ნიორი – წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის

ნიორი, ორგანული, ბიო, წამლობა

თესლის  მომზადება: დასათესად გამოიყენება მსხვილი კბილები, რომლებიც უნდა  დამუშავდეს სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი + ბიოკატენა 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავით (ჩალბობა 12 საათის ექსპოზიციით). დამუშავების შემდეგ თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ნიადაგის მომზადება: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ შევიტანოთ 6-10 ტომარა ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი.

ნიადაგში მცხოვრები მავნებლების (მახრა, მავთულა, ცრუ მავთულა ჭიები და სხვ.) წინააღმდეგ  ლეპიდინი+ბოვერინის 2%-იან ნაზავზე დამზადებული სატყუარა მასალა უნდა ჩალაგდეს მწკრივებში საშუალოდ 5 სმ. სიღმეზე.

I წამლობა: როდესაც აღმონაცენი მიაღწევს 10-15 სმ. სიმაღლეს, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, ფესვისვ ყელის სიდამპლე) ბიოკატენა + ფიტოკატენა 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.

II წამლობა: I წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, თეთრი სიდამპლე) და მავნებლების (ხახვის ბუზი, ოთხფეხა ტკიპა) წინააღმდეგ. ლეპიდინი 5 ლიტრი + ბორდოს ნარევი (2 კგ) + 200-250 ლიტრ წყალი.

III წამლობა: II წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, იგივე კომბინირებული ნაზავით.

IV წამლობა: III  წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ფიტოკატენა +ბიოკატენა + ლეპიდინი (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე).

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge

*ტრადიციული მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.

თქვენი რეკლამა