რეჰანი (Ocimum, базилик) — თესვა, რგვა, მოვლა

2576 Views Comment Off

რეჰანი (Ocimum), ბუჩქბალახოვანი ან ბუჩქოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან.

ცნობილია 150-მდე სახეობა. ველურად იზრდება სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში ზოგი სახეობა ერთწლოვანია.

მისთვის შესაფერისია თიხნარი ტიპის ქვიშიანი, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგები. კარგად ხარობს ტორფნარშიც. ვერ იტანს ზედმეტ ტენს. სითბოსმოყვარეა, უნდა დაირგოს ცხელ თვეებში. თესლბრუნვის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს, მაგრამ ჯობს ადგილი ყოვლელწლიურად მოვუნაცვლოთ.

ამრავლებენ უშუალოდ გრუნტში თესვით ან ჩითილებით. პლანტაციებში, ჩითილებით რგვა, ვფიქრობთ, არარენტაბელურია, თესვა ღია გრუნტში შეიძლება ივლისში, თბილი ამინდების გამყარების შემდეგ. თესვის ნორმა 1 ჰექტარზე 5 კილოგრამამდეა.

მწკრივებს შორის მანძილი 30–40 სანტიმეტრი. ნელა აღმოცენდება, ამიტომ კარგია თესლის წინასწარ დასველება 24 საათით.

ჩითილების გამოსაყვანად თესავენ აპრილში. 1000 ჩითილისათვის საჭიროა 3–4 გრამი თესლი. 100 კვ. მისთვის საჭიროა 1000-1600 ცალი მცენარე. სასურველია ორგანული სასუქების შეტანა.

მწავანე მასისა და ეთერზეთების ოპტიმალური შეფარდებისასთვის, სამეცნიერო წყაროები რაციონალურად მიიჩნევენ სასუქების შემდეგ რაოდენობას (1 ჰაზე): 50-60 კგ. აზოტი , 60-80 კგ ჰა. ფოსფორი და 100-120 კგ ჰა. კალიუმის მარილი. ფოსფორის გადაჭარბებული დოზა ამცირებს ეთერზეთების შემცველობას.

სასუქები შეაქვთ სამ ეტაპად: აღმოცენებამდე, აღმოცენებიდან 1 თვეში და პირველი მოსავლის აღების შემდეგ.

მცენარის ბალახი (მიწისზედა ნაწილი) ნიადაგს ვერ ფარავს და სარეველები სწრაფად ერევა. ამიტომ ერთის მხრივ სასურველია მისი სარეველებისაგან თავისუფალ ფართზე დათესვა, მეორეს მხრივ ხშირი თოხნა.

რეჰანი მოითხოვს მორწყვას შუა ზაფხულში და პირველი ჭრის შემდეგ. მოწყვაჭრის შემდეგ უცებ არაა სასურველი, ჯობს 2–3 დღის შემდეგ. Septoria originicola, მუხლუხოები– მAcronicta rumicis , მინდვრის ტკიპები, იონჯის მოზაიკური ვირუსი.

გამოიყენება მწვანე მასა (ბალახი ანუ მიწისზედა ნაწილი) Basilici Herba, ნედლი ან გამხმარი სახით. მწვანე მასის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 10 ტონაა, მშრალის 1,–1,5 ტონა. პირველი ჭრა ხორციელდება დარგვიდან მე–7, მე–8 კვირაში, ყვავილობის დაწყებისას.

მოჭრილი მასა უნდა გაშრეს არა უმეტეს 40 გრადუს ტემპერატუირაზე, სწრაფად, რადგან იოლად კარგავს არომატს. გაშრობის შემდეგ რჩება წონის 10–15 პროცენტი. გასაშრობად თხელ ფენად უნდა გაიშალოს, უაცილებელია კარგი აერაცია.

მედიცინაში რეჰანი გამოიყენება შებერილობის თავიდან ასაცილებლად და რძის სეკრეციის ხელშესაწყობად.. ჰომეოპათები იყენებენ ნედლი ფოთლებისაგან დამზადებული ესენციას. რეჰანის ძირითადი მომხმარებელი საკონდიტრო წარმოებაა. პოპულარული საკმაზ-სანელებელია. 

მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.

რეჰანს ქართული კულინარიაც კარგად იცნობს, თუმცა ევროპაში პოპულარული სახეობები (ჯიშები) ჩვენთან ნაკლებადაა გავრცელებული.

ევროპულ სამზარეულოში რეჰანს იყენებენ თითქმის ყველანაირ ბოსტნეულ კერძებში, ლობიოში, მუხუდოში, ცერცვში, სუპებში, საწებლებში, სალათებში, მჟავე კომბოსტოს, ისპანახის და ტომატის კერძებში. მოთხოვნილება ამ მიმართულებით ძირითადად ნედლ რეჰანზეა, რაც გაართულებს მის ევროპაში რეალიზაციას.

უფრო პერსპექტიული (რეალური) ჩანს გამხმარი და დაფქული ფოთლების რეალიზაცია. ამგვარი ფორმით, იგი გამოიყენება ღვიძლის, ძეხვის და ღორის ხორცის მომზადებისას. საინტერესოა, რომ რეჰანის ფოთლებს ათავსებენ ძმართან. ითვლება, რომ იგი პიკანტურ გემოს აძლევს ძმარს. ვფიქრობთ, ამან უნდა დააინტერესოს ძმრის ექსპორტიორები.

ნედლ რეჰანს ევროპაში უმატებენ ხაჭოში, კარაქში, ომლეტში, კიბორჩხალების სალათში. განსაკუთრებით პოპულარულია იგი სამხრეთ იტალიაში, სლოვაკეთში, სადაც სპაგეტისაა და მაკარონის კერძების დასამზადებლად იყენებენ. ამდენად, რეჰანის რეალიზაციის მეტი შანსი ამ ქვეყნებშია.

 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
282 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6030 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB