მჟაუნა – კულტურა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

მჟაუნა, ბოსტანი, მებოსტნეობა, აგროწესები

მჟაუნა (ლათ. Rumex acetosa) ეკუთვნის წიწიბურასებრთა ოჯახს. იშვიათად კულტურაში გვხვდეება ისპანახისებრი მჟაუნა, რომლის გემო ნაკლებად მჟავეა, მაგრამ უფრო მდიდარია ქიმიური შედგენილობით.

მჟაუნას ფოთლებიდან ამზადებენ მწვანე სუპებს, პიურეს, სალათებს, მას იყენებენ მშრალად ისპანახთან ერთად. მჟაუნას ფოთლები შეიცავს 3%-მდე ცილებს. 2,8 % ნახშირწყლებს და 1,5 % ნაცრის ელემენტებს, სადაც ჭარბობს კალიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი.

მჟაუნა დიდი რაოდენობით შეიცავს ჩ ვიტამინს – 60 მგ 100 გ-ზე და კაროტინს 5 მგ-მდე 100 გ-ზე. აგრეთვე შეიცავს B1, B2 და PP ვიტამინებს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს.

მჟაუნას ხნიერ ფოთლებში 1%-მდე გროვდება მჟაუნმჟავა, ამიტომ მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ გაზაფხულზე საყვავილე ღეროების წარმოშობამდე.

მჟაუნას თესლი მუქი ფერისაა, ბზინვარე, სამ წიბოვანი, წვრილი. თესლის კანი მაგარია, მშრალია. ღივები ამოდიან მე-10-15 დღეზე. ლებნის ფოთოლაკები გრძელია და ლებნის ქვეშა მუხლთან ერთად შეფერილია ვარდისფრად.

პირველი ნამდვილი ფოთოლი კვერცხისებრი ფორმისაა, მსხვილზოლიანი, მოზრდილი მცენარეების ჯიშზე დამოკიდებულებით, მუქი მწვანე ან ღია მწვანე, გრძელი ან მომრგვალო ხორციანი, მთლიანი ფოთლები აქვს.

მჟაუნა ითესება შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე.

სოცოცხლის მეორე წელს იძლევა საყვავილე ღეროებს 70 სმ-დან 1 მეტრამდე სიგრძით. ყვავილები პატარაა, მოთავსებული საგველა ყვავილედებში.

მჟაუნა, ბოსტანი

მცენარეები სქესგაყოფილია, ხშირად ერთსახლიანი ჯვარედინად დამამტვერიანებელი. დამტვერვა ხდება ძირითადად ქარის დახმარებით. ფესვი პირველად ღერძაა, შემდეგ ძალზე იტოტება.

მჟაუნა ყინვაგამძლეა, თესლები გაღივებას იწყებენ 2-30C, ფოთლები კი იღუპება 8-90C წაყინვებით. ზრდისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 13-180C.

ნიადაგის და ჰაერის ტენისადმი დიდი მომთხოვნია. საუკეთესო ნიადაგად მჟაუნასათვის ითვლება ნეშომპალით მდიდარი ნიადაგი. ადვილად იტანს ნიადაგის გადიდებულ მჟავიანობას, შედარებით ჩრდილის ამტანია.

მჟაუნა ითესება მწკრივად, 45 სმ დაცილებით , 2-3-5 მწკრივიან ზოლად. ზოლებს შორის -50 სმ, ხოლო ზოლში მწკრივებს შორის -20 სმ. თესვის ნორმა ერთ ჰექტარზე 3-8 კ. თესვის სქემაზე დამოკიდებულებით. თესლის ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ. აღმონაცენი წარმოიშობა 5-12 დღეზე.

მოვლა: პირველ და შემდგომ წლებში წარმოებს რიგთშორისების გაფხვიერება, გამარგვლა, მორწყვა, გამოკვება, მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა.

მჟაუნა

პირველ გამოკვებას ატარებენ ადრე გაზაფხულზე, შეაქვთ 1 ჰა-ზე 100 კგ ამონიუმის გვარჯილა 100 კგ კალიუმის ქლორიდი და 100-200 კგ სუპერფოსფატი (ან შესაბამისი ორგანული სასუქები) ყოველ სეზონზე გამოკვებას იმეორებენ 2-4 ჯერ კრეფის შემდეგ.

პირველ მოსავალს იღებენ მაშინ, როცა მცენარეებზე წარმოიშობა 5-6 ნამდვილი ფოთლები. მათ ჭრიან დანით ან იღებენ ხელით ყუნწიანად. შემდგომ აღებას აწარმოებენ 20-25 დღის ინტერვალით საყვავილე ისრების წარმოშობამდე.

სეზონის განმავლობაში ჭრიან 3-4 ჯერ. მოჭრილ მჟაუნას აწყობენ ყუთებში და გზავნიან სარეალიზაციოდ. მჟაუნას ორწლიანი ნარგაობის საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე შეადგენს 13-15 ტ.

მჟაუნა 2-3 წლის შემდეგ იწყებს მოსავლის შემცირებას, ამიტომ მიზანშეწონილია 3 წლის შემდეგ მჟაუნას პლანტაციის განახლება.

მჟაუნა

სოფლის მეურნეობის საფუძვლები / ზაირა ტყებუჩავა, გივი ცაგურიშვილი, ცოტნე სამადაშვილი და სხვები.

თქვენი რეკლამა