ოხრახუში — თესვა, მოვლა, მოყვანა

3288 Views Comment Off

ოხრახუში (ლათ. Petroselinum, რუს. Петрушка) ქოლგოსანთა ოჯახის, ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან.

კულტურაში ბოსტნის ოხრახუშია, ბოსტნის ოხრახუში ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 — 150 სმ) და თესლს.

ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით,

ნიადაგი

ოხრახუშის მოყვანა რეკომენდირებულია მსუბუქ ფხვიერ ნიადაგზე.

ოხრახუში დიდ მოთხოვნას უყენებს ნიადაგს და მის დამუშავების ხარისხს. სახნავი ფენა 20-25 სმ-ს უნდა შეადგენდეს.

ოხრახუშის დასათესად ნაკვეთი კარგად უნდა გაიწმინდოს სარეველებისაგან და ღრმად დამუშავებული, ფხვიერი, ნაკელით კარგად განოყიერებული უნდა იყოს. წყალგაუმტარი, დაბალი აერაციის ნიადაგები ოხრახუშისათვის გამოუსადეგარია.

კარგი წინამორბედები

ოხრახუშისათვის კარგ წინამორბედად ითვლება: კიტრი, პომიდორი, ხახვი.

ცუდი წინამორბედები

ოხრახუშისათვის ცუდ წინამორბედად ითვლება: სტაფილო, ოხრახუში და ნიახური.

თესვა

ყინვაგამძლეა, თესენ შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს.

თესვამდე 4-5 დღის ადრე ოხრახუშის თესლები ჩაალბეთ თბილ წყალში გაჟღენთამდე, შემდეგ გააფინეტ სველ ნაჭერზე. გააჩერეთ გაღვივებამდე და დათესეთ.

ოხრახუშის თესლი ნელა ღივდება, დათესვიდან აღმოცენებამდე ნორმალურ პირობებში საჭიროებს 2-3 კვირას. დათესვიდან 80 დღის შემდეგ უვითარდება მცირე ზომის ძირი და რამდენიმე ფოთოლი, შემდეგში მცენარის განვითარება სწრაფად მიდის.

თესვის სქემა

ოხრახუშს თესავენ მწკრივებში 35 X 45 სმ, მწკრივთშორის ან ზოლებში 50-20 სმ სქემით. თესვის სიღრმე 2-3 სმ.

მოვლა

ოხრახუშის მოვლა გამოიხატება სეზონის განმავლობაში 3-4 ჯერ რიგებს შორის მიწის გაფხვიერებით, 2-3 მორწყვაში, სასუქს კვების სახით აძლევენ ორჯერ. პირველად აღმოცენებიდან 3-4 კვირის შემდეგ, 3-4 ფოთლის ფაზაში, მეორეს 3 კვირის შემდეგ პირველი კვებიდან. ოხრახუში საკმაოდ სიცხეგამძლეა, როგორც წესი, მისი მორწყვა საჭიროა სეზონში მხოლოდ ორჯერ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB