ფერმერის ცნობარი-მებოსტნეობა-ნიადაგის მომზადება სათბურისთვის

1023 Views Comment Off

ნიადაგის დამუშავება 

ნიადაგის სწორი დამუშავება წყლის, ჰაერის, სითბოსა და კვების კარგი რეჟიმის შექმნას უწყობს ხელს, ასევე მავნებლების განადგურებასა და დაავადებებისგან დაცვაში ეხმარება.

ნიადაგის დამუშავება დაცული გრუნტის ნაგებობებში შემოდგომაზე, სიცივეების დადგომამდე და გაზაფხულზე ხდება. კარგად დამუშავებულ ნიადაგს უნდა ქონდეს 60-65% ტენიანობა და თხრის დროს კარგად ფხვიერდებოდეს. ასეთი ნიადაგი მაგრად მომუშტული ხელიდან წვეთ წყალს არ გამოყოფს და წარმოადგენს მყარ გუნდას, რომელიც 80-90 სმ სიმაღლიდან დავარდნისას იშლება.შემოდგომაზე ნიადაგის გათოხნა მოსავლის აღებისთანავე უნდა მოხდეს. ამასთან ნიადაგს ყველანაირ ფესვებს და ნარჩენებს აშორებენ და მასში მინერალური და ორგანული სასუქი შეაქვთ. თხრიან ნიჩბის პირის მთელ სიგრძეზე (20-30 სმ), მიწის გუნდებს არ შლიან და ზედაპირს არ ასწორებენ. ამ შემთხვევაში ყინვა დაბარულ ფენას აფხვიერებს, ნიადაგზე მეტი თოვლი ხვდება და ტენი მიწის სიღრმეში აღწევს.

დაცული ნიადაგის ნაგებობებისთვის მიწას შემოდგომაზე ამზადებენ, რათა ორგანულმა სასუქმა და გამაფხვიერებელმა მასალებმა დაშლა მოასწროს, ზამთრისთვის მომზადებული მავნებლები კი დაიღუპოს. სათბურებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ყველა კომპონენტს ერთმანეთში გულდასმით ურევენ. ბოსტნეული კულტურების უმრავლესობისთვის ნიადაგის ფენა 25-30 სმ უნდა იყოს, ანუ 1 მ2 ნათესისთვის საჭიროა 0.25-0.3 მ2 მიწა. ნიადაგში ამატებენ ასევე მინერალურ სასუქს: ამიაკიანი გვარჯილა – 60-90 გრ/მ2; სუპერფოსფატი – 30-40 გრ/მ2; ქლოროვანი კალიუმი – 10-15 გრ/მ2.

სასუქის შეტანის შემდეგ ნიადაგი 20-20 სმ სიღრმეზე უნდა დაიბაროს.

მინერალური სასუქი 

ბოსტნეული კულტურების კარგი მოსავალის მიღება შეიძლება მხოლოდ ორგანული და მინერალური სასუქების კომპლექსური გამოყენების პირობებში. მინერალურ სასუქს დიდი მნიშვნელობა აქვს ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის ზრდის თვალსაზრისით და მათი სწორი გამოყენების შედეგად ბოსტნეულის მოსავალმა შეიძლება 2-3-ჯერ მოიმატოს.
საკვები ნივთიერებების შემცველობის მიხედვით მინერალური სასუქები იყოფა უბრალო, მცენარეებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებიდან (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და სხვ.) ერთერთის შემცველ და კომპლექსურ (რთულ, შერეულ), რამდენიმე საკვები ნივთიერების შემცველ სასუქებად.აზოტიანი სასუქები 

ამიაკიანი გვარჯილა (აზოტმჟავა ამონიუმი) 34-35% აზოტს შეიცავს. ის გრანულების სახით გამოდის, რომლებიც წყალში იოლად იხსნება. ამიაკიან გვარჯილას ძირითადად ფესვების საკვებ დანამატებად იყენებენ. თხევადი დანამატებისთვის 10 ლ წყალზე იღებენ 5-10 გრ ამიაკიან გვარჯილას, მშრალისთვის კი 10-20 გრ მიწის 1 მ2 ფართობზე. არაფესვური საკვები დანამატებისთვის ამიაკიანი გვარჯილა იშვიათად გამოიყენება და ამ შემთხვევაში 10 ლ წყალზე 4-7 გრ გვარჯილას იღებენ.

ამიაკიანი გვარჯილა ნიადაგს ამჟავიანებს, ამიტომაც მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგის შემთხვევაში რეკომენდებულია ნატრიუმიანი გვარჯილის გამოყენება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამიაკიანი გვარჯილის არევა სუპერფოსფატთან ან ფოსფორიტულ ფქვილთან არ შეიძლება.

შარდოვანა (კარბამიდი) დაახლოებით 46% აზოტს შეიცავს. მას კრისტალური ან გრანულირებული სახით უშვებენ, რომელიც წყალში იოლად იხსნება.

შარდოვანა ძირითადად გამოიყენება ფესვების საკვები დანამატის სახით ყველა ბოსტნეული კულტურისთვის. 10 ლ წყალზე იღებენ 15-20 გრ შარდოვანას. საკვები დანამატი მზადაა 10-12 დღის შემდეგ. გარდა ამისა შარდოვანას ხსნარი გამოიყენება არაფესვური საკვები დანამატების მოსამზადებლადაც. ამ ხსნარით რეკომენდებულია ნაცრით (მცენარის ავადმყოფობა) დაავადებული ბოსტნეული მცენარეების დამუშავება (შეფრქვევა) – 10 ლ წყალზე 50-100 გრ შარდოვანა.

კალიუმიანი და ნატრიუმიანი გვარჯილა 15-16% აზოტს შეიცავს. ამ სასუქით ნიადაგს დაბარვის დროს ანოყივრებენ და ასევე მას იყენებენ საკვები დანამატის სახით 2 მ2-ზე 20-30 გრ ოდენობით. რეკომენდებულია მისი გამოყენება მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგებში.

ფოსფორული სასუქი

უბრალო სუპერფოსფატი 14-19% ფოსფორს შეიცავს, უბრალო გრანულირებული 22%-ს, ორმაგი კი დაახლოებით ორჯერ მეტს. სუპერფოსფატი ნაცრისფერი ფერის, ფოსფორმჟავას დამახასიათებელი სუნის მქონე ფხვნილია.

სუპერფოსფატი მიწაში გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ბარვის დროს შეაქვთ, ასევე ფესვის თხევადი საკვები დანამატის ხსნარის სახით. ბარვის დროს 1 მ2 ფართობზე 100-200 გრ უბრალო სასუქი შეაქვთ. თხევადი საკვები დანამატის დამზადებისას 10 ლ წყალზე 12-25 გრ უბრალო სუპერფოსფატს იღებენ და ხსნარს 2-3 დღის განმავლობაში აჩერებენ. გამოყენების წინ ნარევს არ ანჯღრევენ, არამედ ფრთხილად ღვრიან მის ზედა ნაწილს და ფესვის საკვებ დანამატად იყენებენ, ნარჩენს კი კომპოსტში ასხამენ. ორმაგი სუპერფოსფატის გამოყენების შემთხვევაში დოზა დაახლოებით ორჯერ მცირდება.

სუპერფოსფატის გამოყენება კირთან ან ცარცთან ერთად არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში მცენარე ფოსფორს ვეღარ ითვისებს. აუცილებლობის შემთხვევაში ამ სასუქების ერთდროული გამოყენებისას ნიადაგში ჯერ სუპერფოსფატი შეაქვთ, შემდეგ მიწას ბარავენ და კირს და ცარცს ნიადაგს მხოლოდ ამის შემდეგ აწვდიან.

ფოსფორიტული ფქვილი სუპერფოსფატთან შედარებით დაახლოებით ერთნახევარჯერ ნაკლებ ფოსფორს შეიცავს. ფოსფორიტული ფქვილი ისევე გამოიყენება, როგორც სუპერფოსფატი.

კალიუმიანი სასუქი 

კალიუმის სულფატი (გოგირმჟავა კალიუმი) 45-48% კალიუმს შეიცავს. ის თეთრი ფერის, ოდნავ მოყვითალო ან მონაცრისფრო შეფერილობის კრისტალიზებული ფხვნილია, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ქლორს პრაქტიკულად არ შეიცავს. კალიუმის სულფატი საუკეთესო კალიუმიანი სასუქია. ის ნიადაგში შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ბარვის დროს შეაქვთ 1 მ2 მიწაზე 20-40 გრ ოდენობით, ასევე იყენებენ მშრალი საკვები დანამატის სახით 10-20 გრამს 1 მ2-ზე.

ქლოროვანი კალიუმი 53-63% კალიუმს შეიცავს, წყალში იოლად იხსნება და ნიადაგში კარგად ნარჩუნდება. ქლოროვანი კალიუმი ყველაზე გავრცელებული კალიუმიანი სასუქია, თუმცა, ნიადაგს ამჟავიანებს, ამიტომ მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგში ის კირით დამუშავების შემდეგ შეაქვთ.

ქლოროვანი კალიუმი ნიადაგში შემოდგომაზე შეაქვთ: სასუქი ქლორს შეიცავს, რომელიც ზამთარში მიწიდან ირეცხება, კალიუმს კი ნიადაგი ითვისებს და ის მცენარეებისთვის მისაწვდომ მანძილზე ნარჩუნდება. სასუქი ნიადაგში შეაქვთ შეზღუდული ოდენობით 1 მ2-ზე 5-10 გრ.

კალიუმის მარილი 30-40% კალიუმს შეიცავს და თითქმის ისეთივე თვისებებით ხასიათდება, როგორც ქლოროვანი კალიუმი. ის ძლიერმოქმედი კალიუმიანი სასუქია და გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სახის ბოსტნეული კულტურისთვის.

კომპლექსური სასუქები 

ხის ნაცარი – უნივერსალური კომპლექსური სასუქია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნაცარი ბოსტნეული კულტურებისთვის სასარგებლო ბევრ ელემენტს შეიცავს – კალიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, სილიციუმი, გოგირდი და სხვ. ნაცრის მეტად ფასეული თვისება მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგის ნეიტრალიზების უნარია.

ნაცარი ნიადაგში შემოდგომაზე ან გაზაფხულზე შეაქვთ. ძირითადად, მშრალი სახით 1 მ2-ზე 50-200 გრ ოდენობით. ნაცრის, როგორც სასუქის სახით მოქმედება 2-2.5 წლის განმავლობაში გრძელდება.

კალიუმის გვარჯილა (აზოტმჟავა კალიუმი) 13% აზოტსა და 46% კალიუმს შეიცავს. ის მოყვითალო-მონაცრიფრო შეფერილობის კრისტალიზებული ფხვნილია, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ეს სასუქი ყველა სახის ბოსტნეული კულტურისთვის გამოიყენება. კალიუმის გვარჯილის გამოყენება რეკომენდებულია ფესვის თხევადი საკვები დანამატებისთვის (განსაკუთრებით ნაყოფის გამოკვირტვის მომენტში – კიტრი, პომიდორი, წიწაკა). გამოიყენება 10 ლ წყალზე 30-40 გრ ოდენობით.

ნიტროამოფოსკა აზოტს, ფოსფორს და კალიუმს (თითოეულს 17%-ის ოდენობით) შეიცავს, წყალში კარგად იხსნება და გრანულირებული სახით გამოდის. ეს სასუქი გამოიყენება ყველა ნიადაგზე და ყველა ბოსტნეული კულტურისთვის. ის მშრალი სახით შეაქვთ ბარვისას შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასევე იყენებენ თხევადი საკვები დანამატის სახით 1 მ2-ზე 30-40 გრ ოდენობით.

კარბონატული ნიტროფოსკა 16% აზოტს, 11% ფოსფორს, 14% კალიუმს შეიცავს, წყალში კარგად იხსნება და გრანულების სახით გამოდის. ნიტროფოსკა, ჩვეულებრივ, ნიადაგში ბოსტნეული კულტურების თესვის წინ, მშრალი სახით შეაქვთ 1 მ2 ფართობზე 50-60 გრ ოდენობით, ასევე იყენებენ თხევადი საკვები დანამატის სახით 10 ლ წყალზე 20-30 გრ ოდენობით.

მიკროსასუქი შეიცავს ბორს, მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, მოლიბდენს. ამ ელემენტებს მცენარეები უკიდურესად მცირე ოდენობით ითვისებენ, თუმცა, მათი ნაკლებობისას ბოსტნეული კულტურებს ზრდა და განვითარება ძლიერად ყოვნდება, შესაბამისად მოსავლის ხარისხი და მოცულობაც მცირდება. მიკროსასუქები ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის სათბურში მოყვანის პირობებში. ნიადაგში მიკროსასუქის თანაბარი განაწილებისთვის რეკომენდებულია მისი მინერალურ სასუქთან, ტორფთან ან ნაცართან არევა.

მეურნე
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3231 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB