როგორ მივიღოთ სათესლე სტაფილო

სტაფილოს, თესლი, სათესლე, მასალა

სტაფილოს თესლის მიღების მიზნით უნდა გადაირჩეს მხოლოდ კარგად ფორმირებული, ჯანსაღი ძირხვენები, ჯიშისათვის დამახასიათებელი ფორმით, ზომით და შეფერილობით.

გადარჩეულ ძირხვენებს 1-2 სმ-ით ზემოთ წააჭრიან ფოთლის ყუნწებს და ინახავენ სპეციალურ საცავებში, მაცივრებში ან თხრილებში (ტრანშეებში).

შენახვისათვის საუკეთესო ტემპერატურაა 0,5-20C, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 90-95%.

მცენარეების საიმედო დაცვისათვის ნარგავებს 10-15 სმ სისქეზე მიწას შემოაყრიან.

სათესლეების დარგვის ნორმა ჰა-ზე 30-40 ათასი ცალია. სადედეებს რგავენ კარგად განოყიერებულ

ნიადაგებზე, იქ სადაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არ მოუყვანიათ სტაფილო ან ამ ბოტანიკურ ოჯახში შემავალი სხვა წარმომადგენელი.

სადედე სტაფილოს ძირხვენების მისაღებად კარგი წინამორბედებია: კიტრი, ხახვი, კარტოფილი, პარკოსნები.

საქართველოს დაბლობ რაიონებში სტაფილოს სათესლეების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე. გაზაფხულზე სადედე ძირხვენებს რგავენ რაც შეიძლება ადრე.

ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას და ფოთლების როზეტს, გამოაქვს დიდი რაოდენობით საყვავილე ღეროები და საბოლოოდ იძლევა დიდი რაოდენობით თესლს.

სათესლე ძირხვენებს რგავენ ჩითილის სარგავი მანქანით ან ხელით, ტრაქტორის მიერ გაჭრილ ნაპრალებში. ძირხვენების დარგვისას შეაქვთ მინერალური (ან ორგანული) სასუქები.

კვლები (ნაღარები) კეთდება საფხვიერებელი სატეხებით. ძირხვენების დასარგავად გამოიყენება აგრეთვე სასუქების შემტანი კულტივატორი, რომელსაც კვლის გაჭრისთანავე ნაღარებში შეაქვს სასუქი.

მაღალი ხარისხის ძირხვენებად ითვლება ვიწრო გულგულის მქონე ჯიშები, ამიტომ, დარგვის წინ, ძირხვენის სიგრძის ¼ ნაწილს წვეროში წაკვეცავენ, ჭრილში გამოჩნდება გულგულის ზომა და ამ ნიშნით გადარჩეულ ელიტურ და სუპერელიტური ჯგუფის ძირხვენებს ცალკე რგავენ.

სადედეები ირგვება 70 სმ-იან მწკრივებად, მწკრივებში მცენარეებს შოროს 25-35 სმ დაშორებით.

ვეგეტაციის განმავლობაში, ნიადაგი 3-4-ჯერ უნდა გაფხვიერდეს. პირველი გაფხვიერება შედარებით ზერელედ უნდა ჩატარდეს, მეორე და მესამე უფრო ღრმად -12-15 სმ-ზე.

ვეგეტაციის განმავლობაში ნაკვეთი უნდა მოირწყოს 3-4- ჯერ, 300-400 მ3 ნორმით.

პირველი გამოკვება ტარდება დარგვიდან 20 დღის შემდეგ და ჰა-ზე შეაქვთ 100-200 კგ ამონიუმის გვარჯილა; მეორე გამოკვებას ატარებენ ყვავილობის წინ და შეაქვთ150-200 კგ/ჰა სუპერფოსფატი და150-200 კგ/ჰა კალიუმის ქლორიდი.

სტაფილოს თესლი მცენარეზე ერთდროულად არ მწიფდება. სტაფილოს ყვავილედი რთული ქოლგაა. პირველად იშლებიან მთავარი ღეროს ყვავილები, შემდეგ გვერდით.

თესლი მწიფდება დარგვიდან 115-125, ყვავილობიდან კი 60-65 დღის შემდეგ.

სუპერელიტის გამორჩევისას პირველი და მეორე რიგის ქოლგის ყვავილედების უკეთ მომწიფების მიზნით, გვიან შემოსულ ქოლგებს აცილებენ, რის შემდეგ თესლის თესვითი ღირსებები უმჯობესდება: მატულობს აღმოცენების უნარი და თესლის მასა. ასეთი ღონისძიებების ჩატარება უფრო მისაღებია მკაცრი კლიმატის რაიონებში.

სტაფილოს თესლს იღებენ გამორჩევით, მაგრამ თუ მცენარეზე ქოლგების 40-50% მწიფეა, მაშინ მას იღებენ მთლიანად.

ელიტური მეთესლეობისას ყვავილედებს სუპერელიტის მცენარეებზე ამორჩევით იღებენ, ხოლო მასობრივი მეთესლეობისას სამკალი მანქანებით, აღების შემდეგ მომწიფების დამთავრებისთანავე, თესლებს გალეწავენ სალეწი მანქანით ან კომბაინით.

მცირე ფართობებზე ზოგჯერ მოჭრილ ღეროებს კრავენ ძნებად, გამოშრობის შემდეგ გალეწავენ კომბაინით.

გალეწილ თესლს წმენდენ და სანიავებელი და დამახარისხებელი მანქანებით (პეტკუსებით) დამუშავების შედეგად სტაფილოს თესლნაყოფი იყოფა ორ თესლად და სცილდება ზურგის მხარეს განლაგებული საჭერები (ეკლები).

სტაფილოს თესლის მოსავალი ჰა-ზე 500-1000კგ-ის ფარგლებშია.

წყარო: სტაფილო – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

თქვენი რეკლამა