მასით 250–300 გრ. აქვს საუკეთესო მოტკბო გემო, არომატი და მიმზიდველი საბაზრო სახე. მოსავლიანობა ჰექტარზე 30–40 ტონა.

აღნიშნული კულტურა კარგად ეგუება ნიადაგის ტუტე რეაქციას. ცუდად იზრდება მჟავე ნიადაგებზე. ჭარხალი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ, განსაკუთრებით აღმოცენებისა და ძირხვენის ფორმირების პერიოდში (ივნისი-აგვისტო).

ამ პერიოდში ტენის ნაკლებობა იწვევს ძირხვენების გამოშრობა-გახევებას, ხოლო ჭარბი ტენი აფერხებს კულტურის ზრდას და იწვევს მოსავლის რაოდენობრივ კლებას. კულტურათა მონაცვლეობისას ჭარხლის საუკეთესო წინამორბედებია: კიტრი, საადრეო კარტოფილი და კომბოსტო.

ჭარხლის თესლი 4 გრადუსზე ღივდება, 10-11 გრადუსზე აღმოცენდება მეათე-მეთორმეტე დღეს, ხოლო 15-18 გრადუსზე დათესვიდან სათანადო ტენის პირობებში მეხუთე-მეექვსე დღეს. 

საქართველოში დარაიონებულია სუფრის ჭარხლის შემდეგი ჯიშები: მრგვალი ფორმის — ბორდო 237, ოდნოროსტკოვაია და ადგილობრივი გრძელი ძირხვენის მქონე — გორული ერფრუტის. 

სუფრის ჭარხალი მეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს ნიადაგის ნოყიერებას, ამიტომ ის დადებითად რეაგირებს მინერალური სასუქების გამოყენებაზე. რეკომენდირებულია შემდეგი დოზები: N60- 65 P60-70 K50-55 კგ-ჰაზე შეტანა. მინერალური სასუქები უნდა შევიტანოთ შემოდგომაზე მზრალად ხვნის წინ — მთლიანი დოზის ნახევარი ან ¾, ხოლო დანარჩენი თესვისწინა დამუშავებისას. 

აგროტექნიკა

ჭარხალი უნდა დაითესოს ისე, რომ ნათესში ადვილი იყოს მწკრივთა შორის მექანიზაციით დამუშავება, ხელით თოხნა და რწყვა. 

სარეველების საწინააღმდეგოდ უნდა გამოვიყენოთ ჰერბიციდები რომელთა არჩევანი დიდია. შეიძლება გამოვიყენოთ 96 პროცენტიანი დუალი 1,6 – 2,6 კგ-ჰა და ან 72 პროცენტიანი რონიტი 5,3 – 11,1 ლ|ჰა ნიადაგში ჩაკეთებით, ან 70 პროცენტიანი გოლტიქსი 5-6 კგ.ჰა 400 ლ წყალში გახსნილი, ნიადაგში ჩაკეთებით.

შესხურების ვადაა თესვის შემდეგ მცენარის აღმოცენებამდე ან ნათესების 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. შეიძლება გამოვიყენოთ 15,15,7 პროცენტიანი ან 80 პროცენტიანი შეტანალი შესაბამისად 5-6,2 და 6-8 კგ/ჰა, ან 80 %-იანი ბერეფენი 4-6 ლ/ჰა, კულტურის ორი ნამდვილი ფოთლის ფაზიდან, ან 60 პროცენტიანი პირამინი 4-6 კგ/ჰა. 

ჭარხლის აღმოცენება თბილ ამინდში დათესვიდან 8-12 დღის შემდეგ იწყება. აღმოცენებისთანავე ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს მექანიზაციით ან ხელით თოხის მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნათესის გამოხშირვას — ჯგუფური აღმონაცენი აუცილებლად უნდა დანომრდეს.

პირველი გამოხშირვისას მცენარეები უნდა დავტოვოთ 4-6 სმ დაშორებით, მეორე კი უნდა ჩავატაროთ იმ ფაზაში როცა ფოჩი და წვრილი ძირები მხალად გამოდგება და საბოლოოდ მცენარეები უნდა დავტოვოთ 10-15 სმ დაშორებით. ამ პროცესის გაადვილების მიზნით ჭარხლის ნათესს კულტივატორის გარდიგარდმო გატარებით ათაიგულებენ, აწარმოებენ ბუდნების გამოხშირვას, ბუდნებში ტოვებენ 2-4 მცენარეს და ა.შ. 

ჭარხალი საჭიროებს 3-4-ჯერ მორწყვას, ნიადაგის 2-3-ჯერ გაფხვიერებას, გამოხშირვა დანომრებას, მავნებელ დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

ჭარხალი ავადდება პერონოსპოროზით, ცერკოსპოროზით, ფომოზით, ჟანგათი, ბაქტერიული ლაქიანობით, ძირხვენები კი რიზიოქტონიოზით, მურა სიდამპლით, ფუზარიოზული სიდამპლით, მშრალი სკლეროციოზით და ა.შ. ჭარხლის ფაროსანი,ჭარხლის ცხვირგრძელა და ა.შ.

ნიადაგის ნარიჭამია მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა ტარდება ისე, როგროც ზემოთაა აღწერილი, გრანულირებული დურსბანის ან ბაზუდინის გამოყენებით, მახრის შემთხვევაში კი თუთიის ფოსფიდზე დამზადებული მისატყუარი მასალებით.

სპეციალიზებულ მავნებლებსა და დაავადებებზე ბრძლოა ტარდება 0,5 პროცენტი სპილენძის ქლორჟანგითა და 25 პროცენტიანი არივოს (შერპა) 0,4 ლ/ჰა ან 2,5 პროცენტიანი დეცისი 0,25 – 0,5 ლ/ჰა კომბინირებული ნაზავით 2-ჯერადი შესხურებით, სათესლე ძირხვენების დამუშავება ხდება 45 პროცენტიანი ტექტო 450-ის სუსპენზიით შენახვამდე, 30 მლ პრეპარატი გახსნილი 4 ლ წყალში სხურდება 1 ტ ძირხვენას. თესლი მუშავდება 80 პროცენტიანი ტმთდ-თი, 15 ლ სუსპენზია 1 ტ — ზე. 

ძირხვენებს იღებენ შემოდგომაზე მცირე ყინვების დაწყებისთანავე — დიდ ფართობებზე სპეციალური ჭარხლის სათხრელი მანქანით, ხოლო მცირეზე — ხელით. ამოღებული ჭარხალი უნდა შეშრეს, შემდეგ წაეჭრას დანით ფოჩი ძირხვენის მაღლა (1,5 – 2,0 სმ დაშორებით). ფოჩწაჭრილი გასუფთავებული ძირხვენა მაშინვე უნდა გაიგზავნოს სარეალიზაციოდ, ანდა იმ დღესვე შეინახონ ორმოში ან მიწის ზედაპირულ გროვებად.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB