კარტოფილის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის

624 Views

კარტოფილის მოსაყვანად აღმოსავლეთ საქართველოს ნაკლებტენიან რაიონებში შემოდგომით, ხოლო ჭარბტენიან ზონაში ადრე გაზაფხულზე უნდა დამუშავდეს ნიადაგი შესაბამისად შერჩეული მეთოდით.

კარტოფილის რგვა შეიძლება როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიაღწევს 10-12 გრადუსს. სასურველია სათესლედ  შეირჩეს სტანდარტული თესლი (ტუბერის წონა 40-50 გრამი). ერთ ჰექტარზე ირგვება 3 ტონა, 10-12 სმ სიღრმეზე.

ტუბერების დამუშავევბა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ უნდა მოხდეს დარგვამდე ერთი დღით ადრე ორგანიკა  +  ბიოკატენა + ლეპიდინი – 2%-იანი სამუშაო ნაზავით. ერთ ტონა თესლის დასამუშავებელად საკმარისია  10-15 ლიტრი სამუშაო ნაზავი.

დამუშავებული სარგავი მასალა უნდა შეშრეს ჩრდილში ან საწყობის პირობებში.

ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, მცენარის აღმოცენებამდე , ყოველ ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 50-დან 100 ლიტრამდე ორგანიკა (მოსხურების წესით).

თუ მეურნეობა არაა ბიოლოგიური იმ შემთხვევაში ფერმერს სასუქი შეაქვს ჰერბიციდთან ერთად.

I ფოთლოვანი კვება

დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – როდესაც მცენარე მიაღწევს 12-15 სანტიმეტრს.  ერთ ჰექტარზე 5 ლიტრი ორგანიკა +   3 ლიტრი ლეპიდინი + 3 ლიტრი ფიტოკატენა.

II ფოთლოვანი კვება

დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – ყვავილობის დასაწყისში.  ერთ ჰექტარზე 10 ლიტრი ორგანიკა +   5 ლიტრი ლეპიდინი + 5 ლიტრი ფიტოკატენა.

10-14 დღის შემდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ უნდა განმეორდეს წამლობა 5 ლიტრი ლეპიდინი + 5 ლიტრი ფიტოკატენა.

ხშირი წვიმების შემთხვევაში პრეპარატებთან ერთად დამატებით უნდა გამოვიყენოთ ბოსდოს ნარევის 1%-იანი ნაზავი.

მნიშვნელოვანია!

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ფიტოკატენა, ლეპიდინი.

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge

*ტრადიციული მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB