ნიორის და ხახვის დარგვის წესები-მებოსტნეობა

7546 Views

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი და რა უნდა გავითვალისწინოთ ნიორის და ხახვის თესვისას

ნიორი

ნივრის დარგვამდე ყურადღება უნდა მიექცეს მის წინამორბედ კულტურებს. დაუშვებელია მისი თესვა ხახვისა და ნივრის ადგილზე. ოთხი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ნაკვეთზე ნივრის მოყვანა დაუშვებელია. თვითონ ნიორი საუკეთესო წინამორბედი კულტურაა სხვა ბოსტნეულისათვის.

ნივირის წინამორბედი კულტურებია ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახები, საშემოდგომო ხორბალი, საადრეო კარტოფილი, პარკოსნები. ბოსტნეულიდან კიტრი, საადრეო თავიანი და ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი.

დარგვა

დარგვისთვის არჩევენ ჯანმრთელ, მსხვილ და საშუალო ზომის ნივრის კბილებს. დარგვა ხდება მაშინ როცა ნიადაგის ტემპერატურა 5 სმ-ის სიღრმეზე 12-14 გრადუსია. დარგვის ოპტიმალური სიღრმე 7-8 სმ. დარგვის ნორმები დამოკიდებულია კბილების მასაზე და ზომებზე და შეადგენს 1-დან 2,5 ტ/ჰა-ზე. 

წვეთოვანი სისტემით მოყვანისას ნიორს რგავენ ორზოლიანი 60 + 20 X 5 ან ოთხზოლიანი სქემით 60 + 20 X 20 X 20 X 5. რიგებს შორის მანძილი 20 სმ-ია ხოლო ზოლებს შორის მანძილი 60 სმ. ასეთი სქემით დარგვისას 410-625 ათასი მცენარეა ჰა-ზე.

გამოკვება

ნიორი ძალიან მგრძნობიარეა სასუქების მიმართ. ორგანული და მინერალური სასუქების ოპტიმალურ ნორმებს ადგენენ, მას შემდეგ, რაც გამოიკვლევენ ნიადაგის შემადგენლობას, აგრეთვე დაგეგმილი მოსავალის სიდიდის მიხედვით.

ნიორის დარგვისას არ შეიძლება ნაკელის შეტანა. ეს იწვევს სოკოვან ინფექციებს, რაც აისახება მოსავლის რაოდენობაზე, მის შენახვაზე. მჟავე ნიადაგებში საჭიროა კირის შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასუქების ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება.

ხახვი

ხახვის მოყვანა სამი მეთოდითაა შესაძლებელი: თესლით, კვიჭიჭით და ნერგით. ხახვი მოყავთ კარგი აერაციის მქონე ყველანაირი ტიპის ნიადაგზე (მსუბუქი თიხნარი, სილიანი, ნეიტრალურ და სუსტად ტუტე ნიადაგებზე) სადაც მჟავიანობა PH 6,4-7,9.

საუკეთესო წინამორბედებად მიჩნეულია ის კულტურები რის ქვეშაც შეაქვთ ორგანული სასუქები და ადრეულად ათავისუფლებენ დაკავებულ მინდორს (რაც საშუალებას აძლევს კარგად გასუფთავდეს სარეველებისაგან) საადრეო კარტოფილი, საადრეო კომბოსტო, მარცვლეული, კიტრი, პომიდირი, პარკოსნები. 

ხახვი იმავე ადგილს უნდა დაუბრუნდეს მსუბუქ ნიადაგზე სამი წლის შემდეგ, მძიმე ნიადაგზე ხუთი წლის შემდეგ. 

ნიადაგის მომზადება

საწყის ეტაპზე ხახვის ნათესი ნელა ვითარდება, მისი ფესვთა სისტემა სუსტად განვითარებულია და ნიადაგის ზედაფენებშია განლაგებული, სარეველებმა ამ მომენტში შეიძლება მნიშვნელოვნად შეამცირონ მოსავლიანობა, ამოტომ ნიადაგის დამუშავება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ წინამორბედის გათავისუფლებისთანავე.

ხახვისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შემოდგომით ნიადაგის ძირითად დამუშავებას და ხვნისას მინერალური სასუქების შეტანას. ძირითადი ხვნა უნდა წარმოებდეს 25-30 სმ — სიღრმეზე.

ხახვის თესვა

სასურსათე ხახვის მიღება შეიძლება როგორც კვიჭიჭი ხახვიდან ასევე ხახვის თესლიდან. ბოლო დროს თავი ხახვის მიღება ხდება თესლი ხახვის თესვით.

ხახვის დათესვა წარმოებს ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ნაკვეთში შესვლა შეიძლება. ხახვი ითესება 4-5 კგ/ჰა-ზე. სიღრმე 1.5-3 სმ. თესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე. თესვისას რიგებს შორის მანძილი 25-30 სმ, მცენარეთა შორის მანძილი 3 _ 4 სმ, ან 8-12 სმ, ეს მანძილები დამოკიდებულია თუ რა სახის პროდუქცია უნდა მივიღოთ, ასეთი რეჟიმით თესვისას მცენარეთა დგომა ჰა-ზე 0,8-1,2 მილიონია. ხახვის თესვა ხდება სხვადასხვა ტიპის გამომთესით. 

თუ ხახვის ნათესში დაგეგმილი გვაქვს წვეთოვანი სისტემით მორწყვა, მაშინ თესვა უნდა მოხდეს 6-8 რიგიანი, სადაც ერთ მეტროში უნა იყოს 25 მცენარე, ხოლო რიგებს შორის მანძილი 27 სმ. თანაბრად ნათეს ფართობზე მცენარეთა განვითარება ხდება ნორმალურად, ადვილია ნათესის მოვლა და მოსავალის აღება. 

სათესლე მასალები

ნივრის სათესლე მასალები საქართველოში ნაკლები რაოდენობით შემოდის, ამიტომ ადგილობრივი ფერმერები ძველ ჯიშებს თესავენ.

ხახვის ჯიშებს რაც შეეხება უამრავი ჯიშია გავრცელებული, როგორც ადგილობრივი ასევე, უცხოური ჯიშები გამოირჩევა მაღალი მოსავლით მაგალითად ნებისმიერ ჯიშს შეუძლია ჰექტარზე 50-80 ტ მოსავლის მოცემა, ეს ჯიშებია დაიტონა, ტეტონი, ეგზაქტა, ჰელენესი, და სხვა. აღნიშნული ჯიშები ჩვენს რეგიონში უკვე გამოცდილია და მაღალი მოსავლიანობით ხასიათდებიან.

meurne.sknews.ge
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1403 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB