ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი

ვაზი, ჯიშები, საქართველო, მევენახეობა

ნაშრომში წარმოდგენილია 584 ქართული ადგილობრივი და სელექციური ვაზის ჯიშის მოკლე ამპელოგრაფიული აღწერა: სინონიმების, წარმოშობის რეგიონის, ძირითადი სამეურნეო პარამეტრებისა და ღვინის ტიპების ჩვენებით.

ცნობარი დახმარებას გაუწევს მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებს, მეცნიერებს, ამ დარგების სპეციალისტებს თუ რიგით მეურნესა და ფერმერს, რომლებსაც სურთ ინფორმაციის მიღება ქართულ ვაზის ჯიშებზე, მათი აღწერის, მოშენება-გამრავლებისა და ქართული ღვინის ახალი მარკების შექმნის მიზნით.

წიგნი მოამზადა იქნა და იბეჭდება ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის “ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის” ფარგლებში.

ცნობარი სამი თავისგან შედგება და მასში 584 ჯიშია აღწერილი:

პირველ თავში ანბანური თანმიმდევრობითაა აღწერილი ქართული ვაზის ძველი ჯიშები, მათი საუკეთესო კლონები და ვარიაციები (სულ 434 ჯიში). მოყვანილია თითოეული მათგანის ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები.

მეორე თავი ეთმობა ნაკლებად ცნობილ ქართულ ჯიშებს (119 ჯიში), რომელთა აღწერილობა მწირი ინფორმაციის გამო მხოლოდ სახელწოდებით, ფერითა და წარმომავლობით შემოიფარგლება.

მესამე თავში პირველადაა თავმოყრილი შედარებით ცნობილი (პუბლიცირებული) და პერსპექტიული ქართული სელექციური სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები (31 ჯიში) სათანადო ამპელოგრაფიული მონაცემებით.

ნაშრომის ბოლოში დართულია გამოყენებული ლიტერატურის სია, საიდანაც დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია უფრო სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღება.

კობაიძე თ. ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი. რედაქტორები: ი. მდინარაძე, ვ. გოცირიძე. თბილისი. 2014. 168გვ.

რეცენზენტი: ნ. ჩხარტიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ვაზი, ჯიშები, საქართველო, მევენახეობა

თქვენი რეკლამა