პირშუშხას (Cochlearia armoracia) დარგვა-მოყვანა — ცნობარი

2574 Views

პირშუშხას აწარმოებენ როგორც სანელებელს. საკვებად გამოიყენება მისი თეთრი ძირები, რომელთაგანაც ამზადებენ საწებელს, ძმრის და ნიორის დამატებით. ასევე პირშუშხას დანაყილ ძირებს უმატებენ სხვადასხვა სალათებს, რაც მათ სპეციფიკურ ცხარე გემოს და არომატს აძლევს.

ბიოლოგია.

პირშუშხა ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი მცენარეა. მისი ფოთლები გრძელია, ელიფსური, კრიალა ზედაპირით. ივითარებს მსხვილ ფესურას, ძირების დიდი რაოდენობით, რომელთა სისქე საშუალოდ 10 სმ, ხოლო სიგრძე კი საშუალოდ 60 სმ-ია. ძირები დატოტვილია მრავალი წვრილი ფესვების სახით, რომლებიც ნიადაგში ხანდახან რამდენიმე მეტრის სიგრძეზეც ვრცელდებიან.

მსხვილ ძირებზე მოთავსებულია მძინარე კვირტები. მძინარე კვირტს შესაბამისი პირობების დადგომისას შეუძლია გაიღვიძოს, იწყოს ზრდა და ჩამოყალიბდეს ახალ დამოუკიდებელ მცენარედ. ამ თვისების გამო პირშუშხას გააჩნია უნარი გამრავლდეს ძირის მცირე ნაჭრითაც კი. ძირები ხნოვანებასთან ერთად უხეშდებიან და ცხარე გემოს იღებენ.

პირშუშხას ერთხელ დარგული მცენარე სწრაფად მრავლდება და ველურდება. ასეთი ფორმით გარვცელებული პირშუშხა წარმოადგენს სახიფათო სარეველა მცენარეს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. თუმცა მისი ძირები ამ შემთხვევაშიც გამოიყენება საკვებად. მაგრამ ასეთი პროდუქტი ძალიან ცხარეა.

პირშუშხა იშვიათად ჰყვავის და როგორც წესი, აყვავების შემთხვევაში თესლს არ ივითარებს. ამიტომ მის გამრავლებას ახდენენ ვეგეტატიურად, ძირების ნაჭრების დარგვით.

აგროტექნიკა. 

პირშუშხას ძირების დარგვა შესაძლებელია როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე. საქართველოს პირობებში მისი დარგვა უმჯობესია განხორციელდეს შემოდგომის პერიოდში.

დასარგავად იყენებენ 0,5-1 სმ სისქის და 20-40 სმ სიგრძის ძირებს. დარგვის წინ ძირის შუა ნაწილს ჩვრით აცილებენ წვრილ ფესვებს. ქვემო ნაწილებზე დარგვის შემდეგ უვითარდება ფესვები. ზემო ნაწილებზე არსებული კვირტებიდან კი ვითარდება ვეგეტატიური ამონაზარდები.

დარგვისას ძირითადად იყენებენ 70X40-ზე კვების არეს. (70 სმ მწკრივებს შორის და 40 სმ მცენარეებს შორის, მწკრივში). ძირები ირგვება ბაძოებზე ვერტიკალურად, იმ ანგარიშით, რომ ზემოთა ნაწილი მიწაში ჩაიფლოს არაუმეტეს 3-სმ სიღრმეზე. ერთი ჰექტრისატვის საჭიროა 600-დან 800 კგ-მდე სარგავი მასალა.

დარგვას აწარმოებენ 30 სმ-ზე და უფრო ღრმად მოხნულ ნიადაგში.

გაზაფხულზე, როდესაც ფოთლები დაიწყებს აღმოცენებას და 20 სმ-ის სიგრძეს მიაღწევს, აწარმოებენ ნიადაგის პირველ დამუშავებას. ასევე საჭიროების შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს სარეველების მოცილების და ნიადაგის გაფხვიერებისატვის საჭირო სამუშაოები. გვალვიანი სავეგეტაციო პერიოდის შემთხვევაში აუცილებელია მორწყვა.

მოსავლის აღება. 

პირშუშხას იღებენ გვიან შემოდგომაზე, ძლიერი სიცივეების დაწყებამდე. მცენარეებს მიწიდან იღებენ ბარის ან ფიწლის საშუალებით, შემდეგ ფოთებს აჭრიან, ძირებს წმენდენ ჩვრით და ახარისხებენ ორ ჯგუფად – წვრილ და მსხვილ ძირებად. წვრილი ძირები გამოიყენება სარგავ მასალად, მსხვილი ძირები კი გამოიყენება როგორც პროდუქტი.

მოსავლის აღებისას აუცილებელია ნაკვეთიდან აღებული იქნას პირშუშხას მაქსიმალურად ყველა ძირი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკვეთი დასარევლიანდება.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1405 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB