ოჯახურ პირობებში პომიდვრის სათესლე მასალის აღება და შენახვა

1864 Views

თუ კარგი ჯიშის პომიდორი გაქვთ, შეგიძლიათ მარტივად აიღოთ სათესლე მასალა და და მომავალშიც მოიყვანოთ.

ოჯახურ პირობებში პომიდვრის სათესლე მასალის ასაღებად და შესანახად საჭიროა:

1. სათესლედ შეარჩიეთ ჯანსაღი და მწიფე (არა გადამწიფებული) ნაყოფი;

2. 10-15 დღე (დამწიფების შესაბამისად) დააწყვეთ სინათლეზე (არა მზეზე);

3. გაჭერით ნაყოფი შუაზე და კოვზით ამოიღეთ რბილობი თესლებით;

4. მიღებული მასალა შეინახეთ თიხის, მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, რომელიც უნდა იდგას ჩრდილში, 18-20 გრადუს ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში (სანამ თესლი მოშორდება რბილობს), სისტემატურად მოურიეთ;

5. თესლი დაყარეთ (გაშალეთ) საცერზე და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით;

6. უვარგისი თესლის გამორჩევა: 3% მარილხსნარში (30 გრ. მარილი + 1 ლიტრი წყალი) ჩაყარეთ თესლი, რომელიც არ ჩაიძირება (სტერილურია) მოაშორეთ;

6. მარილწყალში დარჩენილი (ჩაძირული) თესლი გარეცხეთ, გაშალეთ მარლაზე (ან გაზეთზე) და გააშრეთ ჰაერზე;

7. თესლი შეინახეთ ქაღალდის პარკში, აღნიშნეთ ჯიში და აღების წელი (პამიდვრის თესლის შენახვის ვადაა – 4 წელი).

იხილეთ ფოტო ალბომი

სათესლედ შეარჩიეთ ჯანსაღი და მწიფე (არა გადამწიფებული) ნაყოფი;

senaxvapotes_0202615515გაჭერით ნაყოფი შუაზე;
senaxvapotes_0202615516
კოვზით ამოიღეთ რბილობი თესლებით
senaxvapotes_0202615517
უვარგისი თესლის გამორჩევა: 3% მარილხსნარში (30 გრ. მარილი + 1 ლიტრი წყალი) ჩაყარეთ თესლი, რომელიც არ ჩაიძირება (სტერილურია) მოაშორეთ;
senaxvapotes_0202615518
მარილწყალში დარჩენილი (ჩაძირული) თესლი გარეცხეთ, გაშალეთ მარლაზე (ან გაზეთზე) და გააშრეთ ჰაერზე;
senaxvapotes_0202615519
ან გაზეთზე
senaxvapotes_0202615520
თესლი შეინახეთ ქაღალდის პარკში, აღნიშნეთ ჯიში და აღების წელი (პამიდვრის თესლის შენახვის ვადაა – 4 წელი)
senaxvapotes_0202615521
“ელკანას” კონსულტანტი მებოსტნეობის დარგში ნუკრი მემარნიშვილი

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB