ნიორი — დარგვა, მოყვანა, მოვლა, ტექნოლოგიური რუკა

10320 Views Comment Off

ნიორი — A. Sativum L. ნივრის სამშობლოდ ცენტრალური აზია, ავღანეთი და ინდოეთი ითვლება. გარეული ნიორი საქართველოშიც არის გავრცელებული „გველის ნიორას“ სახელწოდებით.

ნიორს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, იგი გამოიყენება კულინარიაში, კვების მრეწველობაში და მედიცინაში როგორც სამკურნალო საშუალება.

ნიორს გააჩნია ფიტონციდური და ანტისეპტიკური თვისებები, რაც გამოწვეულია მასში არსებული ეთერზეთებით; ამ ნივთიერების გარდა ნიორი შეიცავს დარიშხანოვან ნაერთებს, რომლებსაც აქვთ სამკურნალო თვისებები, ამიტომ მას უხსოვარი დროიდან იყენებენ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში.

კულტურის ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება

ნიორი შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ის მოყავთ ერთწლიანი კულტურის სახით კბილების ვეგეტატიურად გამრავლების შედეგად. მისი ფოთლები ვიწროა, გრძელი თასმისმაგვარი, ფერი კი მუქი მწვანე. არსებობს მოყვავილე ფორმებიც, რომლებიც ინვითარებენ საჰაერო ბოლქუნებს. თუ საჰაერო ბოლქუნებით ხდება გამრავლება, მაშინ ნიორი სამწლიანია.

სავეგეტაციო პერიოდი 160-200 დღე

კბილების გაღივება 4-60C

მცენარის ზრდა 18-200C

ბოლქვის განვითარება 18-270C

აღმონაცენი უძლებს მინუს 7-80C

თოვლის საფარის ქვეშ უფრო მაღალ ყინვებს უძლებს

ვეღარ ვითარდება 300C-ზევით

მოსავლიანობა: 12-15 ტონა /ჰა-ზე

ნიადაგის დამუშავება და განოყიერება

მოხვნის წინ ტოტალური მოქმედების ჰერბიციდის შეტანა, ნიადაგი ნიორისთვის უნდა იყოს კარგად განოყიერებული გადამწვარი ნაკელით, მოხვნამდე შეგვაქვს ორგანული და PK სასუქის სრული დოზა.

ნიადაგის ანალიზის არქონის შემთხვევაში მინერალური სასუქების რეკომენდირებული ნორმა:

N80 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;

P120 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;

K90 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;

ორგანული სასუქი 50-60 ტ/ჰა-ზე;

მოხვნის სიღრმე 22-26 სმ;

დარგვს წინ კულტივაცია, ფრეზირება მოსწორება;

ბაზოების ფორმირება;

სიგანე -1,0-1,2 მ;

სიმაღლე -15-20 სმ.

სარგავი მასალის შერჩევა

ნივრის დასარგავად გამოიყენება ნივრის გარეთა მსხვილი კბილები, კბილების სიდიდეზეა დამოკიდებული მოსავლის რაოდენობაც და ხარისხიც. ანაგულის (შიგნითა კბილები) გამოყენება არ შეიძლება;

სარგავი მასალა შეიძინეთ სანდო ადგილზე;

სარგავი მასალა შეინახეთ დეზინფიცირებულ, გრილ ( 3-5°C), მშრალ, მავნებლებისა და მზის სხივებისგან დაცულ სათავსოში;

დარგვა და დარგვის ნორმები

ნიორი ირგვება როგორც შემოდგომით, ასევე ადრე გაზაფხულზე. მცირე ფართობებზე დარგვა შეიძლება ხელით, დიდ ფართობებზე კი სპეციალური სარგავი მანქანით.

შემოდგომით — ოქტომბრის მეორე დეკადა, ნოემბრის პირველი დეკადა;

გაზაფხულზე — თებერვალი, მარტის დასაწყისი;

უკეთესია შემოდგომით დარგვა.

1 ჰა-ზე საჭიროა:

მსხვილ კბილა — 1200-1500 კგ.

წვრილ კბილა — 800-1200კგ.

კვების არე:

მწკრივში მცენარეებს შორის (წვრილ კბილა) 5-6 სმ.

მწკრივში მცენარეებს შორის (მსხვილ კბილა) 8-10 სმ.

მწკრივთაშორის მანძილი 20-25 სმ.

შემოდგომით დარგვის სიღრმე 4-5 სმ.

გაზაფხულზე დარგვის სიღრმე 2-3 სმ.

1 მეტრი სიგანის ბაზოზე 4-5 მწკრივი.

ნათესის მოვლა

ნივრის ნაკვეთი უნდა იყოს სარეველებისგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება გამარგვლა, ნიადაგის გაფხვიერება, თოხნა 2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში და 1-2–ჯერ მორწყვა.

ხახვის ბუზის, ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ ინსექტიციდის შესხურება სასურველია 2-ჯერ ან 3-ჯერ. დაავადებების წინაამღდეგ ფუნგიციდის შესხურება კი დაწყებული მარტის თვიდან, საჭიროების მიხედვით.

ადგილი თესლბრუნვაში

თესლბრუნვაში ნივრის საუკეთესო წინამორბედი კულტურებია:

პარკოსნები, საადრეო კომბოსტო და კიტრი;

გასათვალისწინებელია, რომ ნიორის დარგვა დაუშვებელია ხახვნაირი მცენარეებისგან განთავისუფლებულ ნაკვეთზე არანაკლებ 3-4 წელი.

მოსავლის აღება

ნივრის მოსავლის აღება ხდება, როგორც კი ფოჩი გაყვითლდება და ჩაწვება. მოსავლის აღება ხდება ხელით ან/და ამომთხრელი მანქანით.

შენახვა

იწვნება გალებად და იკიდება;
ეჭრება ფოჩი და ინახება გრილ, დეზინფიცირებულ, მავნებლებისგან დაცულ სათავსში.

ნიორის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური რუკა 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით

ნიორი

შენიშვნა: ფასები შეცვალეთ კონკრეტული პერიოდში არსებული ფასებით

შემდგენელი: ელენე მოთიაშვილი, ნატო კაკაბაძე
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
რედაქცია: აგროკავკასია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
394 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1166 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB