ლურჯფოთლიანი კიტრი

კიტრი, ჯიშები, ჰიბრიდი

Rijk Zwaan -ის კიტრის სხვა ჰიბრიდებისგან გვინდა გამოვყოთ მუქი მწვანე  „ლურჯი ფოთლის“ მქონე კიტრის ახალი ჰიბრიდი.

ლურჯი ფოთოლი არ ნიშნავს მხოლოდ რეზისტენტობის მაღალ მაჩვენებლს, ეს მახასიათებელი ფერმერებს აძლევს კულტურის ჯანმთელად შენარჩუნების საშუალებას. „ლურჯფოთლიანი“ ჰიბრიდს ახასიათებს ვეგეტაციის ხანგრძლივი პერიოდი.

რით გამოირჩევა ლურჯი ფოთოლი?

ჩვეულებრივი რეზისტენტობის პირობებში, კიტრი ავლენს საშუალო ან მაღალ მდგრადობას მავნებლების და დაავადებების მიმართ.

როდესაც მცენარის მთავარი მახასიათებელი არ არის რეზისტენტობა, მაგრამ პრაქტიკაში ავლენს ამ თვისებას, უწოდებენ „ველზე რეზისტენტულს“, სწორედ ამას ნიშნავს ლურჯფოთლიანი ჰიბრიდი.

ვეგეტაცია/მსხმოიარობის ბალანსი

მცენარის ზრდასა და მსხმოიარობას შორის უკეთესი ბალანსი, მაქსიმალურად ახანგრძლივებს ვეგეტაციის პერიოდს. მცენარე აქტიურია და იძლევა მაღალი ხარისხის კიტრს.

„ლურჯფოთლიანი“ ჰიბრიდის უპირატესობები

კიტრი, ჯიშები, ჰიბრიდი

მეტი ქლოროფილი ფოთლებში

„ლურჯფოთლიანი“ ჰიბრიდის ფოთლები, მთელი ვეგეტაციის პერიოდის მანძილზე ინარჩუნებენ მწვანე შეფერილობას, ეს ნიშნავს, რომ მცენარეში ქლოროფილის საშუალო შემცველობა უფრო მაღალია.

ქლოროფილი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარის ასიმილაციისთვის. ლურჯფოთლიანი ჰიბრიდები უკეთესად ითვისებენ სინათლეს, რაც კარგია ასიმილაციის პროცესისთვის.

გამკლავება ტემპერატურულ ცვლილებებთან

მუქი მწვანე შეფერილობის მცენარეები გამოირჩევიან მაღალი აქტიურობით, შესაბამისად უკეთესად უმკლავდებიან კლიმატური პირობების ხშირ ცვლილებების ხშირ ცვლილებებს.

ტემპერატურის და სინათლის უეცარი ცვლილება უფრო მარტივად გადაიტანება მუქი მწვანე  შეფერილობის მქონე მცენარეების მიერ.

საკვები ელემენტების ათვისების ეფექტურობა

საკვები ნივთიერებების გადაადგილება მცენარის ყველა ნაწილში და მათი ათვისება ხდება უფრო ეფექტურად.

ელემენტების ეფექტურად გადანაწილების შედეგად ვიღებთ მაღალ მოსავალს და უკეთესი ხარისხის პროდუქტს.

კიტრი, ჯიშები, ჰიბრიდი

შეფერილობა მუქი მწვანე -„მოლურჯო ფოთლები“

„ლურჯფოთლიანი“ ჰიბრიდის ფერი ყველაზე მარტივად შესამჩნევი მახასიათებელია, რომელიც ვიზუალურად გამოარჩევს მას სხვა ჰიბრიდებისგან.

მცენარის გაყვითლების გამომწვევი ვირუსით (CWSDV) დაინფიცირების შემთხვევაშიც კი ჰიბრიდი დიდხანს ინარჩუნებს მწვანე შეფერილობას.

ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ფუზარიოზი და ჭრაქი, კარგად მზარდი მწვანე შეფერილობის მცენარეები მარტივად არ ავადდება.

მუქი მწვანე მცენარე ნაკლებად მიმზიდველია ისეთი მავნებლებისთვის, როგორებიცაა ფრთათეთრა და თრიფსი.

რა თქმა უნდა…ჯანსაღი, მწვანე შეფერილობის მცენარესთან მუშაობა ბევრად სასიამოვნოა!

იდენტიფიკაცია

ლურჯფოთლიანი ჰიბრიდის სახეობების ამოცნობა ადვილია:

ყველა ბროშურაზე, ბუკლეტზე და სახელმძღვანელოზე გამოსახულია ლურჯფოთლიანი ჰიბრიდის სიმბოლო (როგორც აქ არის გამოსახული).

კიტრი, ჯიშები, ჰიბრიდი

ლურჯფოთლიანი ჰიბრიდის ყველა სეზონისთვის

Rijk Zwaan -ის კვლევის და განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა კიტრის სახეობები, ყველა სეზონისთვის, რომელიც სამომავლოდ კიდევ ბევრ ლურჯფოთლიან ჰიბრიდებს შემოგთავაზებთ.

ლურჯფოთლიანი ჰიბრიდი საუკეთესო შედეგს იძლევა ყველა რეგიონში, მათ შორის იმ რეგიონებშიც სადაც კიტრის გაყვითლების ვირუსია გავრცელებული (CWSDV).

ასორტიმენტი საქართველოსთვის

22-910 RZ F1 ახალი, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი. – გამოირჩევა კიტრის მოზაიკის ვირუსის, გაყვითლების ვირუსის და ნაცრის მიმართ რეზისტენტობით.

– კიტრი მუქი ფერისაა და ტრანსპორტაბელურია.

– მცენარეს ახასიათებს ძლიერი ფესვთა სისტემა, გამოდგება პირველ და მეორე ბრუნვაში, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში (ცელოფნის სათბურებში) თესვისას.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.

ფასისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე:
https://agrosphere.ge/products/kitris-tesli-22-910-rz-pr/view

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მოცემული ბმულით.

თქვენი რეკლამა